მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172761.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნეტავ აზრი თუ გადმოვეცი?!
Was I making any sense?
172762.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მზად ვიყავი სიტყვა ბანზე ამეგდო, საუბრის თემა შემეცვალა, ზღვა მეხსენებინა, ან ხვალინდელი ამინდი, ნეტავ მამა ნავით ქალაქ ე.-ში თუ წაგვიყვანს-მეთქი.
I was about to interrupt and sidetrack the conversation by saying something about the sea and the weather tomorrow and whether it might be a good idea to sail out to E. as my father kept promising this time every year.
172763.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისი დამსახურებაა, რომ არ მომეშვა.
But to his credit he didn’t let me loose.
172764.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ხვდები, რას მეუბნები?
“Do you know what you’re saying?”
172765.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამჯერად წყალს გავხედე, ამოუცნობი და დაღლილი ხმით გავუმხილე: – ჰო, ვიცი და არც შენ გეშლება.
This time I looked out to the sea and, with a vague and weary tone that was my last diversion, my last cover, my last getaway, said, “Yes, I know what I’m saying and you’re not mistaking any of it.
172766.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უბრალოდ, ლაპარაკი არ მეხერხება.
I’m just not very good at speaking.
172767.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შეგიძლია, ხმა არ გამცე.
But you’re welcome never to speak to me again.
172768.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მოიცა, მე რომ მგონია, იმას გულისხმობ?
“Wait. Are you saying what I think you’re saying?”
172769.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ჰო.
“Ye-es.”
172770.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როგორც იქნა, სიმართლედ დავიღვარე და ჰაერი ისე ხარბად ჩავისუნთქე, როგორც ძალაგამოცლილმა მსჯავრდებულმა, პოლიციას რომ ჩაბარდა და კიდევ ერთხელ უწევს დაწვრილებით გაიხსენოს, როგორ გაძარცვა მაღაზია.
Now that I had spilled the beans I could take onthe laid-back, mildly exasperated air with which a felon, who’s surrendered to the police, confesses yet once more to yet one more police officer how he robbed the store.
172771.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– აქ დამელოდე. ზემოთ უნდა ავირბინო და ქაღალდები ავიღო. არსად წახვიდე.
“Wait for me here, I have to run upstairs and get some papers. Don’t go away.”
172772.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მხოლოდ ღიმილით შევჩივლე.
I looked at him with a confiding smile.
172773.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– კარგად იცი, რომ არსად წავალ.
“You know very well I’m not going anywhere.”
172774.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეტი რა გინდა, კიდევ ერთხელ გამოგიტყდი-მეთქი, გავიფიქრე.
If that’s not another admission, then what is? I thought.
172775.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სანამ ოლივერს ველოდი, ველოსიპედები იმ ქანდაკებისკენ გავაგორე, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს პიავეს ბრძოლაში დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნისთვის აღმართეს.
As I waited, I took both our bikes and walked them toward the war memorial dedicated to the youth of the town who’d perished in the Battle of the Piave during the First World War.
172776.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ასეთი ძეგლი იტალიის ყველა პატარა ქალაქში დგას.
Every small town in Italy has a similar memorial.
172777.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქვე ორი პატარა ავტობუსი ჩამოდგა. მოხუცი მგზავრები მეზობელი სოფლებიდან სავაჭროდ ჩამოვიდნენ.
Two small buses had just stopped nearby and were unloading passengers—older women arriving from the adjoining villages to shop in town.
172778.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მომცრო მოედანზე მოხუცები, ძირითადად კაცები, პატარა სარწეველა, მოწნულ სავარძლებსა და პარკის გრძელ სკამებზე ისხდნენ. ძველი, გაცვეთილი, ნაცრისფერი ძონძები ეცვათ.
Around the small piazza, the old folk, men mostly, sat on small, rickety, straw-backed chairs or on park benches wearing drab, old, dun-colored suits.
172779.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გავიფიქრე, ნეტავ რამდენს ახსოვს ახალგაზრდები მდინარე პიავესთან რომ ჩაიხოცნენ.
I wondered how many people here still remembered the young men they’d lost on the Piave River.
172780.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საზარელი ომი საკუთარი თვალით რომ გენახა, ოთხმოცი წლის უნდა იყო-მეთქი.
You’d have to be at least eighty years old today to have known them.