მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172721.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
„არც მუდამ, არც არასდროს“ – სელანი.
Between always and never. Celan.
172722.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
პატარა მოედანს მივადექით, ზღვას რომ გადაჰყურებდა. ოლივერი სიგარეტის საყიდლად გაჩერდა.
When we arrived at the piazzetta overlooking the sea, Oliver stopped to buy cigarettes.
172723.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
„გალუაზის“ მოწევაზე გადავიდა.
He had started smoking Gauloises.
172724.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ეს ბრენდი არასდროს გამესინჯა და ვთხოვე, მომაწევინე-მეთქი.
I had never tried Gauloises and asked if I could.
172725.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ასანთის კოლოფიდან ერთი ღერი cerino ამოიღო, თითები სახესთან ახლოს მომიტანა და მომიკიდა.
He took out a cerino from the box, cupped his hands very near my face, and lit my cigarette.
172726.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ხომ კარგია? – ძალიან.
“Not bad, right?” “Not bad at all.”
172727.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– გავიფიქრე: „სიგარეტის კვამლი მის თავს და ამ დღეს გამახსენებს“. მერე მივხვდი, ერთ თვეში უკანმოუხედავად გაქრებოდა.
They’d remind me of him, of this day, I thought, realizing that in less than a month he’d be totally gone, without a trace.
172728.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იმ დღეს თავს პირველად მივეცი უფლება მის წასვლამდე დარჩენილი დღეები გადამეთვალა.
This was probably the first time I allowed myself to count down his remaining days in B.
172729.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მოედნის კიდეს ველოსიპედზე ამხედრებულები მივადექით და შუადღის თაკარა მზით აბრდღვიალებულ გორაკები შევათვალიერეთ. – ერთი ამას შეხედე, – თქვა მან.
“Just take a look at this,” he said as we ambled with our bikes in the midmorning sun toward the edge of the piazzetta overlooking the rolling hills below.
172730.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მოშორებით, ქვემოთ, ზღვის დიდებული ხედი მოჩანდა. სანაპიროზე ქაფის რამდენიმე წვრილი ზოლი მიუყვებოდა, გეგონებოდა, დელფინები დაცურავენო.
Farther out and way below was a magnificent view of the sea with scarcely a few stripes of foam streaking the bay like giant dolphins breaking the surf.
172731.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გორაკზე პაწაწინა ავტობუსი ამოდიოდა, უკან მორჩენილი სამი უკმაყოფილო ველოსიპედისტი კი ილანძღებოდა და ბოლს ხელების ქნევით ფანტავდა.
A tiny bus was working its way uphill, while three uniformed bikers straggled behind it, obviously complaining of the fumes.
172732.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ხომ იცი, ვისზე ამბობენ ამ ადგილებში დაიხრჩოო? – იკითხა მან.
“You do know who is said to have drowned near here,” he said.
172733.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– შელი.
“Shelley.”
172734.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ისიც იცი მისმა მეუღლემ, მერიმ რა გააკეთა, ქმრის სხეული რომ იპოვეს?
“And do you know what his wife Mary and friends did when they found his body?”
172735.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– გულთა გული, – ვუპასუხე მე და გამახსენდა, შელის მეგობარმა წყლისგან დასივებულ გვამს გული როგორ ამოჰგლიჯა, ვიდრე მიცვალებულს სანაპიროზე გამართულ კოცონზე დაწვავდნენ.
“Heart of hearts,” I replied, referring to the moment when a friend had seized Shelley’s heart before the flames had totally engulfed his swollen body as it was being cremated on the shore.
172736.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამდენ კითხვას რატომ მისვამდა?
Why was he quizzing me?
172737.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რამე არის, რაც არ იცი? შევხედე.
“Is there anything you don’t know?” I looked at him.
172738.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყველაზე მნიშვნელოვანი წუთი დამიდგა.
This was my moment.
172739.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უნდა მემოქმედა, ან ხელიდან გამომეცლებოდა. ვხვდებოდი სხვა შანსი არ მექნებოდა.
I could seize it or I could lose it, but either way I knew I would never live itdown.
172740.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შემეძლო, კომპლიმენტი მიმეღო და მეტრაბახა, მაგრამ სინანულს ვერ გავუძლებდი.
Or I could gloat over his compliment—but live to regret everything else.