მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172621.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უნებლიეთ გავიძრე ჩემი საცურაო კოსტიუმი და მისი ამოვიცვი.
On impulse, I removed my bathing suit and began to put his on.
172622.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა! ისეთი შემართებით განვეწყვე, სასმელით შემთვრალ ადამიანს შეშურდებოდა.
I knew what I wanted, and I wanted it with the kind of intoxicated rapture that makes people take risks they would never take even with plenty of alcohol in their system.
172623.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მინდოდა, მის შარვალში გამეთავებინა, მტკიცებულება კი მისთვის დამეტოვებინა.
I wanted to come in his suit, and leave the evidence for him to find there.
172624.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ამ დროს, უფრო გადარეულმა სურვილმა შემიპყრო.
Which was when a crazier notion possessed me.
172625.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მისი ლოგინი გავშალე, საცურაო კოსტიუმი გავიხადე და გრილ თეთრეულზე შიშველმა ჩავიხუტე.
I undid his bed, took off his suit, and cuddled it between his sheets, naked.
172626.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დაე, მომაგნოს! როგორღაც პასუხს გავცემ.
Let him find me—I’ll deal with it, one way or another.
172627.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ლოგინი ძველი ნაცნობივით შემეგება.
I recognized the feel of the bed.
172628.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემი ლოგინი.
My bed.
172629.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ირგვლივ კი მისი სუნი ტრიალებდა, სრულყოფილი და შემწყნარებელი, როგორც ის უცნაური შეგრძნება, იომ-კაპურის ტაძარში რომ დამეუფლა, როცა გარინდებით მდგარმა მოხუცმა თავზე თავისი ტალისი გადამაფარა, შიგ თავფეხიანად ჩავიკარგე და გზადაბნეული ერის ნაწილი გავხდი, დროდადრო საერთო ქსოვილში გახვეული რომ ერთიანდება.
But the smell of him was all around me, wholesome and forgiving, like the strange scent which had suddenly come over my entire body when an elderly man who happened to be standing right next to me in a temple on Yom Kippur placed his tallis over my head till I had all but disappeared and was now united with a nation that is forever dispersed but which, from time to time, comes together again when one being and another wrap themselves under the same piece of cloth.
172630.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერის ბალიში სახეზე დავიდე, მხეცივით დავკოცნე და ფეხებთან ჩავიცურე; იმ საიდუმლოს ვუზიარებდი, სხვებთან გამხელის რომ მეშინოდა.
I put his pillow over my face, kissed it savagely, and, wrapping my legs around it, told it what I lacked the courage to tell everyone else in the world.
172631.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ფრთხილად ვაღიარე, რაც მინდოდა.
Then I told him what I wanted.
172632.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
წუთზე ნაკლები დამჭირდა.
It took less than a minute.
172633.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
საიდუმლო სხეულიდან გადმომეღვარა.
The secret was out of my body.
172634.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მერე რა, თუ დაინახავს;
So what if he saw.
172635.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მერე რა, თუ შემომისწრებს.
So what if he caught me.
172636.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მერე რა, მერე რა, მერე რა...
So what, so what, so what.
172637.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემს საძინებელში დაბრუნებული მხოლოდ იმას ვფიქრობდი, ნეტავ ასეთი სიგიჟის ჩასადენად კიდევ თუ მეყოფამეთქი ძალა.
On my way from his room to mine I wondered if I’d ever be mad enough to try the same thing again.
172638.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მთელი საღამო გაფაციცებული ვაყურადებდი ვინ რომელ ოთახში იჯდა.
That evening I caught myself keeping careful tabs on where everyone was in the house.
172639.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სამარცხვინო სურვილმა იმაზე მალე ამიტანა, ვიდრე მეგონა.
The shameful urge was upon me sooner than I’d ever imagined.
172640.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
წინ ვერაფერი დამიდგებოდა: მის ოთახში უნდა ავპარულიყავი.
It would have taken nothing to sneak back upstairs.