მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172901.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ალბათ, ნახევარიც არ გესმის.
“You don’t know the half of it.”
172902.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დრო მივეცი, ჩემი ნათქვამი გადაეხარშა.
I let him ponder my statement.
172903.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სიჩუმე ვერ ავიტანე და წამოვისროლე: – რა უკუღმართულად ვცხოვრობ.
Then, perhaps to fill the silence that was becoming unbearable, I blurted out, “So much of it is wrong, though.”
172904.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რატომ? ოჯახი?
“What? Your family?”
172905.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ეგეც.
“That too.”
172906.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ზაფხულის აქ გატარება, განმარტოება და კითხვა, მამაშენის კატორღაში გამომწყვდევა ყოველ საღამოს?
Living here all summer long, reading by yourself, meeting all those dinner drudges He was making fun of me again.
172907.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ისევ დამცინოდა.
He was making fun of me again.
172908.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ცალყბად გავუღიმე.
I smirked.
172909.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ვერ გამოიცანი.
No, that wasn’t it either.
172910.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ცოტა ხანს შეჩერდა: – ჩვენს ამბავს გულისხმობ.
He paused a moment. “Us, you mean.”
172911.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
პასუხი არ გავეცი.
I did not reply.
172912.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მოდი, ვნახოთ... სანამ რამეს მივხვდებოდი, გვერდით მომიჯდა.
“Let’s see, then—” And before I knew it, he sidled up to me.
172913.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როგორ მომიახლოვდა-მეთქი, გავიფიქრე, ასე ახლოს მხოლოდ ჩემს სიზმრებში მოდიოდა, ან მაშინ, სიგარეტზე რომ მომიკიდა.
We were too close, I thought, I’d never been so close to him except in a dream or when he cupped his hand to light my cigarette.
172914.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყური ოდნავ რომ მოეწია, ჩემს გულისცემას გაიგონებდა.
If he brought his ear any closer he’d hear my heart.
172915.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სახეში მიყურებდა, თითქოს მოსწონს და ცდილობს, შეისწავლოს, კარგად დაიმახსოვროსო, მერე ქვედა ტუჩზე თითი დამადო და ხან მარჯვნივ გასწია, ხან მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, ისე გამიღიმა, შემეშინდა, ახლა ისეთი ამბავი დატრიალდება, უკან მისაბრუნებელ გზას ვერ ვიპოვი, თითქოს კითხვას მისვამს, მე კი შემიძლია უარით გავისტუმრო, თავგზა ავუბნიო და დრო მოვიგო, საკუთარ თავს დავეკითხო, გრძნობებში გამოვერკვე, თუ აქამდე მოვედით... წამი არ დამიტოვა, ტუჩები პირზე დამადო, თბილი, შემრიგებლური, სანახევრო კოცნა მიბოძა, მაგრამ მაშინვე იგრძნო, როგორი დამშეული ვიყავი.
He stared me right in the face, as though he liked my face and wished to study it and to linger on it, then he touched my nether lip with his finger and let it travel left and right and right and left again and again as I lay there, watching him smile in a way that made me fear anything might happen now and there’d be no turning back, that this was his way of asking, and here was my chance to say no or to say something and play for time, so that I might still debate the matter with myself, now that it had reached this point—except that I didn’t have any time left, because he brought his lips to my mouth, a warm, conciliatory, I’ll-meet-you halfway-but-no-further kiss till he realized how famished mine was.
172916.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნეტავ მცოდნოდა, ამბორი მისნაირად როგორ გამომეზოგა.
I wished I knew how to calibrate my kiss the way he did.
172917.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუმცა ვნება საშუალებას გვაძლევს, უკეთ დავიმალოთ, და იმწამს, მონეს ჭალაში, მისი კოცნისგან გადამალვასთან ერთად მასში ჩახრჩობა მინდოდა, როგორც იმ ადამიანს, რომელსაც ურჩევნია, ფეხქვეშ მიწა გაუსკდეს და მთელი სხეულით შიგ ჩაიტანოს.
But passion allows us to hide more, and at that moment on Monet’s berm, if I wished to hide everything about me in this kiss, I was also desperate to forget the kiss by losing myself in it.
172918.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ასე არ სჯობს? – მკითხა მოგვიანებით.
“Better now?” he asked afterward.
172919.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არაფერი ვუპასუხე, თავი წამოვწიე და გაშმაგებით ვაკოცე. მისი თავშეკავებული კოცნით კი არ ვიყავი დაუკმაყოფილებელი, უბრალოდ ვერ დავრწმუნდი, ტუჩების შეერთებით ახალი თუ აღმოვაჩინე რამე.
I did not answer but lifted my face to his and kissed him again, almost savagely, not because I was filled with passion or even because his kiss still lacked the zeal I was looking for, but because I was not so sure our kiss had convinced me of anything about myself.
172920.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვერ დავრწმუნდი, რომ ისე მესიამოვნა, როგორც წარმომედგინა. კიდევ ერთხელ უნდა მეცადა! მოქმედებაში აღმოვაჩინე, რომ გამოცდისთვის უნდა მომეწყო გამოცდა.
I was not even sure I had enjoyed it as much as I’d expected and needed to test it again, so that even in the act itself, I needed to test the test.