მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172541.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
კიდევ რამდენიმე ეპიზოდი: სადილის შემდეგ ჩამოწოლილი სიჩუმე – ზოგს სძინავს, ზოგი მუშაობს, ვიღაც წიგნს კითხულობს, სამყარო მოგუდულ ნახევარტონებში მოძრაობს.
There are other scenes: the postprandial silence—some of us napping, some working, others reading, the whole world basking away in hushed semitones.
172542.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ედემისებურ საათებში გარესამყაროდან სახლში ხავერდოვანი ბგერები იჭრება.
Heavenly hours whenvoices from the world beyond our house would filter in so softly that I was sure I had drifted off.
172543.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შუადღეს ჩოგბურთის თამაში.
Then afternoon tennis.
172544.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შხაპი და კოქტეილები.
Shower and cocktails.
172545.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვახშმის მოლოდინი.
Waiting for dinner.
172546.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უფრო მეტი სტუმარი.
Guests again.
172547.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვახშამი.
Dinner.
172548.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერის მთარგმნელთან მეორედ გამგზავრება.
His second trip to the translator.
172549.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ქალაქში გასეირნება და გვიან ღამით უკან მარტო, ან მეგობრებთან ერთად დაბრუნება.
Strolling into town and back late at night, sometimes alone, sometimes with friends.
172550.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არის გამონაკლისები: ქარიშხლიანი საღამო. სასტუმრო ოთახი. მუსიკა და ფანჯრებს მიხეთქებული ძლიერი ქარის ხმა.
Then there are the exceptions: the stormy afternoon when we sat in the living room, listening to the music and to the hail pelting every window in the house.
172551.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შუქი ქრებოდა, მუსიკა ითიშებოდა, ჩვენ კი ერთმანეთს ვაცქერდებოდით.
The lights would go out, the music would die, and all we had was each other’s faces.
172552.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დეიდა სენტ-ლუისში, მისურის შტატში გატარებულ საშინელ წლებს იგონებდა (ქალაქის სახელს სასაცილოდ გამოთქვამდა: სენ-ლუი).
An aunt twittering away about her dreadful years in St. Louis, Missouri, which she pronounced San Lui.
172553.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩაის სურნელით გაბრუებული დედა. სამზარეულოდან მომავალი მანფრედისა და მაფალდას ხმადაბალი კამათის ხმა.
Mother trailing the scent of Earl Grey tea, and in the background, all the way from the kitchen downstairs, the voices of Manfredi and Mafalda—spare whispers of a couple bickering in loud hisses.
172554.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
წვიმაში მოჩანდა გამხდარი, ქურთუკში გახვეული, დაბურული ფიგურა, რომელიც ბუნებას ებრძოდა, მიწიდან სარეველებს გლეჯდა, ფანჯარასთან მდგარი მამა კი მთელი სხეულით ატყობინებდა: წადი, ანკისე, თავი დაანებე!
In the rain, the lean, cloaked, hooded figure of the gardener doing battle with the elements, always pulling up weeds even in the rain, my father signaling with his arms from the living room window, Go back, Anchise, go back.
172555.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ეს კაცი მაშინებს, – იტყოდა ხოლმე დეიდაჩემი.
“That man gives me the creeps,” my aunt would say.
172556.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ამ კაცს ოქროს გული აქვს, – შეეპასუხებოდა მამა.
“That creep has a heart of gold,” my father would say.
172557.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაგრამ ამ წუთებს შიშში ვატარებდი, თითქოს ეს გრძნობა სახლის მოჩვენება იყო, ან უცნაური, დაკარგული ჩიტი, რომელიც ჩვენს ქალაქში შემთხვევით შემოფრინდა და რომლის სუსტი ფრთებიც ყველა სულიერ არსებას ჩრდილავდა.
But all of these hours were strained by fear, as if fear were a brooding specter, or a strange, lost bird trapped in our little town, whose sooty wing flecked every living thing with a shadow that would never wash.
172558.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვერ ვხვდებოდი, რის მეშინოდა, ასე რატომ ვიზაფრებოდი, ან რატომ იყო, რომ სასოწარკვეთილ ღელვას ყველაზე ბნელ წუთებში ბედნიერება მოჰქონდა, წარმოუდგენელი სიხარული, მხიარულება, რომელსაც თავი ყულფში აქვს გაყოფილი.
I didn’t know what I was afraid of, nor why I worried so much, nor why this thingthat could so easily cause panic felt like hope sometimes and, like hope in the darkest moments, brought such joy, unreal joy, joy with a noose tied around it.
172559.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მისი დანახვისას გული ერთიანად ტკივილითა და თრთოლით მევსებოდა.
The thud my heart gave when I saw him unannounced both terrified and thrilled me.
172560.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მეშინოდა მისი გამოჩენის; მეშინოდა მისი არგამოჩენის. მეშინოდა მისი შემოხედვის და მეშინოდა ჩემი არშემჩნევის.
I was afraid when he showed up, afraid when he failed to, afraid when he looked at me, more frightened yet when he didn’t.