მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172981.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არა, არ ავტირდებოდი, არც თრთოლა ამიტანდა, არც გულყრა დამემართებოდა და არც შარვალში გავათავებდი, მიუხედავად იმისა, რომ მსიამოვნებდა, ძალიან მომწონდა, როცა მისი ტერფი ჩემს ფეხზე ესვენა.
No, I wasn’t going to cry, this wasn’t a panic attack, it wasn’t a “swoon,” and I wasn’t going to come in my shorts either, though I liked this very, very much, especially when the arch of his foot lay on top of my foot.
172982.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დესერტის თეფშს დავხედე და შოკოლადის ნამცხვარზე მოსხმული ჟოლოს წვენი შევნიშნე. ვიღაც სიროფს არ იშურებდა, მიმატებდა, თითქოს ჭერიდან იღვრებაო... უეცრად მივხვდი, ცხვირიდან სისხლი მდიოდა.
When I looked at my dessert plate and saw the chocolate cake speckled with raspberry juice, it seemed to me that someone was pouring more and more red sauce than usual, and that the sauce seemed to be coming from the ceiling above my head until it suddenly hit me that it was streaming from my nose.
172983.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– Ghiaccio, ყინული, მაფალდა, per favore, presto, – ფრთხილად წამოვიძახე. თავს ვირწმუნებდი, საგანგაშო არაფერი დამმართნიამეთქი.
“Ghiaccio, ice, Mafalda, per favore, presto,” I said, softly, to show that I was in perfect control of the situation.
172984.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– დილით გორაზე ავედი. სულ ასე მომდის, – ბოდიში მოვუხადე სტუმრებს.
“I was up at the hill this morning. Happens all the time,” I said, apologizing to the guests.
172985.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სასადილო ოთახში ერთი ალიაქოთი ატყდა.
There was a scuffle of quick sounds as people rushed in and out of the dining room.
172986.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თვალები დავხუჭე.
I had shut my eyes.
172987.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თავი მოთოკე-მეთქი, ვიმეორებდი.
Get a grip, I kept saying to myself, get a grip.
172988.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სხეულმა გამყიდა.
Don’t let your body give the whole thing away.
172989.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ჩემი ბრალია? – მკითხა ოლივერმა, როცა სადილის შემდეგ ჩემს საძინებელში შემოვიდა.
“Was it my fault?” he asked when he stepped into my bedroom after lunch.
172990.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ ვუპასუხე.
I did not reply.
172991.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სულელი ვარ-მეთქი, ჩავიბურტყუნე. გაიღიმა და არაფერი თქვა.
“I’m a mess, aren’t I?” He smiled and said nothing.
172992.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ცოტა ხანს ჩამომიჯექი.
“Sit for a second.”
172993.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ლოგინზე მოკალათდა, თითქოს საშინელ ავარიაში მოყოლილ მეგობარს საავადმყოფოში მიაკითხა.
He sat at the far corner of my bed. He was visiting a hospitalized friend who was injured in a hunting accident.
172994.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– კარგად იქნები?
“Are you going to be okay?”
172995.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნუ ღელავ, გადამივლის, – წიგნებში ბევრი პერსონაჟის მსგავსი პასუხი წამიკითხავს.
“I thought I was. I’ll get over it.” I’d heard too many characters say the same thing in too many novels.
172996.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გაქცეულ სატრფოს გულს მოულბობ.
It let the runaway lover off the hook.
172997.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სახეს არ კარგავ.
It allowed everyone to save face.
172998.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჰაერში გამოკიდებული ღირსებასა და სიმამაცეს მოიკრებ.
It restored dignity and courage to the one whose cover had been completely blown.
172999.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მოდი, დაიძინე, – ყურადღებიანი მედდის ხმა დაიყენა, – აქვე ვიქნები, – ბავშვებს ასე ამშვიდებენ, დერეფანში შუქს დავტოვებთო, – თავს გაუფრთხილდი.
“I’ll let you sleep now.” Spoken like an attentive nurse. On his way out he said, “I’ll stick around,” the way people might say, I’ll leave the light on for you. “Be good.”
173000.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვცდილობდი ჩამძინებოდა, მაგრამ პატარა მოედნის ამბავი, პიავეს საბრძოლო ქანდაკებასა და გორაკზე ველოსიპედით ასვლას შორის გამომწყვდეული, შიში, სირცხვილი და ღმერთმა უწყის რა გრძნობები მერეოდა, ასობით ზაფხულისა და წლის წინანდელ მოგონებად მიბრუნდებოდა, თითქოს ქალაქში პირველი მსოფლიო ომის დროს პატარა ბავშვად გავედი, იქიდან კი ოთხმოცდაათი წლის დასახიჩრებულ მოხუცად დავბრუნდი, ამ საძინებელში გამომამწყვდიეს, სხვის ოთახში, რადგან ჩემი სივრცე ვიღაც ახალგაზრდას დაუთმეს, ჩემი თვალების სინათლეს!
As I tried to doze, the incident on the piazzetta, lost somewhere amid the Piave war memorial and our ride up thehill with fear and shame and who knows what else pressing on me, seemed to come back to me from summers and ages ago, as though I’d biked up to the piazzetta as a little boy before World War I and had returned a crippled ninety-year old soldier confined to this bedroom that was not even my own, because mine had been given over to a young man who was the light of my eyes.