მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172801.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბავშვობაში ვიტრინაში ცქერა მიყვარდა. ზედ წყლის უწყვეტი ნაკადი მოედინებოდა, მაღაზია კი ზღაპრულ ადგილს ემგვანებოდა, მისტიკურ ფილმს, სადაც ხანდახან ეკრანი იდღაბნება, რადგან წარსულის კადრები უნდა გამოჩნდეს.
As a child I liked to watch the large storefront window awash in a perpetual curtain of water which came sliding down ever so gently, giving the shop an enchanted, mysterious aura that reminded me of how in many films the screen would blur to announce that a flashback was about to occur.
172802.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ნეტავ ხმა არ ამომეღო, – როგორც იქნა, ვთქვი მე.
“I wish I hadn’t spoken,” I finally said.
172803.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაშინვე მივხვდი, წყევლა ავხსენი.
I knew as soon as I’d said it that I’d broken the exiguous spell between us.
172804.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– თითქოს არაფერი გითქვამს, – გააგრძელა მან.
“I’m going to pretend you never did.”
172805.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ასეთ დამოკიდებულებას მისგან არ ველოდი. ცხოვრებაში არაფერი აღელვებდა!
Well, that was an approach I’d never expected from a man who was so okay with the world.
172806.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩვენს სახლში ასეთი ფრაზა არავის უთქვამს.
I’d never heard such a sentence used in our house.
172807.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ეს რას ნიშნავს? ერთმანეთს ხმას გავცემთ, მაგრამ არაფერს ვეტყვით? ჩაფიქრდა.
“Does this mean we’re on speaking terms—but not really?” He thought about it.
172808.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მისმინე, ამაზე ვერ ვილაპარაკებთ. არ შეიძლება.
“Look, we can’t talk about such things. We really can’t.”
172809.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ზურგჩანთა მხარზე მოიგდო და გორაკზე დაეშვა.
He slung his bag around him and we were off downhill.
172810.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თხუთმეტი წუთის წინ აგონიაში ვიყავი: ყველა ძარღვი, თუ შეგრძნება დამიბუჟდა, ამტკივდა, გამეთელა, თითქოს მაფალდას ქვასანაყში ჩავვარდი, თითქოს საცერში გამატარეს, შიშს სიბრაზისგან ვერ ვასხვავებდი, სიბრაზეს – ვნებისგან.
Fifteen minutes ago, I was in total agony, every nerve ending, every emotion bruised, trampled, crushed as in Mafalda’s mortar, all of it pulverized till you couldn’t tell fear from anger from the merest trickle of desire.
172811.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რაც მთავარია, მომავლის რწმენა დამიბრუნდა.
But at that time there was something to look forward to.
172812.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
კარტი მაგიდაზე გავშალეთ და საიდუმლო სირცხვილის შეგრძნება გაქრა, თუმცა თან გაჰყვა გამოუთქმელი იმედი, ბოლო რამდენიმე კვირა რომ მასულდგმულებდა.
Now that we had laid our cards on the table, the secrecy, the shame were gone, but with them so was that dash of unspoken hope thathad kept everything alive these weeks.
172813.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
განწყობას მხოლოდ არაჩვეულებრივი ამინდი და პეიზაჟები თუ ამიმაღლებდა.
Only the scenery and the weather could buoy my spirits now.
172814.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ან ეს მზით გაჩახჩახებული სოფლის ცარიელი შარაგზა, მხოლოდ ჩვენი რომ იყო.
As would the ride together on the empty country road, which was entirely ours at this time of day and where the sun started pounding exposed patches along the route.
172815.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვუთხარი, გამომყევი, ტურისტებისა და უცხოელების საყვარელ ადგილას მიგიყვან-მეთქი.
I told him to follow me, I’d show him a spot most tourists and strangers had never seen.
172816.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– თუ სადმე არ გეჩქარება, – დავამატე სასწრაფოდ, არ მინდოდა რამე დამეძალებინა.
“If you have time,” I added, not wishing to be pushy this time.
172817.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ნუ ღელავ, მცალია, – ისეთი ზედაპირული ღიმილით მიპასუხა, თითქოს ჩემი გადაჭარბებული თავაზიანობა სიცილად არ ჰყოფნიდა.
“I have time.” It was spoken with a noncommittal lilt in his voice, as though he had found the overplayed tact in my words slightly comical.
172818.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ სიამოვნებდა, ძველ საუბარს რომ არ ვუბრუნდებოდი.
But perhaps this was a small concession to make up for not discussing the matter at hand.
172819.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მთავარი გზიდან გადავუხვიეთ და კლდის პირას წავედით.
We veered off the main road and headed toward the edge of the cliff.
172820.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– აქ, – წამოვიწყე მე, რომ ცნობისმოყვარეობა გამეღვიძებინა, – მონე სახატავად მოდიოდა.
“This,” I said by way of a preface meant to keep his interest alive, “is the spot where Monet came to paint.”