მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172681.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ცოტა ხანს ხმა არ ამოუღია.
He sat silently a moment.
172682.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არა, ერთად წავიდეთ.
“No, let’s go together.”
172683.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ახლა?
“Now?”
172684.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ალბათ მინდოდა მეკითხა მართლა-მეთქი?!
What I might have meant was, Really?
172685.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– სხვა საქმე გქონდა?
“Why, have you got anything better to do?”
172686.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არა.
“No.”
172687.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მაშინ წავიდეთ, – ოლივერმა ფურცლები გახუნებულ, მწვანე ზურგჩანთაში ჩაყარა და მხარზე გადაიკიდა.
“So let’s go.” He put some pages in his frayed green backpack and slung it over his shoulders.
172688.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბ.-ში ველოსიპედით უკანასკნელი გასეირნების შემდეგ, დამგზავრება არ უთხოვია.
Since our last bike ride to B., he had never asked me to go anywhere with him.
172689.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბურთულიანი კალამი მაგიდაზე მივაგდე, ნოტების რვეული დავხურე და ნახევრად სავსე ლიმონათის ჭიქა ზემოდან დავადე. მზად ვიყავი.
I put down my fountain pen, closed my scorebook, placed a half-full glass of lemonade on top of my pages, and was ready to go.
172690.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ფარდულისკენ გზაზე ფარეხს ჩავუარეთ. როგორც ყოველთვის, მანფრედი, მაფალდას მეუღლე, ანკისეს ეკამათებოდა.
On our way to the shed, we passed the garage.As usual, Manfredi, Mafalda’s husband, was arguing with Anchise.
172691.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამჯერად პამიდვრების მორწყვას უწუნებდა, ბევრ წყალს უსხამ და მალე იზრდებიანო.
This time he was accusing him of dousing the tomatoes with too much water, and that it was all wrong, because they were growing too fast.
172692.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– უგემური იქნება, – წუწუნებდა მანფრედი.
“They’ll be mealy,” he complained.
172693.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მისმინე!
“Listen.
172694.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
პამიდვრებს მე მივხედავ, შენ საჭეს მიხედე! ნუ ვიჩხუბებთ.
I do the tomatoes, you do the driving, and we’re all happy.”
172695.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– როგორ არ გესმის?!
“You don’t understand.
172696.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
პამიდვრები რამდენჯერმე გადარგე, გვერდით ბაზილიკი დათესე. მაგრამ უფალი გამიწყრეს, ჭკუა თუ დაგარიგე! ყოფილმა ჯარისკაცებმა ყველაფერი იცით!
In my day you moved the tomatoes at some point, from one place to another, from one place to the other”—he insisted—“and you planted basil nearby. But of course you people who’ve been in the army know everything.”
172697.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ასეა, – ყურადღებას არ აქცევდა ანკისე.
“That’s right.” Anchise was ignoring him.
172698.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რა თქმა უნდა, ყოველთვის მართალი ხარ. გასაგებია, ჯარიდან რატომ გამოგაპანღურეს.
“Of course I’m right. No wonder they didn’t keep you in the army.”
172699.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ასეა, გამომაპანღურეს.
“That’s right. They didn’t keep me in the army.”
172700.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ორივე მოგვესალმა.
Both of them greeted us.