მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173321.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დედაჩემმა ლამაზად ამოიოხრა. შეგვატყობინა, საუბარი მალე დიდებული კაცის ლექციაში გადაიზრდებაო.
My mother sighed melodiously, her way of warning present company that this could easily turn into an improvised lecture from the great man himself.
173322.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერმა მეორე კვერცხი გატეხა.
Oliver proceeded to crack another egg.
173323.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამოღამებული თვალები ჰქონდა.
He had big bags under his eyes.
173324.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მართლა დაღლილს ჰგავდა.
And he did look gaunt.
173325.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ხანდახან traviamento ცხოვრების სწორ გზად იქცევა, პროფესორო. ერთ-ერთ სწორ გზად.
“Sometimes the traviamento turns out to be the right way, Pro. Or as good a way as any.”
173326.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მამაჩემმა სიგარეტს მოუკიდა და თავი მძიმედ დაიქნია. ამ ამბების კარგად არ გამეგება, მაგრამ მზად ვარ, მოგისმინოო.
My father, who was already smoking at this point, nodded pensively, his way of signifying that he was not an expert on such matters and was more than willing to yield to those who were.
173327.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– შენს ასაკში არაფერი ვიცოდი. დღეს ყველამ ყველაფერი იცის და ენას არ აჩერებენ. გაუთავებელი ლაპარაკი...
“At your age I knew nothing. But today everyone knows everything, and everyone talks, talks, talks.”
173328.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მგონი, ოლივერს ეძინება.
“Perhaps what Oliver needs is sleep, sleep, sleep.”
173329.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– გპირდებით, სინიორა პ., ამაღამ არც პოკერის სათამაშოდ წავალ, არც დავლევ.
“Tonight, I promise, Signora P., no poker, no drinking.
173330.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სუფთა ტანსაცმელს მოვირგებ, ნაშრომს გადავხედავ და ვახშმის შემდეგ ტელევიზორს ვუყუროთ, ან კანასტა ვითამაშოთ, როგორც მოხუცებმა პატარა იტალიაში.
I’ll put on clean clothes, go over my manuscript, and after dinner we’ll all watch TV and play canasta, like old folks in Little Italy.
173331.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მანამდე, – ღიმილით დააყოლა, – მილანისთან მაქვს საქმე.
“But first,” he added, with something of a smirk on his face, “I need to see Milani for a short while.
173332.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუმცა ამაღამ, პირობას ვდებ, რივიერაზე ყველაზე დამჯერი ბიჭი ვიქნები.
But tonight, I promise, I’ll be the best-behaved boy on the whole Riviera.”
173333.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ასეც მოხდა.
Which was what happened.
173334.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ქალაქ ბ.-დან დაბრუნების შემდეგ, „მწვანე“ ოლივერი გახდა, ვიმინის ასაკის ბიჭუნა, თბილი და უმიზეზო.
After a brief escape to B., he was the “green” Oliver all day, a child no older than Vimini, with all her candor and none of her barbs.
173335.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყვავილების მაღაზიიდან უზარმაზარი თაიგული გამოიწერა.
He also had an enormous selection of flowers sent from the local flower shop.
173336.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– გადაირიე?! – შეიცხადა დედამ.
“You’ve lost your mind,” my mother said.
173337.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სადილის შემდეგ თქვა, თვალს მოვატყუებო.
After lunch, he said he would take a nap—the first, and last, during his entire stay with us.
173338.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩვენთან სტუმრობის განმავლობაში მხოლოდ იმ შუადღეს ეძინა. ხუთი საათისთვის ადგა. იფიქრებდით, ათი წლით გაახალგაზრდავდაო: აწითლებული ლოყები, მშვიდი მზერა, ახალგაზრდული ენერგია.
And indeed he did nap, because when he woke up at around five, he looked as flush as someone who had lost ten years of his life: ruddy cheeks, eyes all rested, the gauntness gone.
173339.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემი ასაკის გეგონებოდათ.
He could have passed for my age.
173340.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როგორც შევთანხმდით, საღამოს დავსხედით (სტუმრები არ გვყოლია) და სატელევიზიო რომანებს ვუყურეთ.
As promised, that night we all sat down—there were no guests —and watched television romances.