მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173341.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყველაზე მეტად ის მიყვარდა, როცა ყველა, მოგვიანებით შემოსწრებული ვიმინისა და მაფალდას ჩათვლით, სასტუმრო ოთახის კართან თავისი „ადგილი“ რომ ჰქონდა, ეკრანს რომ ეჩხუბებოდა, დასასრულის გამოცნობას ცდილობდა, ბრაზობდა და ყვე ლაფერს ლანძღავდა: ამბავს, მსახიობებს, პერსონაჟებს.
The best part was how everyone, including Vimini, who wandered in, and Mafalda,who had her “seat” near the door of the living room, talked back to every scene, predicted its end, by turns outraged by and derisive of the stupidity of the story, the actors, the characters.
173342.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მის ადგილას როგორ მოიქცეოდი?
Why, what would you have done in her place?
173343.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მივატოვებდი.
I would have left him, that’s what.
173344.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შენ რას იტყვი, მაფალდა?
And you, Mafalda?
173345.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემი აზრით, ქალი პირველივე თხოვნაზე უნდა დასთანხმებოდა, ზედმეტი მანჭვა-გრეხის გარეშე.
Well, in my opinion, I think she should have accepted him the first time he asked and not shilly-shallied so long.
173346.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეც ამას ვამბობ!
My point exactly!
173347.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყველაფრის ღირსია. ზუსტად.
She got what was coming to her. That she did.
173348.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ხელი ერთხელ შეგვიშალეს.
We were interrupted only once.
173349.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამერიკიდან რეკავდნენ.
It was a phone call from the States.
173350.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერს გრძელი სატელეფონო საუბრები არ სჩვეოდა.
Oliver liked to keep his telephone conversations extremely short, curt almost.
173351.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გავიგონეთ, ყურმილში როგორ ჩასძახა: „დროებით!“ დაკიდა, ოთახში დაბრუნდა და იკითხა, რა გამოვტოვეო.
We heard him utter his unavoidable Later!, hang up, and, before we knew it, he was back asking what he’d missed.
173352.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დანარჩენები ერთხმად აყაყანდნენ, მათ შორის მამაც, რომელიც მაფალდასგან განსხვავებულ სიუჟეტს ჰყვებოდა.
Everyone volunteered to fill him in on the plot at the same time, including my father, whose version of what Oliver had missed was less accurate than Mafalda’s.
173353.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გაგვეცინა.
Much laughter.
173354.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მოგვიანებით, დრამატულ სცენას გაფაციცებულები რომ მივჩერებოდით, სასტუმრო ოთახში ანკისე შემოვიდა. ძველისძველი, სველი მაისურის კალთები ჩამოიწია და საღამო ხანს დაჭერილი გიგანტური ზღვის ქორჭილა გვანახა. ცხადი იყო, მეორე დღეს სადილსა და ვახშამზე რასაც მივირთმევდით.
At some point, while we were intently focused on the high drama, Anchise walked into the living room and, unrolling a soaking old T-shirt, produced the evening’s catch: a gigantic sea bass, instantly destined for tomorrow’s lunch and dinner, with plenty for everyone who cared to join in.
173355.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მამამ ყველას ცოტა გრაპა ჩამოგვისხა, მათ შორის – ვიმინისაც.
Father decided to pour some grappa for everyone, including a few drops for Vimini.
173356.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იმ ღამეს ყველანი ადრე დავწექით.
That night we all went to bed early.
173357.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ერთიანად მოვიქანცეთ.
Exhaustion was theorder of the day.
173358.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ალბათ, ღრმად ჩამეძინა, რადგან გაღვიძებულმა აღმოვაჩინე, რომ საუზმე დასრულებული ჰქონდათ.
I must have slept very soundly, because when I awoke they were already removing breakfast from the table.
173359.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერი მინდორზე იწვა, ლექსიკონი მარცხენა მხარეს ედო, მკერდის ქვეშ მოყვითალო ბლოკნოტი ამოედო.
I found him lying on the grass with a dictionary to his left and a yellow pad directly under his chest.
173360.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იმედი მქონდა, გამოუძინებელი იქნებოდა, ან გუშინდელივით კარგ ხასიათზე დამხვდებოდა.
I was hoping he’d look gaunt or be in the mood he’d been in all day yesterday.