მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172781.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დაღუპული ჯარისკაცები ახლა ასზე მეტის იქნებოდნენ.
And at least one hundred, if not more, to have been older than they were then.
172782.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ასი წლის ასაკში გლოვასა და დანაკარგთან შეგუებას ისწავლი... თუ მთელი ცხოვრება გაიტანჯები?
At one hundred, surely you learn to overcome loss and grief—or do they hound you till the bitter end?
172783.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ასი წლის ასაკში დედმამიშვილები ივიწყებენ, შვილები ივიწყებენ, სატრფოები ივიწყებენ, აღარავის არაფერი ახსოვს, ყველაზე გაწამებულსაც კი ავიწყდება.
At one hundred, siblings forget, sons forget, loved ones forget, no one remembers anything, even the most devastated forget to remember.
172784.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დედები და მამები დიდი ხნის წინ დაიხოცნენ.
Mothers and fathers have long since died.
172785.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვინმეს ახსოვს?
Does anyone remember?
172786.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გონებაში ასეთმა ფიქრმა გამიელვა: ჩემს შთამომავლებს თუ ეცოდინებათ, დღეს ამ პატარა მოედანზე რა მოხდა?
A thought raced through my mind: Would my descendants know what was spoken on this very piazzetta today?
172787.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვინმე გაიგებს?
Would anyone?
172788.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნუთუ ჰაერში აორთქლდება? განა ასე არ მინდა?
Or would it dissolve into thin air, as I found part of me wishing it would?
172789.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მიხვდებიან, როგორ ბეწვზე ეკიდა მათი ყოფნა-არყოფნა?
Would they know how close to the brink their fate stood on this day on this piazzetta?
172790.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გავხალისდი და დანარჩენ დღესთან გასამკლავებელი ძალა შემემატა.
The thought amused me and gave me the necessary distance to face the remainder of this day.
172791.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოცდაათ, ორმოც წელიწადში ამ ადგილს დავუბრუნდები და იმ საუბარს გავიხსენებ, არასდროს რომ დამვიწყებია.
In thirty, forty years, I’ll come back here and think back on a conversation I knew I’d never forget, much as I might want to someday.
172792.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეუღლესა და შვილებთან ერთად ჩამოვალ, მშვენიერ პეიზაჟებს ვანახვებ, ზღვის ყურეს, ადგილობრივ კაფეებს, დიდებულ სასტუმროს.
I’d come here with my wife, my children, show them the sights, point to the bay, the local caffès, the Grand Hotel.
172793.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მერე აქ ჩამოვდგები და ქანდაკებას, მოწნულ სავარძლებსა და პარკის სკამებს ვთხოვ, ოლივერი გამახსენონ.
Then I’d stand here and ask the statue and the straw-backed chairs and shaky wooden tables to remind me of someone called Oliver.
172794.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უკან მობრუნებულმა პირველი ეს თქვა: – სულელმა მილანიმ გვერდები აურია და თავიდან უნდა დაბეჭდოს. საღამოს უსაქმურად ვიქნები და ერთ დღეს დავკარგავ.
When he returned, the first thing he blurted out was, “That idiot Milani mixed the pages and has to retype the whole thing. So I have nothing to work on this afternoon, which sets me back a whole day.”
172795.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ახლა მას უნდა აერიდებინა საუბარი თავიდან.
It was his turn to look for excuses to dodge the subject.
172796.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუ ისურვებდა, ხელს არ შევუშლიდი.
I could easily let him off the hook if he wanted.
172797.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გინდა, ზღვაზე ვილაპარაკოთ? პიავე? ჰერაკლიტე? „ჩემი თავის საძებნელად გავემართე“. ან: „ბუნებას დამალვა უყვარს“.
We could talk about the sea, the Piave, or fragments of Heraclitus, such as “Nature loves to hide” or “I went in search of myself.”
172798.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუ არ მოგეწონება, ქალაქ ე.-ში მოგზაურობაზე ვისაუბროთ, რამდენიმე დღე რომ ვგეგმავდით.
And if not these, there was the trip to E. we’d been discussing for days now.
172799.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რამდენიმე დღეში კამერული ორკესტრის კონცერტიც გველოდება...
There was also the chamber music ensemble due to arrive any day.
172800.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უკანა გზაზე იმ მაღაზიას ჩავუარეთ, დედაჩემი ყვავილებს რომ უკვეთავდა.
On our way we passed a shop where my mother always ordered flowers.