მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173001.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემო მზერის სინათლევ, ვიმეორებდი, ჩემო ნათელო, ჩემი ცხოვრების შუქურავ, აი, ვინა ხარ – ჩემი ცხოვრების სინათლე.
The light of my eyes, I said, light of my eyes, light of the world, that’s what you are, light of my life.
173002.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ ვიცი, ეს შედარება საიდან მოვიტანე, სად ამოვიკითხე ეს სისულელე, მაგრამ ცრემლები წამსკდა, დამისველდა ბალიში, საბანაო ტრუსი; მინდოდა შემოსულიყო, თვალებზე ენის წვერით შემხებოდა და სევდა ჩაეკლა.
I didn’t know what light of my eyes meant, and part of me wondered where on earth had I fished out such claptrap, but it was nonsense like this that brought tears now, tears I wished to drown in his pillow, soak in his bathing suit, tears I wanted him to touch with the tip of his tongue and make sorrow go away.
173003.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ ვიცი, ფეხი რატომ დამადო.
I didn’t understand why he had brought his foot on mine.
173004.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
პასი ჩამიწოდა, თუ სოლიდარობა გამომიცხადა, მეგობრული შეტყობინება, შეყვარებულთა მსუბუქი ბიძგი, ერთად რომ აღარ არიან, თუმცა ურთიერთობას ინარჩუნებენ და ხანდახან კინოში დადიან?
Was it a pass, or a well-meaning gesture of solidarity and comradeship, like his chummy hug-massage, a lighthearted nudge between lovers who are no longer sleeping together but have decided to remain friends and occasionally go to the movies?
173005.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნუთუ მეუბნებოდა, არ დამვიწყებია, ეს მოგონება სულ ჩვენ შორის იქნება, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გამოგვივაო?
Did it mean, I haven’t forgotten, it’ll always remain between us, even though nothing will come of it?
173006.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სახლიდან გაქცევა მინდოდა.
I wanted to flee the house.
173007.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ერთი სული მქონდა, შემოდგომა დამდგარიყო და აქაურობას გავცლოდი.
I wanted it to be next fall already and be as far away as I could.
173008.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თავიდან ამომეგდო ეს ქალაქი, სულელური საცეკვაო მოედნითა და ახალგაზრდებით, რომლებთანაც საერთო ენას ვერასდროს გამოვნახავდი.
Leave our town with its silly Le Danzing and its silly youth no one in his right mind would wish to befriend.
173009.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მიმეტოვებინა მშობლები, ბიძაშვილები, ძმისშვილი, გაუთავებლად რომ მეჯიბრებოდნენ და საძაგელი საზაფხულო სტუმრები, ჩემი სართულის აბაზანას რომ იკავებდნენ.
Leave my parents and my cousins, who always competed with me, and those horrible summer guests with their arcane scholarly projects who always ended up hogging all the bathrooms on my side of the house.
173010.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნეტავ კიდევ რომ მენახა, რას ვიგრძნობდი?
What would happen if I saw him again?
173011.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სისხლი წამსკდებოდა, ავტირდებოდი, თუ ტრუსებში გავათავებდი?
Would I bleed again, cry, come in my shorts?
173012.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სხვასთან რომ ყოფილიყო, როგორც მაშინ, საცეკვაო მოედანზე?
And what if I saw him with someone else, ambling as he so often did at night around Le Danzing?
173013.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გოგონას ნაცვლად ბიჭი რომ აერჩია?
What if instead of a woman, it was a man?
173014.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თავის არიდება უნდა მესწავლა, ყველანაირი კავშირი გამეწყვიტა, როგორც ნევროლოგს, ნერვებს ერთმანეთს სათითაოდ რომ აცილებს, ფიქრით დამძიმებულ კვანძებს ხსნის; ბაღში არასდროს გავალ, მოვეშვები თვალთვალს, გადავეჩვევი ღამით ქალაქში გასეირნებას, შეპყრობილივით ნელ-ნელა, ყოველდღიურად, საათობრივად, წუთებით, წამებით ვისწავლი მისგან შორს ყოფნას.
I should learn to avoid him, sever each tie, one by one, as neurosurgeons do when they split one neuron from another, one thought-tormented wish from the next, stop going to the back garden, stop spying, stop heading to town at night, wean myself a bit at a time each day, like an addict, one day, one hour, one minute, one slop-infested second after the other.
173015.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
წინ ვერაფერი დამიდგება.
It could be done.
173016.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვხვდებოდი, ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ ეწერა.
I knew there was no future in this.
173017.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვთქვათ, საღამოს საძინებელში შემოვიდა.
Supposing he did come into my bedroom tonight.
173018.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უარესი, ვთქვათ, ერთი-ორი ჭიქა გადავკარი და მის ოთახში შევაბიჯე და პირდაპირ სახეში მივახალე, გული გადაგიშალე, ოლივერ: ოლივერ, მინდა შენი გავხდე.
Better yet, supposing I had a few drinks and went into his and told him the plain honest truth square in your face, Oliver: Oliver, I want you to take me.
173019.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
წინააღმდეგი არ ვიქნები...
Someone has to, and it might as well be you.
173020.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შესწორება: მინდა, დამეუფლო.
Correction: I want it to be you.