მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173601.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისი ყოველი სიტყვა მარტივი, გულწრფელი და ადამიანური ჩანდა, თეძოებითაც ასე დამყვა, გაბუქებისა და შეფერხების გარეშე, თითქოს მის ტუჩებსა და წელს შორის თხევადი კავშირი არსებობდა.
It was in every word she’d spoken to me that night—untrammeled, frank, human—and in the way her hips responded to mine now, without inhibition, without exaggeration, as though the connection between lips and hips in her body was fluid and instantaneous.
173602.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
კოცნა პრელუდია კი არა, შეხების უმაღლესი წერტილი იყო.
A kiss on the mouth was not a prelude to a more comprehensive contact, it was already contact in its totality.
173603.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩვენს სხეულებს მხოლოდ ტანსაცმელი აშორებდა, სწორედ ამიტომ გამიკვირდა, როცა შარვალში ხელი ჩამიყო და თქვა: – როგორ აგიდგა...
There was nothing between our bodies but our clothes, which was why I was not caught by surprise when she slipped a hand between us and down into my trousers, and said, “you’re so hard.”
173604.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისმა პირდაპირობამ გამაგიჟა და ერთიანად გავქვავდი.
And it was her frankness, unfettered and unstrained, that made me harder yet now.
173605.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდოდა თვალებში ჩამეხედა, ხელებით მომხვეოდა და მეთქვა, რამდენ ხანს ვოცნებობდი მის კოცნაზე, რომ ბიჭი, ცოტა ხნის წინ ტელეფონზე რომ დაურეკა და ეზოში გაუარა, გაქრა, მისი ცივი, უსიცოცხლო სხეული დაიკარგა, მაგრამ ხმა არ ამომაღებინა: – კიდევ მაკოცე.
I wanted to look at her, stare in her eyes as she held me in her hand, tell her how long I’d wanted to kiss her, say something to show that the person who’d called her tonightand picked her up at her house was no longer the same cold, lifeless boy—but she cut me short: “Kiss me again.”
173606.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დავნებდი, მაგრამ ფიქრი ჭალაში გამირბოდა. თან წავიყვანო?
I kissed her again, but my mind was racing ahead to the berm. Should I propose it?
173607.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ხუთი წუთი დაგვჭირდება, თუ ველოსიპედით მოკლე გზას გადავჭრით და ზეთისხილის ხეივანში გავალთ.
We would have to ride our bikes for five minutes, especially if we took her shortcut and made our way directly through the olive groves.
173608.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიცოდი, სხვა წყვილებს გადავეყრებოდით.
I knew we’d run into other lovers around there.
173609.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სანაპიროზე ხომ არ ჩავსულიყავით?
Otherwise there was the beach.
173610.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არა, ეგ ადგილი ერთხელ ვცადეთ.
I’d used the spot before.
173611.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყველა ასე იქცეოდა.
Everyone did.
173612.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შემეძლო, ჩემს ოთახში ამეყვანა. სახლში ვერავინ გაიგებდა, არც გულზე მოხვდებოდათ.
I might propose my room, no one at home would have known or for that matter cared.
173613.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გონებაში ასეთი კადრი დამიდგა: საუზმის შემდეგ, ყოველ დილით, ბაღში ვსხედვართ, მარციას ბიკინი აცვია და გაუთავებლად მთხოვს, საბანაოდ გავყვე.
An image flitted through my mind: she and I sitting in the garden every morning after breakfast, she wearing her bikini, always urging me to walk downstairs and join her for a swim.
173614.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მართლა მოგწონვარ? – მკითხა მან.
“Do you really care for me?” she asked.
173615.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნუთუ მოულოდნელად აღმოხდა? თუ წიგნის მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ ამაზე ფიქრობდა?
Did it come from nowhere—or was this the same wounded look in need of soothing which had been shadowing our steps ever since we’d left the bookstore?
173616.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვერ ვხვდები სითამამე და სევდა, „როგორ აგიდგა“ და „მართლა მოგწონვარ“ ერთდროულად როგორ უნდა იგრძნო.
I couldn’t understand how boldness and sorrow, how you’re so hard and do you really care for me? could be so thoroughly bound together.
173617.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვერც იმას ჩავწვდები, დამფრთხალ, მგრძნობიარე და სუსტ არსებას, მზად რომ იყო, გული გადაეშალა და ყველა საიდუმლო გაეზიარებინა, როგორ შეეძლო ხელი ჩემს შარვალში დაუდევრად ჩაესრიალებინა, ყლეზე ჩამჭიდებოდა და არსად გავეშვი.
Nor could I begin to fathom how someone so seemingly vulnerable, hesitant, and eager to confide so many uncertainties about herself could, with one and the same gesture, reach into my pants with unabashed recklessness and hold on to my cock and squeeze it.
173618.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიდრე ერთმანეთს ვნებიანად ვკოცნიდით და ხელებით ჟინიანად ვეალერსებოდით, გონებაში წერილი შევადგინე, რომელსაც ღამე მისი კარის ქვეშ აუცილებლად შევაცურებდი: სიჩუმეს ვეღარ ვუძლებ.
While kissing her more passionately now, and with our hands straying all over each other’s bodies, I found myself composing the note I resolved to slip under his door that night: Can’t stand the silence.
173619.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უნდა დაგელაპარაკო.
I need to speak to you.
173620.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როცა მისი საძინებლის კართან მივედი, თენდებოდა.
By the time I was ready to slip the note under his door it was already dawn.