მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173161.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოთახში ავედი და აივნიდან მისი საძინებლის ფანჯარა მოვსინჯე.
I went up to my room and from my balcony tried to make my way through the French windows of his room.
173162.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დაკეტილი დამიხვდა.
They were shut.
173163.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საწოლზე მიგდებული საცურაო ტრუსი შევნიშნე, სადილზე რომ ეცვა.
All I saw through the glass was the shorts he had been wearing at lunch.
173164.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გავიხსენე.
I tried to remember.
173165.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სწორედ ეს ეცვა, როცა საძინებელში შემოვიდა და დამპირდა, აქვე ვიქნებიო.
He was wearing a bathing suit whenhe came into my bedroom that afternoon and promised to stick around.
173166.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აივნიდან გავიხედე და თვალით ნავი მოვძებნე. იქნებ წყალში შეცურა?
I looked out of the balcony hoping to spot the boat, in case he had decided to take it out again.
173167.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არა, სანაპიროზე იყო დაბმული.
It was moored to our wharf.
173168.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ქვემოთ ჩავედი. მამა ფრანგ ჟურნალისტთან ვახშმობდა.
When I came downstairs, Father was having cocktails with a reporter from France.
173169.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ პიანინოზე რამე დაგვიკრაო, მთხოვა.
Why don’t you play something? he asked.
173170.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დილით ისეთი რაღაც გავბედე, თავისუფლად შემეძლო აზრი გამომეხატა.
Having finally crossed a major barrier this morning, it seemed I could openly express the petty stuff that was on my mind right now.
173171.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაფალდამ გამოაცხადა, ვახშამი მზად არისო.
Mafalda announced dinner.
173172.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ადრე არ არის? – ვიკითხე მე.
“Isn’t it too early for dinner?” I asked.
173173.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რვა საათია.
“It’s past eight.”
173174.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დედაჩემი ერთ-ერთ ქალბატონს მანქანამდე აცილებდა.
My mother was escorting one of her friends who had come by car and had to leave.
173175.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მესიამოვნა, როცა შევნიშნე, ფრანგი სტუმარი სავარძლის კიდეზე როგორ იჯდა, თითქოს არ იმჩნევდა, მაგიდასთან გადასაჯდომად მზად რომ იყო.
I was grateful that the Frenchman was sitting on the edge of his armchair, as though on the verge of standing up to be shown to the dining room, yet still sitting down, not budging.
173176.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ცარიელი ჭიქა ორივე ხელით ეჭირა. მამამ ჰკითხა, ოპერის შემოდგომის სეზონზე რას ფიქრობო, ჟურნალისტმა დინჯად უპასუხა.
He was holding an empty glass in both hands, forcing my father, who had just asked him what he thought of the upcoming opera season, to remain seated while he finished answering him.
173177.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვახშამმა ხუთი-ათი წუთით გადაიწია.
Dinner was pushed back by another five to ten minutes.
173178.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერი როცა აგვიანებდა, პირდაპირ თავის ოთახში ადიოდა ხოლმე.
If he was late for dinner, he wouldn’t eat with us.
173179.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდოდა, ვახშამზე აუცილებლად ჩვენთან ყოფილიყო.
I didn’t want him to have dinner anywhere but with us tonight.
173180.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მოდით, დავსხდეთ, – განაცხადა დედაჩემმა.
“We’ll sit down,” said my mother.