მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173301.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისმინე, არასდროს არაფერი გამოგვივა და რაც უფრო მალე შეიგნებ, მით უკეთესიო.
Look, there’s never going to be anything between us, and the sooner you get it through your head, the better of we’ll all be.
173302.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ეშმაკური პოზიცია აირჩია.
Or was it all diabolical posturing?
173303.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როგორ მშურს იმ ადამიანების, თავიანთ ნაკლზე ისე რომ ლაპარაკობენ, თითქოს შორეულ ნათესავებს იხსენებენ, თავიდან რომ ვერ მოიშორებ და ურთიერთობას ეგუებიო.
How I admired people who talked about their vices as though they were distant relatives they’d learned to put up with because they couldn’t quite disown them.
173304.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
„დავლიე და... წინა ღამის დავიწყება მინდა, ისე კარგად ვიცნობ ჩემს თავს“ – ოლივერი იმ სამყაროზე მიანიშნებდა, ყველასთვის ღია რომ იყო, ჩემ გარდა.
That and other things. I don’t care to remember—like I know myself —hinted at a realm of human experience only others had access to, not I.
173305.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როგორ მინდოდა, ერთ დღეს მეც ასე თავისუფლად მეთქვა, არ მაინტერესებს წინა ღამით რა ჩავიდინე-მეთქი.
How I wished I could say such a thing one day—that I didn’t care to remember what I’d done at night in full morning glory.
173306.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნეტავ შხაპში სხვა რა მიზნით შედიან?
I wondered what were the other things that necessitated taking a shower.
173307.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მოდუნებული სხეული უნდა გამოაფხიზლო?
Did you take a shower to perk yourself up because your system wouldn’t hold up otherwise?
173308.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დავიწყებას რომ მიეცე? წინა ღამის სიბინძურე და დაცემა ჩამოირეცხო?
Or did you shower to forget, to wash away all traces of last night’s smut and degradation?
173309.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არა! მასპინძლებს საშინელი თვისებები გაუზიარო და მაფალდას ართრიტიანი თითებით დაწურული გარგარის წვენი მიაყოლო, მერე კი პირი გააწკლაპუნო!
Ah, to proclaim your vices by shaking your head at them and wash the whole thing down with apricot juice freshly prepared by Mafalda’s arthritic fingers and smack your lips afterward!
173310.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მოგებულ ფულს ინახავ?
“Do you save your winnings?”
173311.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ვინახავ და ინვესტიციებში ვდებ, პროფესორო.
“Save and invest, Pro.”
173312.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ნეტავ შენს ასაკში შენი ტვინი მქონოდა. ბევრ სისულელეს ავიცილებდი თავიდან, – თქვა მამაჩემმა.
“I wish I’d had your head at your age; I would have spared myself many mistaken turns,” said my father.
173313.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– თქვენ და შეცდომები? ვერ წარმომიდგენია.
“You, mistaken turns, Pro? Frankly, I can’t picture you even imagining a mistaken turn.”
173314.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ადამიანად არ აღმიქვამ. შენთვის მხოლოდ ფიგურა ვარ.
That’s because you see me as a figure, not a human being.
173315.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უარესი: მოხუცი ფიგურა.
Worse yet: as an old figure.
173316.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იყო, ბევრი იყო...
But there were.
173317.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შეცდომები, რა თქმა უნდა.
Mistaken turns, that is.
173318.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყველა გადის ამ პერიოდს: traviamento, როცა რაღაც არასწორი ვთქვით, ან ცხოვრების სხვა გზა ავირჩიეთ, სხვა via.
Everyone goes through a period of traviamento —when we take, say, a different turn in life, the other via.
173319.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დანტესაც დაემართა.
Dante himself did.
173320.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ზოგიერთი ჭრილობებს მოიშუშებს, დანარჩენები თავს იტყუებენ, ან უკან დასაბრუნებელ გზას ვერ პოულობენ, ნაბიჯის გადადგმის ეშინიათ, სხვები კი შეცდომების დაშვების შიშით არასწორად ცხოვრობენ.
Some recover, some pretend to recover, some never come back, some chicken out before even starting, and some, for fear of taking any turns, find themselves leading the wrong life all life long.”