მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173481.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არა, ღამე ქალაქში გასვლას არ აპირებდა.
No, he wasn’t going to town tonight.
173482.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შეიძლება, ხვალ წავიდეო.
Maybe tomorrow.
173483.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არც პოკერს ვითამაშებო.
No poker either.
173484.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მერე ზემოთ ავიდა.
Then he went upstairs.
173485.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რამდენიმე დღის წინ თავისი ფეხი დამადო.
A few days ago his foot was on mine.
173486.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ახლა ზედ არ მიყურებდა.
Now, not even a glance.
173487.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვახშმის დროს ჩამოვიდა, ცოტას დავლევო.
Around dinner, he came back down for a drink.
173488.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ეს ყველაფერი ძალიან მომენატრება, მისის პ., – განაცხადა მან. საღამოს მიღებული შხაპის შემდეგ კანი უპრიალებდა, ნამდვილ კინოვარსკვლავს ჰგავდა.
“I’ll miss all this, Mrs. P.,” he said, his hair glistening after his lateafternoon shower, the “star” look beaming all over his features.
173489.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დედამ გაიღიმა და უპასუხა, ნებისმიერ დროს შეგიძლია გვეწვიოო.
My mother smiled; la muvi star was welcomeennnnni taim.
173490.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მოგვიანებით ოლივერი ვიმინისთან ერთად სასეირნოდ წავიდა. გოგონას სახლის ქამელეონი დაეკარგა და იმას ეძებდნენ.
Then he took the usual short walk with Vimini to help her look for her pet chameleon.
173491.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვერ ვხვდებოდი, რატომ მეგობრობდნენ, მაგრამ ურთიერთობა იმაზე ბუნებრივად და სპონტანურად გამოსდიოდათ, ვიდრე მე და ოლივერს.
I never quite understood what the two of them saw in each other, but it felt far more natural and spontaneous than anything he and I shared.
173492.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნახევარ საათში დაბრუნდნენ.
Half an hour later, they were back.
173493.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიმინი ლეღვის ხეზე ამძვრალიყო და დედამისმა ვახშმამდე აბაზანაში მიაბრძანა.
Vimini had scaled a fig tree and was told by her mother to go wash before dinner.
173494.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არც ვახშამზე დასცდენია სიტყვა.
At dinner not a word.
173495.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჭამა და თავის ოთახში აიპარა.
After dinner he disappeared upstairs.
173496.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დარწმუნებული ვიყავი, ათი საათისთვის რამეს მოიმიზეზებდა და ქალაქში წავიდოდა, მაგრამ აივნის მეორე მხრიდან ნარინჯისფერი შუქი მთელი ღამე ციმციმებდა და ჩემი საძინებლის კარს ეცემოდა.
I could have sworn that sometime around ten or so he’d make a quiet getaway and head to town. But I could see the light drifting from his end of the balcony. It cast a faint, oblique orange band toward the landing by my door.
173497.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ხანდახან მისი მოძრაობის ხმაც მესმოდა.
From time to time, I heard him moving.
173498.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გადავწყვიტე, მეგობართან დამერეკა და მეკითხა, ქალაქში გასეირნებას თუ აპირებდა.
I decided to call a friend to ask if he was headed to town.
173499.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დედამისმა მიპასუხა და მითხრა, უკვე იქ არის, ჩვეულ ადგილას იქნებაო. მეორე მეგობარს დავურეკე.
His mother replied that he’d already left, and yes, had probably gone to the same place as well. I called another.
173500.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ისიც წასული დამიხვდა.
He too had already left.