მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172561.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
აგონიაში ჩავარდნილი, საბოლოოდ ვითიშებოდი და იქვე, სასტუმრო ოთახის ტახტზე ვიძინებდი. ზმანებას აყოლილი ვხვდებოდი, გვერდით ვინ ჩამივლიდა, თითის წვერებზე ვინ მოძრაობდა, ვინ მიყურებდა და რამდენ ხანს, უჩუმრად გაზეთს ვინ იღებდა, ქაღალდის შრაშუნს რომ ნებდებოდა და ღამის ფილმის არჩევანში გართულს არ ანაღვლებდა, გამაღვიძებდა თუ არა.
The agony wore me out in the end, and, on scalding afternoons, I’d simply give out and fall asleep on the living room sofa and, though still dreaming, know exactly who was in the room, who had tiptoed in and out, who was standing there, who was looking at me and for how long, who was trying to pick out today’s paper while making the least rustling sound, only to give up and look for tonight’s film listings whether they woke me or not.
172562.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შიში არ მტოვებდა.
The fear never went away.
172563.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ამ გრძნობით ვიღვიძებდი, სიხარულად ვაქცევდი, როცა მესმოდა, ოლივერი დილის აბაზანას რომ იღებდა და ვრწმუნდებოდი, საუზმეზე დაგვეწვეოდა და დაღონებული აღმოვაჩენდი, რომ ყავის დალევის ნაცვლად, სამუშაოდ პირდაპირ ბაღისკენ მიემართებოდა.
I woke up to it, watched it turn to joy when I heard him shower in the morning and knew he’d be downstairs with us for breakfast, only to watch it curdle when, rather than have coffee, he would dash through the house and right away set to work in the garden.
172564.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შუადღისას, მისგან ერთი სიტყვის მოლოდინში, ისეთ წვას განვიცდიდი, ატანა რომ არ შემეძლო.
By noon, the agony of waiting to hear him say anything to me was more than I could bear.
172565.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვიცოდი, რამდენიმე საათში ერთგული ტახტი მელოდებოდა.
I knew that the sofa awaited me in an hour or so.
172566.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
საკუთარი თავი მეზიზღებოდა, ასეთი უიღბლო, უჩინარი, შეყვარებული და რეგვენი რომ გავხდი.
It made me hate myself for feeling so hapless, so thoroughly invisible, so smitten, so callow.
172567.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რამე მითხარი, უბრალოდ შემეხე, ოლივერ.
Just say something, just touch me, Oliver.
172568.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დამაცქერდი და ნახე, როგორ მევსება თვალები ცრემლით.
Look at me long enough and watch the tears well in my eyes.
172569.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ღამით საძინებლის კარზე დამიკაკუნე და ნახე, იქნებ ღია დაგიტოვე.
Knock at my door at night and see if I haven’t already left it ajar for you.
172570.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შემოდი.
Walk inside.
172571.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემს ლოგინში ორივე დავეტევით.
There’s always room in my bed.
172572.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ყველაზე მეტად იმ დღეების მეშინოდა, დიდხანს რომ ვერ ვხედავდი. გრძელზე გრძელ საათებს ისე ვატარებდი, არ ვიცოდი, სად დადიოდა.
What I feared most were the days when I didn’t see him for stretches at a time—entire afternoons and evenings sometimes without knowing where he’d been.
172573.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხანდახან მოედანზე მოვკრავდი ხოლმე თვალს, იმ ხალხს გამოელაპარაკებოდა, მანამდე რომ არ მენახა.
I’d sometimes spot him crossing the piazzetta or talking to people I’d never seen there.
172574.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაგრამ ეს არ ითვლებოდა. პატარა მოედანზე, სადაც საღამოს უამრავი ადამიანი იკრიბებოდა, ზედაც არ მიყურებდა, მხოლოდ თავს დამიკრავდა ხოლმე, როგორც მამაჩემის, ცნობილი პროფესორის შვილს.
But that didn’t count, because in the small piazzetta where people gathered around closing time, he seldom gave me a second look, just a nod which might have been intended less for me than for my father, whose son I happened to be.
172575.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემი მშობლები, განსაკუთრებით კი მამაჩემი, მისით ზედმეტად კმაყოფილები ჩანდნენ.
My parents, my father especially, couldn’t have been happier with him.
172576.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერი სხვა სტუდენტებზე უკეთ მუშაობდა.
Oliver was working out better than most of our summer residents.
172577.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მამას ქაღალდების დალაგებასა და უცხოელებთან მიმოწერაში ეხმარებოდა, თავის წიგნზეც ნაყოფიერად მუშაობდა.
He helped my father organize his papers, managed a good deal of his foreign correspondence, and was clearly coming along with his own book.
172578.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თავისუფალ დროს როგორ გაატარებდა, მხოლოდ მისი საქმე იყო: „თუ ჩორთით ივლი, ცხენებს ვინ გააჭენებს“? – ეს გახლდათ მამაჩემის უხეირო დევიზი.
What he did in his private life and his time was his business—If youth must canter, then who’ll do the galloping? was my father’s clumsy adage.
172579.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სახლში ოლივერით უკმაყოფილო არავინ ჩანდა.
In our household, Oliver could do no wrong.
172580.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რადგან ჩემი მშობლები მის უეცარ გაუჩინარებას ყურადღებას არ აქცევდნენ, გადავწყვიტე საკუთარი მღელვარება კარგად დამემალა.
Since my parents never paid any attention to his absences, I thought it was safer never to show that they caused me any anxiety.