მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172641.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთ საღამოს მამაჩემის ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა რაინდის ამბავს გადავაწყდი, რომელსაც მზეთუნახავი თავდავიწყებით შეუყვარდა.
While reading in my father’s library one evening, I came upon the story of a handsome young knight who is madly in love with a princess.
172642.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ქალსაც უყვარდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა. მეგობრობის მიუხედავად, ან იქნებ მეგობრობის გამო, რაინდი სიტყვებს ვერ პოულობდა, სატრფოს გრძნობებში გამოსტყდომოდა.
She too is in love with him, though she seems not to be entirely aware of it, and despite the friendship that blossoms between them, or perhaps because of that very friendship, he finds himself so humbled and speechless owing to her forbidding candor that he is totally unable to bring up the subject of his love.
172643.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთ დღესაც, პირდაპირ ჰკითხა: – ლაპარაკი სჯობს თუ სიკვდილი? ამ კითხვის დასასმელად გამბედაობა არ მეყოფოდა.
One day he asks her point-blank: “Is it better to speak or die?” I’d never even have the courage to ask such a question.
172644.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაგრამ მის ბალიშთან გულის გადაშლამ მიჩვენა, რომ წამიერად სიმართლე გავიზეპირე, სააშკარაოზე გამოვიტანე; თურმე როგორ მსიამოვნებდა!
But what I’d spoken into his pillow revealed to me that, at least for a moment, I’d rehearsed the truth, gotten it out into the open, that I had in fact enjoyed speaking it;
172645.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იმწამს ოთახში რომ ჩაევლო და მოესმინა სიტყვები, საკუთარ გამოსახულებას რომ ვუმხელდი, გულს არ გავიტეხდი, არ მეწყინებოდა!
If he happened to pass by at the very moment I was muttering things I wouldn’t have dared speak to my own face in the mirror, I wouldn’t have cared, wouldn’t have minded;
172646.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დაე, იცოდე, დაინახო, გამასამართლო, ოღონდ სამყაროს ნუ აუწყებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამყარო ახლა შენა ხარ, მიუხედავად იმისა, რომ შენს თვალებში შეძრწუნებული, ზიზღიანი სამყარო დგას.
Let him know, let him see, let him pass judgment too if he wants —just don’t tell the world—even if you’re the world for me right now, even if in your eyes stands a horrified, scornful world.
172647.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შენი გაყინული თვალები, ოლივერ! უმალ მოვკვდები, ვიდრე სიმართლისგან გათავისუფლებული მათში ჩავიხედავ.
That steely look of yours, Oliver, I’d rather die than face it once I’ve told you.
172648.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ეს ყველაფერი ივლისის ბოლოს დაიწყო.
Toward the end of July things finally came to a head.
172649.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აშკარა გახდა, რომ კიარასთან განშორებას საყვარლების, სატრფოების, მცირეხნიანი სატრფოების, ერთი ღამის ნაცნობების რიგი მოჰყვა.
It seemed clear that after Chiara there had been a succession of cotte, crushes, mini-crushes, one-night crushes, flings, who knows.
172650.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მე კი მხოლოდ ერთს ვფიქრობდი: მისმა ყლემ მთელი ქალაქი მოიარა.
To me all of it boiled down to one thing only: his cock had been everywhere in B.
172651.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყველა გოგონას შეეხო.
Every girl had touched it, that cock of his.
172652.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ღმერთმა უწყის, რამდენ საშოში შევიდა, რამდენ პირში გაათავა.
It had been in who knows how many vaginas, how many mouths.
172653.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამის წარმოდგენა მახალისებდა.
The image amused me.
172654.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არასდროს მწყინდა მისი ფეხებგადაშლილ გოგონაზე წარმოდგენა, ფართო, გარუჯული, აპრიალებული მხრები ისე უმოძრავებდა, როგორც იმ საღამოს, მის ბალიშზე ჩახუტებულმა რომ წარმოვიდგინე.
It never bothered me to think of him between a girl’s legs as she lay facing him, his broad, tanned, glistening shoulders moving up and down as I’d imagined him that afternoon when I too had wrapped my legs around his pillow.
172655.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სამოთხეში წამოგორებულს მხრებზე ვუყურებდი, თავის ნაშრომს ჩაჰკირკიტებდა, მე კი ვფიქრობდი, ნეტავ წუხელ ეს მხრები სად გქონდა, ოლივერ?
Just looking at his shoulders when he happened to be going over his manuscript in his heaven made me wonder where they’d been last night.
172656.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ლაღად და მსუბუქად ამოძრავებულ ბეჭებზე მზის სხივები ეღვრებოდა.
How effortless and free the movement of his shoulder blades each time he shifted, how thoughtlessly they caught the sun.
172657.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნეტავ წინა ღამით წამოგორებულმა გოგონამ მის კანზე ზღვის გემო თუ იგრძნო და ვნებიანად უკბინა? თუ მზის დამცავი კრემის სურნელი ჰქონდა? იქნებ ისე დაეხვა თავბრუ, როგორც მე, მისი ლოგინი რომ გავშალე და თეთრეულში ჩავგორდი?
Did they taste of the sea to the woman who had lain under him last night and bitten into him? Or of his suntan lotion? Or of the smell that had risen from his sheets when I went into them?
172658.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისნაირ მხრებზე ვნატრობდი.
How I wished I had shoulders like his.
172659.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეც ასეთი რომ ვყოფი ლიყავი, აღარ მიმიზიდავდა?
Maybe I wouldn’t long for them if I had them?
172660.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი?
Did I want to be like him?