მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173401.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდოდა, შეცბუნებულიყო, თითქოს ამ ფრაზით სახეში გავულაწუნე, მომვარდნოდა და ფრთხილად ჩამხუტებოდა.
I wanted the word to startle him and to come like a slap in the face so that it might be instantly followed with the most languorous caresses.
173402.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვის ახსოვს „მოწონება“, როცა „გაღმერთებას“ გთავაზობ?
What’s liking when we’re talking about worshipping?
173403.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მსურდა, ჩემს ზმნას ისეთი ელფერი ჰქონოდა, სატრფოს პირდაპირ რომ ვერ გაუმხელ, მის მეგობარს გვერდით გაიყვან და ჩასჩურჩულებ, „მისმინე, მგონი უნდა იცოდე, ესა და ეს გაღმერთებს“.
But I also wanted my verb to carry the persuasive knockout punch with which, not the person who has a crush on us, but their closest friend, takes us aside andsays, Look, I think you ought to know, so-and-so worships you.
173404.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
„გაღმერთება“ ასეთ შემთხვევაში საუკეთესო ვერსიად მეჩვენებოდა. თუმცა ამაზე უსაფრთხო, ამოუცნობ სიტყვას ვერ მოვიგონებდი.
“To worship” seemed to say more than anyone might dare say under the circumstances; but it was the safest, and ultimately murkiest, thing I could come up with.
173405.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მიხაროდა, რომ სიმართლე მხრებიდან ჩამოვიფერთხე, მაგრამ უკან დასახევ გზას ვიტოვებდი.
I gave myself credit for getting the truth off my chest, all the while finding a loophole for immediate retreat in case I’d ventured too far.
173406.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– კარგი, ქალაქში გამოგყვები, – მითხრა მან, – მაგრამ... ერთმანეთს ხმას არ გავცემთ.
“I’ll go with you to B.,” he said. “But—no speeches.”
173407.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– როგორც იტყვი. ერთ სიტყვას ვერ გაიგონებ.
“No speeches, nothing, not a word.”
173408.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ნახევარ საათში წავიდეთ. რას იტყვი?
“What do you say we grab our bikes in half an hour?”
173409.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აჰ, ოლივერ, ვფიქრობდი სამზარეულოსკენ მიმავალი, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი.
Oh, Oliver, I said to myself on my way to the kitchen for a quick bite to eat, I’ll do anything for you.
173410.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გორაკზე გამოგყვები, ქალაქისკენ მიმავალ გზატკეცილზე გასწრებაში შეგეჯიბრები, ჭალიდან ზღვას არ დაგანახვებ, პატარა მოედანზე დაგელოდები, სანამ მთარგმნელთან ახვალ, პიავეს ბრძოლაში დაცემული ჯარისკაცის ქანდაკებას შევეხები, და ხმას მაინც არ ამოვიღებ, წიგნის მაღაზიას მიგასწავლი, ველოსიპედებს გარეთ დავტოვებთ, ახალ გამოცემებს დავათვალიერებთ, ერთად შევალთ და ერთად გამოვალთ, გპირდები, გპირდები, გპირდები, არ მოვიგონებ შელის, არც მონეს, არც სევდიანი გამოგიტყდები, რომ შენ გამო ორი ღამის წინ სულში ბებერი ხის წლიური რგოლები მომემატა.
I’ll ride up the hill with you, and I’ll race you up the road to town, and won’t point out the sea when we reach the berm, and I’ll wait at the bar in the piazzetta while you meet with your translator, and I’ll touch the memorial to the unknown soldier who died on the Piave, and I won’t utter a word, I’ll show you the way to the bookstore, and we’ll park our bikes outside the shop and go in together and leave together, and I promise, I promise, I promise, there’ll be no hint of Shelley, or Monet, nor will I ever stoop to tell you that two nights ago you added an annual ring to my soul.
173411.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაინც გავერთობი-მეთქი, ვიმეორებდი.
I am going to enjoy this for its own sake, I kept telling myself.
173412.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ორი ბიჭუნა ველოსიპედით ქალაქში მიდის, უკან ბრუნდება, ცურავს, ჩოგბურთს თამაშობს, ჭამს, სვამს და ღამით ერთმანეთს პატარა მოედანზე შემთხვევით ხვდება, სადაც ორი დღის წინ მნიშვნელოვანი ამბები გაცვალეს.
We are two young men traveling by bike, and we’re going to go to town and come back, and we’ll swim, play tennis, eat, drink, and late at night run into each other on the very same piazzetta where two mornings ago so much butreally nothing was said between us.
173413.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ის გოგონასთან ერთად იქნება; მეც. ბედნიერები ვიქნებით.
He’ll be with a girl, I’ll be with a girl, and we’re even going to be happy.
173414.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყოველდღე, თუ ყველაფერი არ გავაფუჭე, ქალაქში ჩავალთ, უკან დავბრუნდებით, და თუ მხოლოდ ამის გაღება შეუძლია, უარს არ ვეტყვი... არ მაინტერესებს. ღია ჭრილობებით ცხოვრებას ვისწავლი.
Every day, if I don’t mess things up, we can ride into town and be back, and even if this is all he is willing to give, I’ll take it—I’ll settle for less, even, if only to live with these threadbare scraps.
173415.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დილით ქალაქში წავედით. ოლივერმა მთარგმნელთან საქმეები სწრაფად მოაგვარა. ბარში ყავა დავლიეთ, მაგრამ წიგნების მაღაზია მაინც დაკეტილი დაგვიხვდა.
We rode our bicycles to town that morning and were done with his translator before long, but even after a hasty coffee at the bar, the bookstore wasn’t open yet.
173416.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
პატარა მოედანზე შევყოვნდით. მე ბრძოლის მემორიალს ვუმზერდი, ის – მზეზე ალაპლაპებულ სანაპიროს; შელის მოჩვენებაზე კრინტი არ დაგვიძრავს, უკან რომ დაგვდევდა, ჰამლეტის მამის აჩრდილზე უფრო ხმაურიანი.
So we lingered on the piazzetta, I staring at the war memorial, he looking out at the view of the speckling bay, neither of us saying a word about Shelley’s ghost, which shadowed our every step through town and beckoned louder than Hamlet’s father.
173417.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დაუფიქრებლად მკითხა, ამ ზღვაში როგორ უნდა დაიხრჩოო.
Without thinking, he asked how anyone could drown in such a sea.
173418.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაშინვე გამეღიმა, რადგან ვიგრძენი უკან იხევდა და შეთანხმებას ვერ ასრულებდა. მზაკვრული მზერა გავცვალეთ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვნებიანი კოცნა გავცვალეთ, როგორც შეყვარებულებმა. ოღონდ ერთმანეთის სხეულს რომ არ მიჰკარებოდნენ, ვრცელი უდაბნოებით შემოისაზღვრეს თავი, მაგრამ გაცხარებულ კამათში ერთმანეთის ტუჩებს დაუწყეს მიფერება.
I smiled right away, because I caught his attempt to backpedal, which instantly brought complicit smiles to our faces, like a passionate wet kiss in the midst of a conversation between two individuals who, without thinking, had reached for each other’s lips through the scorching red desert both had intentionally placed between them so as not to grope for each other’s nakedness.
173419.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მეგონა, არ ვახსენებდით, – წამოვიწყე მე.
“I thought we weren’t going to mention—,” I began.
173420.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მახსოვს. ხმას არ ამოვიღებთ-მეთქი.
“No speeches. I know.”