მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173361.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაგრამ უკვე საქმეში იყო ჩაფლული.
But he was already hard at work.
173362.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მყუდროების დარღვევა მომერიდა.
I felt awkward breaking the silence.
173363.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვერც ძველებურად უყურადღებოდ დავტოვებდი, იმიტომ რომ ორი დღის წინ მითხრა, მაგ როლის მორგება აღარ გაგივაო.
I was tempted to fall back on my habit of pretending not to notice him, but that seemed hard to do now, especially when he’d told me two days earlier that he’d seen through my little act.
173364.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნეტავ რა შეიცვლებოდა, ძველებურად უყურადღებოდ რომ დაგვეტოვებინა ერთმანეთი?
Would knowing we were shamming change anything between us once we were back to not speaking again?
173365.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ალბათ, არაფერი.
Probably not.
173366.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნაპრალს გავაღრმავებდით, რადგან დიდი სისულელე იქნებოდა, დაგვევიწყებინა, ერთმანეთს გრძნობებში რომ გამოვუტყდით.
It might dig the ditch even deeper, because it would be difficult for either of us to believe we were stupid enough to pretend the very thing we’d already confessed was a sham.
173367.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თავს ვერ შევიკავებდი: – მთელი ღამე გელოდი, – დედაჩემს ვგავდი, სახლში გვიან დაბრუნებულ მამას რომ ხვდებოდა.
But I couldn’t hold back. “I waited for you the other night.” I sounded like my mother reproaching my father when he came home inexplicably late.
173368.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ მეგონა, ასეთი ფიცხი თუ ვიყავი.
I never knew I could sound so peevish.
173369.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ქალაქში რატომ არ ჩამოხვედი?
“Why didn’t you come into town?” came his answer.
173370.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არ ვიცი.
“Dunno.”
173371.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მშვენიერი დრო ვატარეთ. მოგეწონებოდა. გამოიძინე?
“We had a nice time. You would have too. Did you rest at least?”
173372.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ვშფოთავდი, მაგრამ კარგი იყო.
“In a way. Restless. But okay.”
173373.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ქაღალდს მიუბრუნდა და ბუტბუტი განაგრძო, თითქოს მაჩვენა, საქმეში ვარ ჩაფლულიო.
He was back to staring at the page he had just beenreading and was mouthing the syllables, perhaps to show his mind was very focused on the page.
173374.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– დღესაც აპირებ წასვლას?
“Are you headed into town this morning?”
173375.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვხვდებოდი, ხელს ვუშლიდი და ჩემს თავზე ბრაზი მომდიოდა.
I knew I was interrupting and hated myself.
173376.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– შეიძლება. სხვა დროს...
“Later, maybe.”
173377.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რატომ ვერ ვხვდებოდი?!
I should have taken the hint, and I did.
173378.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დაჯერება არ მინდოდა, რომ ადამიანს ასე სწრაფად შეუძლია გამოცვლა.
But part of me refused to believe anyone could change so soon.
173379.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ქალაქში წასვლას ვაპირებდი.
“I was going to head into town myself.”
173380.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– გასაგებია.
“I see.”