მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173541.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მარციას გავხედე და მხრები ავიჩეჩე, ჩემს მეგობარს ეზარება-მეთქი.
I looked at Marzia and shrugged back, meaning, She doesn’t seem to want to.
173542.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეპატრონემ ისევ უხმოდ მიმანიშნა ღვინის ბოთლზე, თითქოს მეუბნებოდა, ხომ არ გადავღვრი, მაღაზიის დაკეტვამდე უნდა გამოვცალოთო.
The owner, still silent, pointed to the bottle and shook his head in mock disapproval, to suggest it was a pity to throw away such good port tonight, so why not help him finish it before closing the shop.
173543.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როგორც იქნა, დამითანხმა. მარციაც აგვყვა.
I finally accepted, as did Marzia.
173544.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ზრდილობიანად ვიკითხე, რომელი წიგნის გამოსვლას აღვნიშნავთ-მეთქი.
Out of politeness, I asked what was the book being celebrated tonight.
173545.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ერთი კაცი, მანამდე რომ ვერ შევნიშნე, რადგან მოშორებით რომელიღაც რომანს ჩაჰკირკიტებდა, გამომიტყდა: თუ სიყვარული.“
Another man, whom I hadn’t noticed because he’d been reading something in the tiny alcove, named the book: If Love.
173546.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
კარგია-მეთქი?
“Is it good?” I asked.
173547.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნაგავიაო, მიპასუხა, დამერწმუნე, კარგად ვიცი, მე დავწერეო. როგორ მშურდა!
“Pure junk,” he replied. “I should know. I wrote it.” I envied him.
173548.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მშურდა, რომ წიგნის კითხვის საღამო მოუწყვეს, წვეულება. მეგობრები და თაყვანისმცემლები სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ და პატარა მოედნის ნაცვლად, აქ შეგროვდნენ.
I envied him the book reading, the party, the friends and aficionados who had come in from the surrounding areas to congratulate him in the little bookstore off our little piazzetta in this little town.
173549.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ორმოცდაათზე მეტი ცარიელი ჭიქა დავთვალე.
They had left more than fifty emptied glasses behind.
173550.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მშურდა, რომ თავის დამცირების უფლება ჰქონდა.
I envied him the privilege of putting himself down.
173551.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ხელს მომიწერთ?
“Would you inscribe a copy for me?”
173552.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიდრე მეპატრონე კალამს გაუწოდებდა, ჯიბიდან თავისი „პელიკანი“ ამოიღო.
And before the owner had handed him a felt-tip pen, the author had already taken out his Pelikan.
173553.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისი თავმომწონე სიტყვები ჰაერში გამოეკიდა, თითქოს მეუბნებოდა: „ვიცი, ავტოგრაფი შენ მთხოვე და მეც დიდი სიხარულით დაგეთანხმე, მაგრამ ორივემ კარგად ვიცით, რომ ჯერ ცნობილი პოეტი არ ვარო“.
He let the sentence trail into silence with a mix of utter humility tinted with the faintest suggestion of affected swagger, which translated into, You asked me to sign and I’m only too happy to play the part of the famous poet which we both know I’m not.
173554.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გადავწყვიტე, ერთი ეგზემპლარი მარციასთვისაც მეყიდა. კიდევ ერთხელ ვთხოვე, ხელი მოგვიწერეთ-მეთქი. თავისი გვარის გვერდით რაღაცის მიჯღაბნას მთელი საათი მოანდომა.
I decided to buy Marzia a copy as well, and begged him to inscribe it for her, which he did, adding an endless doodle next to his name.
173555.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მგონი არც ეს არის თქვენთვის, სინიორა, მაგრამ...
“I don’t think it’s for you either, signorina, but…”
173556.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როგორც ყოველთვის, მეპატრონეს ვუთხარი, ანგარიშს მამაჩემი გაასწორებს-მეთქი.
Then, once again, I asked the bookseller to put both books on my father’s bill.
173557.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიდრე მოლარე წიგნებს ყვითელ, პრიალა ცელოფანში ახვევდა, ბაფთას ამაგრებდა და მაღაზიის ვერცხლისფერ სიმბოლოს აწებებდა, მარციას მივეპარე, რომელიც ისედაც ახლოს მედგა, და ყურთან ვაკოცე.
As we stood by the cashier, watching the bookseller take forever to wrap each copy in glossy yellow paper, to which he added a ribbon and, on the ribbon, the store’s silver sealsticker, I sidled up to her and, maybe because she simply stood there so close to me, kissed her behind the ear.
173558.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გააჟრიალა, მაგრამ არ განძრეულა.
She seemed to shudder, but did not move.
173559.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეორედ ვაკოცე.
I kissed her again.
173560.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უნებურად ვკითხე: – ხომ არ გაწუხებ?
Then, catching myself, I whispered, “Did it bother you?”