მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173421.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ველოსიპედები წიგნის მაღაზიასთან დავტოვეთ და ისე შევედით.
When we returned to the bookshop, we left our bikes outside and went in.
173422.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
განსაკუთრებული დღე იყო.
This felt special.
173423.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თითქოს ადამიანს საყვარელი სამრეკლო ვანახვე, საიდუმლო გამოქვაბული, მონეს ჭალის მსგავსი ადგილი, სადაც განმარტოებისთვის მოვდიოდი.
Like showing someone your privatechapel, your secret haunt, the place where, as with the berm, one comes to be alone, to dream of others.
173424.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სანამ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებოდი, სწორედ აქ ვოცნებობდი შენზე.
This is where I dreamed of you before you came into my life.
173425.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მომწონდა, წიგნის მაღაზიაში როგორც იქცეოდა: ინტერესით, მაგრამ უყურადღებოდ; ცნობისმოყვარედ, მაგრამ ზედაპირულად; „ნახე, რა ვნახე“, მაგრამ, „რა თქმა უნდა, ესა და ეს ყველა წიგნის მაღაზიაში უნდა იდოს“.
I liked his bookstore manner. He was curious but not entirely focused, interested yet nonchalant, veering between a Look what I’ve found and Of course, how could any bookstore not carry so-and-so!
173426.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეპატრონეს სტენდალის „არმანსის“ ორი გამოცემა შეეძინა: თხელყდიანი და ძვირფასი, ძველებური სქელყდიანი.
The bookseller had ordered two copies of Stendhal’s Armance, one a paperback edition and the other an expensive hardbound.
173427.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაშინვე გავიფიქრე, ორივეს ავიღებ და მამაჩემის ანგარიშზე ჩავწერ-მეთქი.
An impulse made me say I’d take both and to put them on my father’s bill.
173428.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დამხმარე გოგონას კალამი ვთხოვე და სქელყდიანს მივაწერე: „Zwischen Immer und Nie, შენთვის მდუმარე, სადღაც იტალიაში, ოთხმოციანების ბოლო“.
I then asked his assistant for a pen, opened up the hardbound edition, and wrote, Zwischen Immer und Nie, for you in silence, somewhere in Italy in the mid-eighties.
173429.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მომავალში წიგნს თუ არ გადააგდებდა, მინდოდა, მტკივნეულად გავხსენებოდი.
In years to come, if the book was still in his possession, I wanted him to ache.
173430.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უკეთესი: მინდოდა მის წიგნებში ჩამძვრალ უცნობს არმანსი გადაეშალა და ეკითხა: ვინ დუმდა შენთვის იტალიაში, ოთხმოციანების ბოლოს?
Better yet, I wanted someone to look through his books one day, open up this tiny volume of Armance, and ask, Tell me who was in silence, somewhere in Italy in the mid-eighties?
173431.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდოდა წამიერი სევდა და ძლიერი იმედგაცრუება ეგრძნო, შევბრალებოდი, რადგან იმ დილით, წიგნის მაღაზიაში, სწორედ სიბრალულით ვიყავი აღსავსე. თუ მხოლოდ ამის მოცემა შეეძლო, მხოლოდ ამის გამო გადამეხვეოდა, თავისთვის კი სინანულსა და წუხილს იგრძნობდა, როგორც უცნაურ, წლების განმავლობაში გამოწრთობილ სექსუალურ დინებას, მინდოდა კარგად სცოდნოდა, მონეს ჭალაში მეორედ რომ ვაკოცე და ნერწყვი გავუზიარე, მეც მხოლოდ ეს მსურდა, მისი სისველე ჩემში.
And then I’d want him to feel something as darting as sorrow and fiercer than regret, maybe even pity for me, because in the bookstore that morning I’d have taken pity too, if pity was all he had to give, if pity could have made him put an arm around me, and underneath this surge of pity and regret, hovering like a vague, erotic undercurrent that was years in the making, I wanted him to remember the morning on Monet’s berm when I’d kissed him not the first but the second time and given him my spit in his mouth because I so desperately wanted his in mine.
173432.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ასე თქვა, წელს უკეთესი საჩუქარი არ მიმიღიაო.
He said something about the gift being the best thing he’d received all year.
173433.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ფორმალური მადლიერება მხრების აჩეჩვით გავუქარწყლე.
I shrugged my shoulders to make light of perfunctory gratitude.
173434.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ მინდოდა, კიდევ ერთხელ გაემეორებინა.
Perhaps I just wanted him to repeat it.
173435.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მიხარია. მინდოდა, მადლობა გადამეხადა, – ვიდრე გამაწყვეტინებდა, გავაგრძელე, – მახსოვს. არ ვლაპარაკობთ. ხმას არ ამოვიღებ.
“I am glad, then. I just want to thank you for this morning.” And before he even thought of interrupting, I added, “I know. No speeches. Ever.”
173436.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გორაკზე დავეშვით, ჩემს ადგილს ჩავუარეთ, მაგრამ ამჯერად სახე მე ავარიდე, თითქოს დამავიწყდა.
On our way downhill, we passed my spot, and it was I this time who looked the other way, as though it had all but slipped my mind.
173437.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დარწმუნებული ვარ, მისკენ რომ გამეხედა, ისეთ გადამდებ ღიმილს გავცვლიდით, სახიდან მაშინვე რომ მოვიშორეთ, როგორც შელის სიკვდილის გახსენებისას.
I’m sure that if I had looked at him then, we would have exchanged the same infectious smile we’d immediately wiped off our faces on bringing up Shelley’s death.
173438.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ, დავახლოებოდით კიდეც. მერე გაგვახსენდებოდა, როგორ შორს ვიყავით ერთმანეთისგან.
It might have brought us closer, if only to remind us how far apart we needed to be now.
173439.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ თვალის არიდებაში, როცა ზუსტად ვიცოდი „საუბარს“ არ აპირებდა, ღიმილის მიზეზი მოვძებნეთ, რადგან დარწმუნებული ვარ, იცოდა, რომ მეც ვიცოდი, იცოდა, რატომ არ ვახსენებდი მონეს ჭალას, და ამ უარყოფაში, ერთმანეთს რომ გვაშორებდა, სინამდვილეში სიახლოვის იდეალურად დადგმული სცენა იმალებოდა, რომლის გაქარწყლებაც არცერთს გვინდოდა.
Perhaps in looking the other way, and knowing we had looked the other way to avoid “speeches,” we might have found a reason to smile at each other, for I’m sure he knew I knew he knew I was avoiding all mention of Monet’s berm, and that this avoidance, which gave every indication of drawing us apart, was, instead, a perfectly synchronized moment of intimacy which neither of us wished to dispel.
173440.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდოდა მეთქვა, ნახატებიან წიგნში ეს ადგილიც დატანებულია-მეთქი, მაგრამ ენას კბილი დავაჭირე.
This too is in the picture book, I might have said, but bit my tongue instead.