მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173121.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არა, გმადლობ, ავად ვარ-მეთქი.
No, thank you, I’ve been sick.
173122.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სასწრაფოდ გავეცალე და მოზრდილ ქვის ლოდთან მივედი, მივაშტერდი, მერე კი ზღვას გავხედე, რომელიც მზის სხივებს ისე აქტიურად მიბრუნებდა, როგორც მონეს ნახატებშია.
I left them alone and ambled toward the large rock, stared at it for a while, and then looked out to the sea, which seemed to aim a rippling shaft of sunlight on the water directly toward me, as in a Monet painting.
173123.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თბილ წყალში შევედი.
I stepped into the warm water.
173124.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უბედური არ ვიყავი.
I was not unhappy.
173125.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდოდა, ვინმე მყოლოდა.
I wanted to be with someone.
173126.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუმცა, გული არ მწყდებოდა, მარტო რომ ჩამოვედი.
But it didn’t trouble me that I was alone.
173127.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიმინიმ მომიკითხა. ალბათ პლაჟზე მეგობრებმა ჩამოიყვანეს.
Vimini, who must have been brought there by one of theothers, said she heard I’d been unwell.
173128.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ორი ავადმყოფი, – წამოიწყო მან...
“We sick ones—,” she began.
173129.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ხომ არ იცი, ოლივერი სად წავიდა? – გავაწყვეტინე მე.
“Do you know where Oliver is?” I asked.
173130.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არა. ვიფიქრე, ანკისესთან ერთად სათევზაოდ გაეშურა. – ანკისე?
“I don’t know. “With Anchise? I thought he went fishing with Anchise.”
173131.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გაგიჟდა?!
He’s crazy!
173132.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ერთხელ კინაღამ მოკვდა.
He almost got killed the last time.
173133.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიმინის პასუხი არ გაუცია.
No response.
173134.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ზღვაში ჩაცურებულ მზეს უყურებდა.
She was looking away from the setting sun.
173135.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მოგწონს?
“You like him, don’t you?”
173136.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ჰო, – ვთქვი მე.
“Yes,” I said.
173137.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– იმასაც მოსწონხარ. იმაზე მეტად, ვიდრე შენ გგონია.
“He likes you too—more than you do, I think.”
173138.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ასე ფიქრობ-მეთქი?
Was this her impression?
173139.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერმა მითხრაო.
No, it was Oliver’s.
173140.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როდის გითხრა-მეთქი?
When had he told her?