მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173561.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რა თქმა უნდა, არა, – ჩამჩურჩულა.
“Of course not,” she whispered back.
173562.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაღაზიიდან რომ გამოვედით, თავი ვერ შეიკავა: – წიგნი რატომ მიყიდე?
Outside, she couldn’t help herself. “Why did you buy me this book?”
173563.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მე კი მეგონა, კოცნას გააპროტესტებდა!
For a moment I thought she was going to ask me why I’d kissed her.
173564.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდოდა და გიყიდე.
“Perché mi andava, because I felt like it.”
173565.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ჰო, მაგრამ მე რა შუაში ვარ... მე რატომ მიყიდე?
“Yes, but why did you buy it for me—why buy me abook?”
173566.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ვერ ვხვდები, რას მეკითხები.
“I don’t understand why you’re asking.”
173567.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ნებისმიერი სულელი მიხვდებოდა, შენ კი არ გესმის! გასაგებია... – მარცია, ამიხსენი. – არაფერი გეშველება.
“Any idiot would understand why I’m asking. But you don’t. Figures!” “I still don’t follow.” “You’re hopeless.”
173568.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისმა სიბრაზემ და აღელვებულმა ხმამ დამაბნია: – თუ არ მეტყვი, უარესს წარმოვიდგენ და თავს საშინლად ვიგრძნობ.
I gazed at her, looking totally startled by the flutters of anger and vexation in her voice. “If you don’t tell me, I’ll imagine all sorts of things—and I’ll just feel terrible.”
173569.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– აუტანელი ხარ. სიგარეტი მომეცი.
“You’re an ass. Give me a cigarette.”
173570.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვხვდებოდი, რასაც გულისხმობდა, მაგრამ ვერ ვიჯერებდი, რომ ასე კარგად შემისწავლა.
It’s not that I didn’t suspect where she was headed, but that I couldn’t believe that she had seen through me so clearly.
173571.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ, უბრალოდ, ჩემს საქციელზე პასუხისმგებლობის აღება არ მინდოდა?
Perhaps I didn’t want to believe what she was implying for fear of having to answer for my behavior.
173572.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მართლა ასეთი არაგულწრფელი ვიყავი?
Had I been purposely disingenuous?
173573.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როდემდე შემეძლო მომეტყუებინა, თითქოს ვერაფერს ვხვდებოდი?
Could I continue to misconstrue what she was saying without feeling entirely dishonest?
173574.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მერე საოცარი რაღაც აღმოვაჩინე.
Then I had a brilliant insight.
173575.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ მისგან მინიშნებებს სპეციალურად ვარიდებდი თავს: ახლოს არ ვუშვებდი.
Perhaps I’d been ignoring every one of her signals on purpose: to draw her out.
173576.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მორცხვი ადამიანის არაეფექტური სტრატეგია.
This the shy and ineffectual call strategy.
173577.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სწორედ მაშინ მივხვდი!
Only then, by a ricochet mechanism that totally surprised me, did it hit me.
173578.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერიც ასე მექცეოდა?
Had Oliver been doing the same with me?
173579.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
განზრახ მიშორებდა, რომ უფრო ახლოს მივსულიყავი?
Intentionally ignoring me all the time, the better to draw me in?
173580.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ზუსტად ასე არ მითხრა, როცა გულცივად მექცევი, ყველაფერს არაჩვეულებრივად ვხვდები ხოლმეო?
Wasn’t this what he’d implied when he said he’d seenthrough my own attempts to ignore him?