მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172701.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მებაღემ ოლივერს ველოსიპედი მიაწოდა.
The gardener handed Oliver his bicycle.
172702.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– წუხელ სახელური გავასწორე. გვარიანად შელახული იყო. საბურავებიც დავბერე.
“I straightened the wheel last night, it took some doing. I also put some air in the tires.”
172703.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მძღოლი გაღიზიანებული ჩანდა.
Manfredi couldn’t have been more peeved.
172704.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ამიერიდან საბურავებს მე მივხედავ, შენ ბაღს მოუარე, – წამოიძახა მაფალდას ქმარმა.
“From now on, I fix the wheels, you grow the tomatoes,” said the piqued driver.
172705.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ანკისემ ეშმაკურად ჩაიცინა.
Anchise gave a wry smile.
172706.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერმა ღიმილით უპასუხა.
Oliver smiled back.
172707.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ქალაქზე გამავალ კვიპაროსების ხეივანს რომ მივადექით, ოლივერს ვკითხე: – არ გეშინია?
Once we had reached the cypress lane that led onto the main road to town, I asked Oliver, “Doesn’t he give you the creeps?”
172708.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ვისი?
“Who?”
172709.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ანკისესი.
“Anchise.”
172710.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არა. რატომ? ცოტა ხნის წინ სახლისკენ მომავალ გზაზე დავეცი და კანი გადავიტყავე. ანკისემ ჯადოსნური მალამო შემომთავაზა. ველოსიპედიც შეუკეთებია.
“No, why? I fell the other day on my way back and scraped myself pretty badly. Anchise insisted on applying some sort of witch’s brew. He also fixed the bike for me.”
172711.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ცალი ხელით საჭე ეჭირა, მეორით პერანგი აიწია და ჩალურჯებული მხარი მაჩვენა.
With one hand on the handlebar he lifted his shirt and exposed a huge scrape and bruise on his left hip.
172712.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მე კი მაშინებს, – დეიდაჩემის ფრაზა გავიმეორე.
“Still gives me the creeps,” I said, repeating my aunt’s verdict.
172713.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ერთი თავგზააბნეული ვინმეა...
“Just a lost soul, really.”
172714.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დაჟეჟილობაზე შევეხებოდი, მივეფერებოდი, მოვესიყვარულებოდი.
I would have touched, caressed, worshipped that scrape.
172715.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შევნიშნე, ოლივერი არ ჩქარობდა.
On our way, I noticed that Oliver was taking his time.
172716.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ძველებურად გადაჭარბებული სიჩქარით არ მიქროდა, არც გორაკებს აწყდებოდა სპორტული შემართებით.
He wasn’t in his usual rush, no speeding, no scaling the hill with his usual athletic zeal.
172717.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არც ნაშრომთან მიბრუნება ეხალისებოდა, არც სანაპიროზე მეგობრების მონახულება, ან, როგორც ყოველთვის, ჩემი მიტოვება.
Nor did he seem in a rush to go back to his paperwork, or join his friends on the beach, or, as was usually the case, ditch me.
172718.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ სხვა საქმე არ ჰქონდა?!
Perhaps he had nothing better to do.
172719.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ეს ჩემი სამოთხე იყო! მერე რა, რომ პატარა ვიყავი, ვიცოდი, ბედნიერება წამში გამომეცლებოდა ხელიდან. სიამოვნება ხმისამოუღებლად უნდა მიმეღო, არც მეგობრობის გამტკიცებაზე მეფიქრა, არც სხვა ურთიერთობის წამოწყებაზე.
This was my moment in heaven and, young as I was, I knew it wouldn’t last and that I should at least enjoy it for what it was rather than ruin it with my oft-cranked resolution to firm up our friendship or take it to another plane.
172720.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვფიქრობდი, მისი ახლობელი ვერასდროს გავხდები-მეთქი. ხანმოკლე სიკეთე მაჩუქა. სულ ეს არის.
There’ll never be a friendship, I thought, this is nothing, just a minute of grace.