მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172841.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საკმარისია ჩამოვუთვალო ყველა ნაწარმოები, აქ რომ წავიკითხე და მიხვდება, სად არ მიმოგზაურია.
All I had to do was list the works I’d read here and he’d know all the places I’d traveled to.
172842.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მომწონს, როგორც ლაპარაკობ. თავს რატომ იმცირებ? მხრები ავიჩეჩე.
“I like the way you say things. Why are you always putting yourself down?” I shrugged my shoulders.
172843.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემი თავის კრიტიკისთვის მაკრიტიკებდა?
Was he criticizing me for criticizing myself?
172844.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არ ვიცი. ალბათ შენ რომ არ დამამცირო.
“I don’t know. So you won’t, I suppose.”
172845.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– სხვების აზრის ასე გეშინია? თავი გავიქნიე.
“Are you so scared of what others think?” I shook my head.
172846.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
But I didn’t know the answer.
172847.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ ისეთი აშკარა პასუხი მქონდა, ხმის ამოღებას აზრი ეკარგებოდა?!
Or perhaps the answer was so obvious that I didn’t have to answer.
172848.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ზუსტად ასეთ დროს ვგრძნობდი თავს ყველაზე დაუცველად, გაშიშვლებულად.
It was moments such as these that left me feeling so vulnerable, so naked.
172849.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დაიჟინე, ამაღელვე და თუ არ შეგეპასუხე, გამოდის – გამომიჭირე.
Push me, make me nervous, and, unless I push you back, you’ve already found me out.
172850.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არა, პასუხი ნამდვილად არ მქონდა.
No, I hadnothing to say in reply.
172851.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არც ვინძრეოდი.
But I wasn’t moving either.
172852.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დაე, სახლში მარტო წავიდეს.
My impulse was to let him ride home by himself.
172853.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მე სადილისთვის დავბრუნდები.
I’d be home in time for lunch.
172854.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ელოდა, როდის ამოვიღებდი ხმას.
He was waiting for me to say something.
172855.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თვალს არ მაცილებდა.
He was staring at me.
172856.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მგონი პირველად მაშინ გავბედე სახეში შემეხედა.
This, I think, is the first time I dared myself to stare back at him.
172857.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როგორც წესი, წამით შევათვალიერებდი, მერე მზერას ვარიდებდი, რადგან არ მინდოდა მისი თვალების წმინდა, მშვენიერ გუბეში დაუპატიჟებლად შეტოპვა, მაგრამ მოსაწვევს არ დავლოდებივარ;
Usually, I’d cast a glance and then look away—look away because I didn’t want to swim in the lovely, clear pool of his eyes unless I’d been invited to—and I never waited long enough to know whether I was even wanted there;
172858.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მზერას ვარიდებდი, რადგან გამბედაობა არ მყოფნიდა;
Look away because I was too scared to stare anyone back;
172859.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მზერას ვარიდებდი, რადგან მეშინოდა, რამეს არ მიმხვდარიყო;
Look away because I didn’t want to give anything away;
172860.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მზერას ვარიდებდი, რადგან არ ვაღიარებდი, როგორ მიზიდავდა.
Look away because I couldn’t acknowledge how much he mattered.