მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172661.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერი გავმხდარიყავი?
Did I want to be him?
172662.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუ მასთან ყოფნა მინდოდა?
Or did I just want to have him?
172663.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ სიტყვები „ყოფნა“ და „ყოლა“ ვნების მორევში ჩამხრჩვალი ადამიანისთვის არასწორი ზმნებია, როდესაც ვიღაცის სხეული, რომლის შეხებაც გვინდა, და იმ სხეულად გარდასახვა, რომელსაც ვერ ვეხებით, ერთი მდინარის ორი ნაპირია, მდინარისა, ჩვენ შორის რომ მიედინება, ოლივერიდან ჩემკენ, გულის სარქველების გავლით, დროის ნაპრალებსა და ძირგავარდნილი სურვილის უჯრებში, სიცოცხლესა და გამოგონილ არსებობას შორის უმოკლეს მანძილში და მარადიულად გადახლართულ კიბედ რომ იქცევა, ჯოჯოხეთური სიზუსტით რომ გამოსახა მორის ეშერმა.
Or are “being” and “having” thoroughly inaccurate verbs in the twisted skein of desire, where having someone’s body to touch and being that someone we’re longing to touch are one and the same, just opposite banks on a river that passes from us to them, back to us and over to them again in this perpetual circuit where the chambers of the heart, like the trapdoors of desire, and the wormholes of time, and the false-bottomed drawer we call identity share a beguiling logic according to which the shortest distance between real life and the life unlived, between who we are and what we want, is a twisted staircase designed with the impish cruelty of M. C. Escher.
172664.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ერთმანეთს როდის დაგვაცილეს, ოლივერ?
When had they separated us, you and me, Oliver?
172665.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამ ყველაფერს მე რატომ ვხვდებოდი, შენ კი – ვერა?
And why did I know it, and why didn’t you?
172666.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
განა ყოველ ღამით შენს სხეულზე ვოცნებობ? მინდა, მოვეფერო და მასში ჩავძვრე, ისე თითქოს ჩემია, როგორც იმ საღამოს, შენი საცურაო კოსტიუმი რომ ამოვიცვი, შემდეგ კი გავიხადე, მაგრამ მხოლოდ ერთ სურვილს ვყავდი ატანილი: ჩემში ისე შემომძვრალიყავი, თითქოს ჩემი სხეული შენი შარვალი იყო, შენი ბინა...
Is it your body that I want when I think of lying next to it every night or do I want to slip into it and own it as if it were my own, as I did when I put on your bathing suit and took it off again, all the while craving, as I craved nothing more in my life that afternoon, to feel you slip inside me as if my entire body were your bathing suit, your home?
172667.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შენ – ჩემში, მე – შენში.
You in me, me in you…
172668.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მერე ის დღე დადგა.
Then came the day.
172669.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბაღში ვისხედით და ის მოთხრობა ვახსენე, იმხანად რომ წავიკითხე.
We were in the garden, I told him of the novella I had just finished reading.
172670.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რაინდი, რომელმაც არ იცის, ხმა ამოიღოს თუ მოკვდეს. უკვე მითხარი.
“About the knight who doesn’t know whether to speak or die. You told me already.”
172671.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რა თქმა უნდა, ვახსენე და გადამავიწყდა. – ჰო. – მერე? უთხრა თუ არა?
Obviously I had mentioned it and forgotten. “Yes.” “Well, does he or doesn’t he?”
172672.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– უმჯობესია, ილაპარაკოო, მიუგო მზეთუნახავმა. თუმცა, დაძაბულია. ხვდება, რომ ხაფანგში გააბამენ.
“Better to speak, she said. But she’s on her guard. She senses a trap somewhere.”
172673.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რაინდი გულს გადაუშლის?
“So does he speak?”
172674.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არა. იბნევა...
“No, he fudges.”
172675.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– გასაგებია.
“Figures.”
172676.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საუზმე ახალი დასრულებული გვქონდა.
It was just after breakfast.
172677.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მუშაობა ორივეს გვეზარებოდა.
Neither of us felt like working that day.
172678.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მისმინე, ქალაქში ვარ წასასვლელი. რაღაც საქმე მაქვს.
“Listen, I need to pick up something in town.”
172679.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რაღაც – მთარგმნელისგან წამოსაღები ბოლო გვერდები.
Something was always the latest pages from the translator.
172680.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– თუ გინდა, ჩავალ და ამოგიტან.
“I’ll go, if you want me to.”