მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172741.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ცხოვრებაში პირველად უფროს ადამიანს დაუფიქრებლად დაველაპარაკე.
This was probably the first time in my life that I spoke to an adult without planning some of what I was going to say.
172742.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ისე ვღელავდი, ვერაფერზე ვფიქრობდი.
I was too nervous to plan anything.
172743.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არაფერი ვიცი, ოლივერ. არაფერი. სულ არაფერი.
“I know nothing, Oliver. Nothing, just nothing.”
172744.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– აქაურებზე მეტი გაგეგება. ტრაგიკულ მონოლოგზე ზედაპირულად, მარტივი შეგულიანებით რატომ მპასუხობდა?
“You know more than anyone around here.” Why was he returning my near-tragic tone with bland egoboosting?
172745.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ნეტავ იცოდე, რა ცოტა ვიცი იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია.
“If you only knew how little I know about the things that really matter.”
172746.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
წყალი მოვსინჯე: არც ჩაძირვა მინდოდა, არც სიღრმეში გასვლა. ერთ ადგილას ვცურავდი. აი, ჩემი სიმართლე! მერე რა, რომ გულს ვერ გიშლი, ვერც მიგანიშნებ, თუ გინდა დავიფიცებ, გულახდილობის წუთი ჩამოდგა, როგორც ის ყელსაბამი, წყალში რომ ვკარგავთ, მაგრამ ვიტყვით: ვიცი, სადღაც აქვეა.
I was treading water, trying neither to drown nor to swim to safety, just staying in place, because here was the truth— even if I couldn’t speak the truth, or even hint at it, yet I could swear it lay around us, the way we say of a necklace we’ve just lost while swimming: I know it’s down there somewhere.
172747.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნეტავ სცოდნოდა, ორჯერ ორს ვთავაზობდი, პასუხი კი უსასრულობაზე მეტი იყო.
If he knew, if he only knew that I was giving him every chance to put two and two together and come up with a number bigger than infinity.
172748.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუ მიხვდა, გამოდის, აქამდეც გრძნობდა, და თუ გრძნობდა, ჩემს დღეში იყო. ქუჩის მეორე მხრიდან თავისი ცივი, მტრული, გამყინავი, ავი და ყოვლისმცოდნე მზერით მაკვირდებოდა.
But if he understood, then he must have suspected, and if he suspected he would have been there himself, watching me from across a parallel lane with his steely, hostile, glass eyed, trenchant, all-knowing gaze.
172749.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რაღაცას მიხვდა. ღმერთმა უწყის, რა...
He must have hit on something, though God knows what.
172750.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სახტად დარჩენის ეშინოდა.
Perhaps he was trying not to seem taken aback.
172751.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რა არის მნიშვნელოვანი? თავს ისულელებდა?!
“What things that matter?” Was he being disingenuous?“
172752.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– კარგად იცი.
You know what things.
172753.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შენ კი უნდა ხვდებოდე.
By now you of all people should know.
172754.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
პაუზა.
Silence.
172755.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ამას რატომ მეუბნები?
“Why are you telling me all this?”
172756.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ვიფიქრე, უნდა გცოდნოდა.
“Because I thought you should know.”
172757.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– იფიქრე, რომ უნდა მცოდნოდა, – სევდიანად გაიმეორა ჩემი სიტყვები. მნიშვნელობას ეძებდა, ფიქრობდა, არკვევ და.
“Because you thought I should know.” He repeated my words slowly, trying to take in their full meaning, all the while sorting them out, playing for time by repeating the words.
172758.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიცოდი, რკინა იწვოდა და სულ მალე დადნებოდა.
The iron, I knew, was burning hot.
172759.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მინდოდა, შენ გცოდნოდა, – ჩავიბურტყუნე მე, – შენ გარდა ვერავის ვეტყვი.
“Because I want you to know,” I blurted out. “Because there is no one else I can say it to but you.”
172760.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აჰა! ვუთხარი.
There, I had said it.