მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172881.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ასეა. აჰა, გაგიმხილე! აბა, რა გეგონა?
“Well, it has. There! What did you think was going on?”
172882.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მეგონა? – ენა მებმოდა, – არაფერი, – ჩავფიქრდი, – არაფერი, – გავიმეორე, თითქოს ისეთ წარმოუდგენელ რაღაცას ვისმენდი, ერთი სიტყვით რომ გავაქარწყლებდი. სიჩუმის ატანა აღარ შემეძლო: – არაფერი.
"Going on?" I fumbled by way of a question. Nothing. I thought about it. “Nothing,” I repeated, as if what I was vaguely beginning to get a hint of was so amorphous that it could just as easily be shoved away by my repeated “nothing” and thereby fill the unbearable gaps of silence.
172883.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– გასაგებია, – როგორც იქნა, თქვა მან, – არასწორად გაგიგია, მეგობარო, – ხმაში სიმკაცრე გამოერია, – თავის მოთოკვა მიწევს. შენც ამას გირჩევ.
“Nothing.” “I see,” he finally said. “You’ve got it wrong, my friend”—chiding condescension in his voice. “If it makes you feel any better, I have to hold back. It’s time you learned too.”
172884.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– უკეთესია, მოგატყუო, თითქოს არ მაინტერესებს.
“The best I can do is pretend I don’t care.”
172885.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ეგ აქამდეც კარგად გამოგდიოდა, – მაშინვე გამაწყვეტინა.
“That much we’ve known for a while already,” he snapped right away.
172886.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გამანადგურა!
I was crushed.
172887.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს უყურადღებობას ბაღში, აივანზე, სანაპიროზე ზუსტად ხვდებოდა და ფიქრობდა, წიგნიდან ამოკითხული ხერხებით ვებრძოდი.
All these times when I thought I was slighting him by showing how easy it was to ignore him in the garden, on the balcony, at the beach, he had been seeing right through me and taken my move for the peevish, textbook gambit it was.
172888.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისმა აღიარებამ ჯებირები მოანგრია და მოვარდნილ წყალში ჩემი იმედები იძირებოდა.
His admission, which seemed to open up all the sluiceways between us, was precisely what drowned my budding hopes.
172889.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ახლა რა იქნება?
Where would we go from here?
172890.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
კიდევ რას ვეტყვი?
What was there to add?
172891.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სხვა დროს თუ გადავწყვეტთ, ერთმანეთს ხმა არ გავცეთ, განა დარწმუნებულები არ ვიქნებით, რომ მხოლოდ თავს ვიტყუებთ?
And what would happen the next time we pretended not to speak but were no longer sure the frost between us was still sham?
172892.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ცოტა ხანს ვისაუბრეთ, მერე ისევ დუმილი ჩამოვარდა.
We spoke awhile longer, then the conversation petered out.
172893.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თამაშის წესები გავც ვალეთ.
Now that we had put our cards on the table, it felt like small talk.
172894.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მონე სახატავად მართლა აქ მოდიოდა?
“So this is where Monet came to paint.”
172895.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– შინ რომ დავბრუნდებით, განახვებ. ერთი არაჩვეულებრივი წიგნი გვაქვს, რომელშიც აქაური პეიზაჟების რეპროდუქციებია დატანილი.
“I’ll show you at home. We have a book with wonderful reproductions of the area around here.”
172896.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ჰო, უნდა მანახო.
“Yes, you’ll have to show me.”
172897.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ძველებურად ჭკუას მარიგებდა.
He was playing the role of the patronizing understudy.
172898.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როგორ მძულდა!
I hated it.
172899.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ცალ იდაყვზე დაყრდნობილები ჰორიზონტს გავცქეროდით.
Each leaning on one arm, we both stared out at the view.
172900.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ბიჭი ხარ, – თქვა მან.
“You’re the luckiest kid in the world,” he said.