მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173181.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მთხოვა, გვერდით მომიჯექიო.
She asked me to sit next to her.
173182.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერის სკამი ცარიელი იყო.
Oliver’s seat was empty.
173183.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დედამ დაიჩივლა, გავეფრთხილებინეთ მაინცო.
My mother complained that he should at least have let us know he wasn’t coming for dinner.
173184.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მამამ თქვა, ნავის ბრალი იქნებაო; ნეტავ დავშალოთ და აღარ გამოვიყენოთო. ნავით არ წასულა-მეთქი.
Father said it might be the boat’s fault again. That boat should be totally dismantled. But the boat was downstairs, I said.
173185.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ალბათ მთარგმნელთან შეყოვნდა. ვინ მითხრა, სინიორა მილანისთან არის წასასვლელიო? – იკითხა დედამ.
“Then it must be the translator. Who was it who told me he needed to see the translator this evening?” asked my mother.
173186.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აღელვება არ უნდა შემამჩნიონ.
Must not show anxiety.
173187.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თითქოს ფეხებზე მკიდია.
Or that I cared.
173188.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დამშვიდდი.
Stay calm.
173189.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ მინდა, სისხლი წამომივიდეს.
I didn’t want to bleed again.
173190.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ფეხი მიწაზე რომ დავდგა და როგორც კოსმოსური ხომალდი იძახებს დახმარებას, ან ნათესავები მიცვალებულის სულს, მისი ტერფები იქ დამხვდება? – შენი ძახილი მომესმა. აქ ვარ, შემეხე.
If I put my foot on the floor and pretend that his is just behind the leg of the table, will that foot, like a starship that has turned on its cloaking device, like a ghost summoned by the living, suddenly materialize from its dimple in space and say, I know you’ve beckoned. Reach and you’ll find me?
173191.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დედას მეგობარმა ბოლო წამს ჩვენთან დარჩენა გადაწყვიტა. იმ სკამზე დასვეს, სადილის დროს მე რომ ვიჯექი.
Before long, my mother’s friend, who, at the last minute, decided to stay for dinner, was asked to sit where I’d sat at lunch.
173192.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერს ადგილი აღარ დარჩა.
Oliver’s place setting was instantly removed.
173193.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისი წარმოსახვა ისე მარტივად გაქრა, თითქოს გადამწვარი ნათურა გამოვცვალე, ან იმ ყელგამოჭრილი ცხვრის ნაწლავები გადავრეცხე, შინაურ ცხოველად რომ ვზრდიდი, ან ლოგინს ქვეშაგები ავაცალე, სადაც მიცვალებულს ეძინა.
The removal was performed summarily, without a hint of regret or compunction, the way you’d remove a bulb that was no longer working, or scrape out the entrails of a butchered sheep that had once been a pet, or take off the sheets and blankets from a bed where someone had died.
173194.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აიღე, მომაშორე, აღარ დამანახვო.
Here, take these, and remove them from sight.
173195.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თვალს არ ვაცილებდი მის დანა-ჩანგალს, ხელსახოცს, თითქოს ერთიანად გაქრა.
I watched his silverware, his place mat, his napkin, his entire being disappear.
173196.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მივხვდი, თვეზე ნაკლებ დროში ასეც მოხდებოდა.
It presaged exactly what would happen less than a month from now.
173197.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაფალდას თვალს ვერ ვუსწორებდი.
I did not look at Mafalda.
173198.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ეზიზღებოდა, ხალხი გადაწყვეტილებას ბოლო წამს რომ იღებდა.
She hated these last-minute changes at the dinner table.
173199.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერზე, დედაჩემსა თუ მთელ სამყაროზე უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი.
She was shaking her head at Oliver, at my mother, at our world.
173200.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ალბათ, ჩემზეც.
At me too, I suppose.