მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172921.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გონება უაზრო ფიქრებში გამექცა.
My mind was drifting to the most mundane things.
172922.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რა საჭიროა ამდენი უარყოფა? – იკითხავდა ფროიდი.
So much denial? a two bit disciple of Freud would have observed.
172923.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ეჭვები უფრო სველი კოცნით გავსრისე.
I squelched my doubts with a yet more violent kiss.
172924.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არც ვნება მინდოდა, არც სიამოვნება.
I did not want passion, I did not want pleasure.
172925.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ არც მტკიცებულებას ვეძებდი?!
Perhaps I didn’t even want proof.
172926.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ მინდოდა სიტყვები, ხანმოკლე საუბარი, გრძელი მუსაიფი, ველოსიპედით მგზავრობა, წიგნების გარჩევა...
And I did not want words, small talk, big talk, bike talk, book talk, any of it.
172927.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მხოლოდ ეს მზე, ბალახი, ზღვიდან წამოსული ნიავი, მისი მკერდიდან ამოვარდნილი სუნი, კისერი, იღლიები.
Just the sun, the grass, the occasional sea breeze, and the smell of his body fresh from his chest, from his neck and his armpits.
172928.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გამატყავე, ამომაბრუნე, ვიდრე ოვიდიუსის პერსონაჟივით შენი მხურვალების ნაწილი არ გავხდები; აი, რა მინდოდა!
Just take me and molt me and turn me inside out, till, like a character in Ovid, I become one with your lust, that’s what I wanted.
172929.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თვალები ამიხვიე, ხელი მომეცი და ნურაფერს მკითხავ... ამისრულებ?
Give me a blindfold,hold my hand, and don’t ask me to think—will you do that for me?
172930.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ ვიცი, ეს ყველაფერი საით მიექანებოდა, მაგრამ ვნებდებოდი, ნაწილ-ნაწილ, სანტიმეტრობით; ალბათ, გრძნობდა და ბოლომდე ამიტომ არ მიახლოვდებოდა.
I did not know where all this was leading, but I was surrendering to him, inch by inch, and he must have known it, for I sensed he was still keeping a distance between us.
172931.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სახეებით ვეხებოდით, ტანი კი შორი-შორს გვეყარა.
Even with our faces touching, our bodies were angles apart.
172932.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიცოდი, იდეალურ ჰარმონიას ნებისმიერი საქციელით დავარღვევდი.
I knew that anything I did now, any movement I’d make, might disturb the harmony of the moment.
172933.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მივხვდი, კოცნას გაგრძელება არ ექნებოდა, და გამომცდელად დავიწყე ბაგის მოცილება, მაგრამ აღმოვაჩინე, როგორ არ მინდოდა გაჩერება. სულ ასე იყოს: მისი ენა ჩემს პირში, ჩემი – მისაში, რადგან ამდენი კვირის, კამათის, შეფერხებისა და წამოწყების შემდეგ ორ სველ ენად ვიქეცით, ერთმანეთის პირებში რომ ფართხალებდა.
So, sensing there was probably not going to be a sequel to our kiss, I began to test the eventual separation of our mouths, only to realize, now that I was making mere motions of ending the kiss, how much I’d wanted it not to stop, wanted his tongue in my mouth and mine in his—because all we had become, after all these weeks and all the strife and all the fits and starts that ushered a chill draft each time, was just two wet tongues flailing away in each other’s mouths.
172934.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მხოლოდ ორი ენა, დანარჩენი სიტყვები იყო.
Just two tongues, all the rest was nothing.
172935.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბოლოს, როცა ცალი მუხლი ავწიე და მისკენ გადავიხედე, მივხვდი, შელოცვა ავხსენი.
When, finally, I lifted one knee and moved it toward him to face him, I knew I had broken the spell.
172936.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– წასვლის დროა.
“I think we should go.”
172937.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ჯერ ადრეა.
“Not yet.”
172938.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ასე ვერ გავაგრძელებთ... ჩემს თავს ვიცნობ.
“We can’t do this—I know myself.
172939.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აქამდე სწორად ვიქცეოდით.
So far we’ve behaved. We’ve been good.
172940.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სასირცხვილო არაფერი გაგვიკეთებია.
Neither of us has done anything to feel ashamed of.