მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172941.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ასე დავტოვოთ.
Let’s keep it that way.
172942.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდა, კარგად მოგექცე.
I want to be good.
172943.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არ მაინტერესებს, ვინ გაიგებს.
“Don’t be. I don’t care. Who is to know?”
172944.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სასოწარკვეთილმა აღმოვაჩინე, უკეთესი შესაძლებლობა არ მექნებოდა, არც ოლივერი დამრთავდა მომავალში ამის ნებას, ამიტომ ხელი ავიღე და უბეზე დავადე.
In a desperate move which I knew I’d never live down if he did not relent, I reached for him and let my hand rest onhis crotch.
172945.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ განძრეულა.
He did not move.
172946.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გავიფიქრე, ნეტავ პირდაპირ საცურაო კოსტიუმში ჩამეცურებინა-მეთქი.
I should have slipped my hand straight into his shorts.
172947.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემს აზრებს კითხულობდა და ნაზად, მაგრამ მოხდენილად ხელზე თავისი ხელი დამადო, თითებზე მომეფერა, შემდეგ კი თავაზიანად მომიშორა.
He must have read my intention and, with total composure, bordering on a gesture that was very gentle but also quite glacial, brought his hand there and let it rest on mine for a second, then, twining his fingers into mine, lifted my hand.
172948.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აუტანელი დუმილი გამეფდა.
A moment of unbearable silence settled between us.
172949.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– გაგაბრაზე?
“Did I offend you?”
172950.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– უბრალოდ, ნუ იზამ.
“Just don’t.”
172951.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რამდენიმე კვირის წინ პირველად გაგონილი „დროებით“ გამახსენდა, მოკლე და ზედაპირული, უხალისოდ წარმოთქმული სიტყვა, დღევანდელ ვნებას რომ არ იზიარებდა.
It sounded a bit like Later! when I’d first heard it weeks earlier—biting and blunted, and altogether mirthless, without any inflection of either the joy or the passion we’d just shared.
172952.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ხელი ჩამკიდა და წამოდგომაში დამეხმარა.
He gave me his hand and helped me stand up again.
172953.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უეცრად სახე დაემანჭა.
He suddenly winced.
172954.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისი ჭრილობა გამახსენდა.
I remembered the scrape on his side.
172955.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– იმედია, ინფექცია არ შემეჭრება, – თქვა მან.
“I should make sure it doesn’t get infected,” he said.
172956.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– უკანა გზაზე აფთიაქში შევიაროთ.
“We’ll stop by the pharmacist on the way back.”
172957.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
პასუხი არ გამცა.
He didn’t reply.
172958.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამაზე უკეთესს ვერაფერს ვიტყოდით: წამში გამოგვაფხიზლა.
But it was about the most sobering thing we could have said.
172959.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ორივეს ცნობიერებაში მომაბეზრებელი გარესამყარო შემოიჭრა: ანკისე, შეკეთებული ველოსიპედი, პამიდორზე კამათი, ლიმონათის ჭიქის ქვეშ დატოვებული ნოტების რვეული... როგორ შორეულად მეჩვენებოდა.
It let the intrusive real world gust into our lives—Anchise, the mended bike, the bickering over tomatoes, the music score hastily left under a glass of lemonade, how long ago they all seemed.
172960.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სამალავიდან გამოსულებმა ორი ტურისტული ფურგონი შევნიშნეთ, ქალაქ ნ.-ისკენ რომ მიემართებოდა.
Indeed, as we rode away from my spot we saw two tourist vans heading south to N.