მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173061.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ სულ არ მოვეწონო?
What if he doesn’t like it at all?
173062.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უნდა სცადოს! სხვა გზა არ აქვს. და რომ ეწყინოს?
He’ll just have to try, then. What if he gets really upset and offended?
173063.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გაეთრიე, ავადმყოფო, ცოდვილო, არანორმალურო ნაბოზარო!
“Get out, you sick, wretched, twisted piece of shit.”
173064.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
კოცნისას მივხვდი, შეიძლება უეცრად გული აეცრუებინა. ფეხის დადებაზე არაფერს ვამბობ... ტერფი...
The kiss was proof enough he could be pushed that way. To say nothing of the foot? The foot.
173065.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბოლოს ასეთი შეგრძნება მაშინ კი არ გამიჩნდა, როცა ტუჩებში მაკოცა, არამედ მხარი რომ დამიზილა.
The last time he’d brought out such a reaction in me was not when he’d kissed me but when he’d pressed his thumb into my shoulders.
173066.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არა, გამახსენდა! როცა ოთახში შემოიპარა და მძინარეს დამაწვა, მე კი თავი მოვიმძინარე.
No, there’d been another time yet. In my sleep, when he came into my bedroom and lay on top of me, and I pretended to be asleep.
173067.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
კიდევ ერთი შესწორება: ძილში ერთადერთხელ ამოვიოხრე, რომ მენიშნებინა, არ წახვიდე, არ გაჩერდე, მაგრამ არსად თქვა, რომ ჩანაფიქრს მიგიხვდი-მეთქი.
Correction there again: in my sleep I’d heaved ever so slightly, just enough to tell him, Don’t leave, you’re welcome to go on, just don’t say I knew.
173068.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საღამოს, გამოღვიძებულს, საშინლად მომინდა იოგურტი.
When I awoke later that afternoon, I had an intense desire for yogurt.
173069.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბავშვობის მოგონებები.
Childhood memories.
173070.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სამზარეულოში ჩასულს მაფალდა დამხვდა, დიდი ხნის წინ დარეცხილ ფაიფურის ჭურჭელს კარადაში ზანტად ალაგებდა.
I went to the kitchen and foundMafalda lazily stowing away the china, which had been washed hours earlier.
173071.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ალბათ, სადილის შემდეგ წაუძინა და ახლა გამოფხიზლდა.
She must have napped too, and just awakened.
173072.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ხილის ჯამიდან მოზრდილი ატამი ამოვარჩიე და კურკის ამოცლა დავუპირე.
I found a large peach in the fruit bowl and began to pare it.
173073.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდოდა ატამი შუაზე გამეჭრა, მერე კიდევ ერთხელ გადამესერა, დამექუცმაცებინა, ვიდრე ატომებად არ იქცეოდა.
I wanted to slice it and then cut the pieces into smaller pieces, and the smaller pieces into yet smaller ones. Till they became atoms.
173074.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თერაპია.
Therapy.
173075.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბანანზე გადავედი, ნელა გავფცქვენი, ნაზად დავჭერი და დავანაკუწე.
Then I picked a banana, peeled it ever so slowly, and then proceeded to slice it into the thinnest slices, which I then diced.
173076.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მერე გარგარი.
Then an apricot.
173077.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მსხალი.
A pear.
173078.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ფინიკი.
Dates.
173079.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაცივრიდან იოგურტის მოზრდილი ქვაბი გამოვიღე, ხილს დავასხი და ბლენდერით ავთქვიფე.
Then I took the large container of yogurt from the refrigerator and poured its contents and the minced fruit into the blender.
173080.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შეფერილობისთვის, ბაღში დაკრეფილი რამდენიმე მარწყვი დავამატე.
Finally, for coloring, a few fresh strawberries picked from the garden.