მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172821.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჭალაში პატარა, მოგრეხილი პალმები და აჩონჩხილი ზეთისხილის ხეები ხარობდნენ.
Tiny, stunted palm trees and gnarled olive trees studded the copse.
172822.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მათ მიღმა, კლდის ნაპრა ლებთან, მაღალი ზღვის ფიჭვებით დაჩრდილული ბექობი ჩანდა.
Then through the trees, on an incline leading toward the very edge of the cliff, was a knoll partly shaded by tall marine pines.
172823.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ველოსიპედი ხეზე მივაყუდე. ოლივერმა მომბაძა და ბექობისკენ ავედით.
I leaned my bike against one of the trees, he did the same, and I showed him the way up to the berm.
172824.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– კარგად დაათვალიერე, – კმაყოფილებისგან გავიბერე, თითქოს ამაზე ჭკვიანურს ვერაფერს ვიტყოდი.
“Now take a look,” I said, extremely pleased, as if revealing something more eloquent than anything I might say in my favor.
172825.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ქვემოთ ჩუმი, სრულიად უხმო ყურე მოჩანდა.
A soundless, quiet cove stood straight below us.
172826.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
კაცის ჭაჭანება არ იყო; არც სახლი, არც ნავსადგომი, არც სათევზაო ტივები.
Not asign of civilization anywhere, no home, no jetty, no fishing boats.
172827.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მოშორებით, როგორც ყოველთვის, სან ჯაკომოს სამრეკლო გველოდა. თვალს თუ მოჭუტავდი, ქალაქ ნ.-ის ფაქიზ მოხაზულობას შენიშნავდი, კიდევ უფრო იქით – ჩვენს სახლსა და მეზობელ ვილებს; იქ ვიმინი ცხოვრობს, მორეშის ოჯახი, ორი ქალიშვილით, ოლივერთან რომ გორაობდნენ, ერთად ან ცალ-ცალკე. ვინ იცის, ან ვის აინტერესებს?!
Farther out, as always, was the belfry of San Giacomo, and, if you strained your eyes, the outline of N., and farther still was something that looked like our house and the adjoining villas, the one where Vimini lived, and the Moreschi family’s, with their two daughters whom Oliver had probably slept with, alone or together, who knew, who cared at this point.
172828.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ეს ჩემი საყვარელი ადგილია. სულ ჩემია. წიგნის საკითხავად მოვდივარ ხოლმე. ვერ გეტყვი, აქ რამდენი წიგნი დამისრულებია.
“This is my spot. All mine. I come here to read. I can’t tell you the number of books I’ve read here.”
172829.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მარტო ყოფნა მოგწონს? – მკითხა მან.
“Do you like being alone?” he asked.
172830.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არა. მარტო ყოფნა არავის სიამოვნებს. მაგრამ შევეგუე.
“No. No one likes being alone. But I’ve learned how to live with it.”
172831.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– სულ ასეთი ბრძენი იყავი?
“Are you always so very wise?” he asked.
172832.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უფროსების მსგავსად ლექციის წაკითხვას მიპირებდა? გარეთ უნდა გახვიდე, მეგობრები შეიძინო და თავმოყვარეობა დაძლიო?
Was he about to adopt a condescending, pre-lecture tone before joining everyone else on my needing to get out more, make more friends, and, having made friends, not to be so selfish with them?
172833.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ ოჯახში ნაცადი როლი უნდა გამოეყენებინა: „ნახევრად – მეგობარი, ნახევრად – ფსიქოლოგი“?
Or was this a preamble to his role as shrink/part-time friend-of-the-family?
172834.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნუთუ მის აზრებს არასწორად ვკითხულობდი?
Or was I yet again misreading him completely?
172835.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ბრძენის რა მოგახსენო. ხომ გითხარი, არაფერი ვიცი - მეთქი. წიგნებს ვკითხულობ და სიტყვების გადაბმა მეხერხება... თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი შემიძლია.
“I’m not wise at all. I told you, I know nothing. I know books, and I know how to string words together—it doesn’t mean I know how to speak about the things that matter most to me.”
172836.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ჰო, მაგრამ ახლა კარგად გამოგდის.
“But you’re doing it now—in a way.”
172837.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მართალი ხარ... მეშინოდა, სახეში შემეხედა.
“Yes, in a way—that’s how I always say things: in away.”
172838.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბუნება მოვათვალიერე და ბალახზე ჩამოვჯექი. ვიგრძენი, მოშორებით, თითისწვერებზე ჩაიკუზა, თითქოს ნებისმიერ წამს წამოხტება და ველოსიპედისკენ გაიქცევაო.
Staring out at the offing so as not to look at him, I sat down on the grass and noticed he was crouching a few yards away from me on the tips of his toes, as though he would any moment now spring to his feet and go back to where we’d left our bicycles.
172839.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თავში აზრად არ მომსვლია, რომ ოლივერი ჩემს პატარა სამყაროში კი არ შევიყვანე, ჩემს სამყაროს ვთხოვე მასთან დამეგობრება. ნახოს ჩემი მარტოობის თავშესაფარმა, ჩემი ზაფხულის საღამოების მღვიმემ გაიცნოს, განსაჯოს, შეითავსოს, რომ მომავალში მოვბრუნდე და მასზე ვიფიქრო.
It never occurred to me that I had brought him here not just to show him my little world, but to ask my little world to let him in, so that the place where I came to be alone on summer afternoons would get to know him, judge him, see if he fitted in, take him in, so that I might come back here and remember.
172840.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნაცნობ სამყაროს გავურბოდი, ჭალაში მოვდიოდი და ახალ ცხოვრებას ვიგონებდი ხოლმე. გამოდის, ოლივერს ჩემი ფანტაზიის ასაფრენი ბილიკი ვაჩვენე.
Here I would come to escape the known world and seek another of my own invention; I was basically introducing him to my launchpad.