მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172861.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ ვუყურებდი, იმიტომ რომ მისი ცივი თვალები მახსენებდა, მასთან შედარებით რა პატარა ვიყავი.
Look away because that steely gaze of his always reminded me of how tall he stood and how far below him I ranked.
172862.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ახლა კი, მარადისობაში გამოკიდებულ წუთებში, თვალი გავუსწორე! არაფერს ვუმტკიცებდი, არც იმის ჩვენება მინდოდა, აღარ მერიდება-მეთქი; ვნებდებოდი, ვეუბნებოდი, მე ასეთი ვარ, შენ კი – ასეთი, მე ეს მინდა, ჩვენ შორის მხოლოდ სიმართლეა, გაქრა წინააღმდეგობა, მზერის არიდება, და თუ არაფერი გამოგვივა, ნუ ვიტყვით, რომ ვერაფერს ვხვდებოდით.
Now, in the silence of the moment, I stared back, not to defy him, or to show I wasn’t shy any longer, but to surrender, to tell him this is who I am, this is who you are, this is what I want, there is nothing but truth between us now, and where there’s truth there are no barriers, no shifty glances, and if nothing comes of this, let it never be said that either of us was unaware of what might happen.
172863.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უკანასკნელი იმედი გადამეწურა.
I hadn’t a hope left.
172864.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ იმიტომ მივაშტერდი, რომ დასაკარგი არაფერი მქონდა?!
And maybe I stared back because there wasn’t a thing to lose now.
172865.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყოვლისმცოდნე მზერით ვუყურებდი, თითქოს ვიწვევდი, მაკოცე-მეთქი, როგორც ის კაცი, ერთდროულად რომ გებრძვის და გაგირბის.
I stared back with the all-knowing, I-dare-you-to-kiss-me gaze of someone who both challenges and flees with one and the same gesture.
172866.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ცხოვრებას მირთულებ.
“You’re making things very difficult for me.”
172867.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მოიცა, ჩვენს მზერას გულისხმობდა?!
Was he by any chance referring to our staring?
172868.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უკან არ დავიხიე.
I didn’t back down.
172869.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ისიც ყოჩაღად იდგა.
Neither did he.
172870.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნამდვილად ამ დაჟინებულ მზერას გულისხმობდა!
Yes, he was referring to our staring.
172871.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– როგორ გირთულებ?
“Why am I making things difficult?”
172872.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გულისცემა ისე ამიჩქარდა, სიტყვებს ერთმანეთს ვერ ვუწყობდი.
My heart was beating too fast for me to speak coherently.
172873.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დაბნეულობის არ მრცხვენოდა.
I wasn’t even ashamed of showing how flushed I was.
172874.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დაე, იცოდეს! იცოდეს.
So let him know, let him.
172875.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არასწორი იქნებოდა...
“Because it would be very wrong.”
172876.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– იქნებოდა? – ვკითხე მე.
“Would?” I asked.
172877.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნუთუ სადღაც იმედიც არსებობდა?!
Was there a ray of hope, then?
172878.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბალახზე ჩამოჯდა, მერე ზურგზე გადაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და ცას ახედა.
He sat down on the grass, then lay down on his back, his arms under his head, as he stared at the sky.
172879.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ჰო, იქნებოდა. ვერ ვიტყვი, ამაზე არ მიფიქრია-მეთქი.
“Yes, would. I’m not going to pretend this hasn’t crossed my mind.”
172880.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არ შემიმჩნევია.
“I’d be the last to know.”