მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173281.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აბაზანაში წყალი მოთქრიალებდა. მგონი მთელი საათი გავიდა.
Outside, I could hear the water running in the bathroom, hours and hours seemed to have gone by since he’d gone to take a bath.
173282.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შხაპის ხმა არ იყო, უნიტაზი ჩაირეცხა.
No, not the shower, but the flushing of the toilet.
173283.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გაფუჭებული მოწყობილობა ღამით გაუთავებლად ივსებოდა და იცლებოდა.
It didn’t always work and would periodically empty itself when it was just about to overflow, only to refill and be emptied, again and again, all through the night.
173284.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აივანზე რომ გავედი, ზღვის მოლურჯო კონტურები შევნიშნე და მივხვდი, თენდებოდა.
When I stepped out onto the balcony and made out the delicate light blue outline of the sea, I knew it was already dawn.
173285.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რამდენიმე საათში კიდევ გამეღვიძა.
I woke up again an hour later.
173286.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საუზმეზე, როგორც წესი, მისი არსებობა აინუნში არ ჩამიგდია.
At breakfast, as was our habit, I pretended not even to be aware of him.
173287.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
პირველად დედაჩემმა წამოიძახა, რა გადაღლილი ხარო!
It was my mother who, on looking at him, first exclaimed, just look how gaunt you look!
173288.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეტსახელების მიუხედავად, ოლივერს ყოველთვის აღმატებით ხარისხში მიმართავდა.
Despite her bluff remarks she continued using the formal address when speaking to Oliver.
173289.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მამამ ამოიხედა, მერე გაზეთის კითხვა განაგრძო: – იმედი მაქვს, წუხელ ბევრი მოიგე.
My father looked up and continued reading the paper.
173290.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერმა მოხარშულ კვერცხს ჩაის კოვზი უხეიროდ ჩაუკაკუნა; მაინც ვერ ისწავლა.
Oliver cracked open the top of his soft-boiled egg by tapping it with the flat of his teaspoon. He still hadn’t learned.
173291.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არასდროს ვაგებ, პროფესორო.
“I never lose, Pro.”
173292.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– შენი საქციელი თუ მოსწონს?
“Does your father approve?”
173293.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ჩემი ფული მაქვს. მოსამზადებელი კურსებიც ჩემით გავიარე. ვერ დამიშლის.
“I pay my own way. I’ve paid my way since prep school. My father couldn’t possibly disapprove.”
173294.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როგორ მშურდა.
I envied him.
173295.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ბევრი დალიე?
“Did you have a lot to drink last night?”
173296.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ჰო... დავლიე და, – არ დაასრულა ოლივერმა.
“That—and other things.”
173297.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
პურზე კარაქს უსვამდა.
This time he was buttering his bread.
173298.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ამის მოსმენა არ მინდა, – უპასუხა მამამ.
“I don’t think I want to know,” said my father.
173299.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არც მამაჩემს. სიმართლე გითხრათ, წინა ღამის დავიწყება მინდა.
“Neither does my father. And to be perfectly frank, I don’t think I care to remember myself.”
173300.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემ გასაგონად ამბობდა?
Was this for my benefit?