მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173381.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ჩემი გამოწერილი წიგნი ჩამომივიდა. დილით წიგნის მაღაზიაში გავივლი.
“A book I ordered has finally arrived. I’m to pick it up at the bookstore this morning.”
173382.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რა წიგნი? – არმანსი.
“What book?” “Armance.”
173383.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– თუ გინდა, მე წამოგიღებ.
“I’ll pick it up for you if you want.”
173384.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შევხედე.
I looked at him.
173385.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თავი პატარა ბავშვი მეგონა, რომელიც მშობლებს სათამაშოების მაღაზიაში წაყვანას ეხვეწება.
I felt like a child who, despite all manner of indirect pleas and hints, finds himself unable to remind his parents they’d promised to take him to the toy store.
173386.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დამალობანას თამაშს აზრი არ ჰქონდა.
No need beating around the bush.
173387.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ვიფიქრე, ერთად წავიდოდით.
“It was just that I was hoping we’d go together.”
173388.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– როგორც ორი დღის წინ? – დაამატა მან, თითქოს ხვდებოდა, წინადადების დასრულება რომ მიჭირდა, მაგრამ ვერაფრით მეხმარებოდა. ისე იქცეოდა, თითქოს ის დღე გონებიდან ამოირეცხა.
“You mean like the other day?” he added, as though to help me say what I couldn’t bring myself to say, but making things no easier by pretending to have forgotten the exact day.
173389.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– დარწმუნებული ვარ, უწინდებურად ვეღარ მოვიქცევით, – ვცდილობდი მარცხი კეთილშობილურად მეღიარებინა, – თუმცა, ჰო, ისე, როგორც ორი დღის წინ...
“I don’t think we’ll ever do anything like that again.” I was trying to sound noble and grave in my defeat. “But, yes, like that.”
173390.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეც შემიძლია ამოუცნობი ვიყო.
I could be vague too.
173391.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემნაირმა მორცხვმა ბიჭუნამ ამხელა სითამამე როგორ გამოიჩინა? ალბათ იქიდან, რომ სამი ღამის განმავლობაში ერთ სიზმარს ვხედავდი.
That I, an extremely shy boy, found the courage to saysuch things could come from one place only: from a dream I’d had two, perhaps three nights running.
173392.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ზმანებაში ოლივერი მემუდარებოდა, ახლა რომ გაჩერდე, მოვკვდებიო.
In my dream he had pleaded with me, saying, “You’ll kill me if you stop.”
173393.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
კარგად მახსოვს, რა დამესიზმრა, მაგრამ ვერ გამოვტყდებოდი, საკუთარ თავთან დარჩენილიც კი ვერ ვაღიარებდი, რა ვნახე.
I thought I remembered the context, but it embarrassed me so much that I was reluctant, even vis-à-vis myself, to own up to it.
173394.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოცნება მსუბუქ ნაჭერში გავახვიე და ხანდახან ცალი თვალით ვიჭყიტებოდი.
I had put a cloak around it and could only take furtive, hasty peeks.
173395.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ის დღე დროის სხვა ნაპრალში ჩავარდა. მძინარე ძაღლი არ უნდა გავაღვიძოთ... ოლივერი მისმენდა.
“That day belongs to a different time warp. We should learn to leave sleeping dogs—” Oliver listened.
173396.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ბრძენივით რომ ლაპარაკობ, გულს მიკეთებ, – ბლოკნოტიდან თავი აიღო და მომაჩერდა. საშინლად დავიბენი, – მართლა ასე მოგწონვარ, ელიო?
“This voice of wisdom is your most winning trait.” He had lifted his eyes from his pad and was staring me straight in the face, which made me feel terribly uneasy. “Do you like me that much, Elio?”
173397.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მომწონხარ?
“Do I like you?”
173398.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მინდოდა, გაოცებული ვენახე. ამ კითხვას როგორ მისვამ, ეჭვი როგორ გეპარება-მეთქი, ვფიქრობდი.
I wanted to sound incredulous, as though to question how he could ever have doubted such a thing.
173399.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მერე გადავწყვიტე პასუხი შემერბილებინა, მრავალმნიშვნელოვნად მეთქვა: „შეიძლება“, რაც ნიშნავს: „თავდავიწყებით“, მაგრამ პირი რომ გავაღე, მხოლოდ ეს აღმომხდა: – მომწონხარ? გაღმერთებ, ოლივერ.
But then I thought better of it and was on the point of softening the tone of my answer with a meaningfully evasive Perhaps that was supposed to mean Absolutely, when I let my tongue loose: “Do I like you, Oliver? I worship you.”
173400.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ესეც ასე, ვთქვი.
There, I’d said it.