მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173081.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როგორ მომწონდა ეს ხმა...
I loved the purr of the blender.
173082.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაფალდა ასეთ ნუგბარს მიჩვეული არ იყო, მაგრამ სამზარეულოში ტრიალს არ მიშლიდა, როგორც პატარა ბავშვს, ბევრი უბედურება რომ გადაიტანა.
This was not a dessert she was familiar with. But she was going to let me have my way in her kitchen without interfering, as if humoring someone who’d been hurt enough already.
173083.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ძუკნა! ყველაფერს ხვდებოდა.
The bitch knew.
173084.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ალბათ ფეხიც შენიშნა.
She must have seen the foot.
173085.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თვალს არ მაშორებდა, ვენების გადაჭრა რომ მომდომებოდა, დანას წამში წამართმევდა.
Her eyes followed me every step of the way as if ready to pounce on my knife before I slit my veins with it.
173086.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჯადოსნური საწამლავი მოვამზადე, მაღალ ჭიქაში ჩამო ვასხი და საწრუპი ისე ჩავაგდე, თითქოს შუბი იყო. შემდეგ შიდა ეზოში გავედი.
After blending my concoction, I poured it into a large glass, aimed a straw into it as if it were a dart, and proceeded toward the patio.
173087.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გზად სასტუმრო ოთახში შევიარე და მონეს ნახატების მოზრდილი წიგნი ავიღე.
On my way there, I stepped into the living room and took out the large picture book of Monetreproductions.
173088.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
კიბესთან პატარა სკამზე დავდე.
I placed it on a tiny stool by the ladder.
173089.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერს არ გავეკარები.
I wouldn’t show him the book.
173090.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აი, აქ დავტოვებ!
I’d just leave it there.
173091.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყველაფერს მიხვდება.
He’d know.
173092.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ეზოში დედა შევნიშნე. ქალაქ ს.-იდან ჩამოსულ ორ ქალბატონს ბრიჯს ეთამაშებოდა.
On the patio, I saw my mother having tea with two sisters who had come all the way from S. to play bridge.
173093.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეოთხე სტუმარს ელოდნენ.
The fourth player was due to arrive any minute.
173094.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ავტოფარეხში ქალების მძღოლი მანფრედისთან ფეხბურთის მატჩს არჩევდა.
In the back, from the garage area, I could hear their driver discussing soccer players with Manfredi.
173095.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სასმელი ეზოს მეორე მხარეს გავიტანე, შეზლონგი გავშალე და მზის ჩასვლამდე ვიწექი.
I brought my drink to the far end of the patio, took out a chaise longue, and, facing the long balustrade, tried to enjoy the last half hour of full sun.
173096.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყველაზე მეტად დღის ეს ნაწილი მიყვარდა, მწუხრის ჩამოდგომა.
I liked to sit and watch the waning day spread itself out into pre-dusk light.
173097.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ასეთ დროს საბანაოდ წასვლაა კარგი, ან წიგნის კითხვა.
This was when one went for a late afternoon swim, but it was good to read then as well.
173098.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მსიამოვნებდა, რომ კარგად გამოვიძინე.
I liked feeling so rested.
173099.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ წინაპრები არ ცდებოდნენ, როცა ამბობდნენ: ხანდახან სხეულიდან სისხლი უნდა გდიოდესო.
Maybe the ancients were right: it never hurt to be bled from time to time.
173100.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუ ხასიათი არ გამიფუჭდება, მოგვიანებით პრელუდიებსა და ფუგებს დავუკრავ, შეიძლება ბრამსის „ფანტაზიაც“ შევასრულო.
If I continued to feel this way, later I might try to play one or two preludes and fugues, maybe a fantasy by Brahms.