მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173581.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
წიგნების მაღაზიიდან გამოვედით და სიგარეტებს მოვუკიდეთ.
We left the bookstore and lit two cigarettes.
173582.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ორ წუთში რკინის ბრახუნის ხმა მოგვესმა.
A minute later we heard a loud metallic rattle.
173583.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეპატრონე მეტალის კარს კეტავდა.
The owner was lowering the steel shutter.
173584.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– კითხვა მართლა ასე გიყვარს? – მკითხა მარციამ, როცა პატარა მოედნისკენ მიმავალ ბნელ ქუჩაზე გავუხვიეთ.
“Do you really like to read that much?” she asked as we ambled our way casually in the dark toward the piazzetta.
173585.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გაოცებულმა შევხედე, თითქოს ეჭვი ეპარებოდა, მუსიკას რომ ვუსმენდი, პურსა და მარილიან კარაქს ვჭამდი, ან ზაფხულში მწიფე ატმებს ვაგემოვნებდი.
I looked at her as if she had asked me if I loved music, or bread and salted butter, or ripe fruit in the summertime.
173586.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ცუდად არ გამიგო, – განაგრძო მან, – კითხვა მეც მომწონს, მაგრამ არავის ვეუბნები.
“Don’t get me wrong,” she said. “I like to read too. But I don’t tell anyone.”
173587.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როგორც იქნა, ვიღაც გულახდილად მელაპარაკებამეთქი, გავიფიქრე.
At last, I thought, someone who speaks the truth.
173588.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რატომ?
I asked her why she didn’t tell anyone.
173589.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არ ვიცი, – ცდილობდა სწორი პასუხის გასაცემად დრო მოეგო, – კითხვის მოყვარულები ჩაკეტილი ადამიანები არიან. ყველაფერს მალავენ. ასეთ ხალხს კი თავისი თავი არ უყვარს.
“I don’t know…” This was more her way of asking for time to think or to hedge before answering, “People who read are hiders. They hide who they are. People who hide don’t always like who they are.”
173590.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– შენც ასე იქცევი? – ხანდახან. შენ – არა?
“Do you hide who you are?” “Sometimes. Don’t you?”
173591.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მე? შეიძლება, – უეცრად, ისეთი რაღაც ვკითხე, სხვა დროს რომ ვერ გავბედავდი: – ჩემგანაც მალავ? – არა, შენგან არა. შეიძლება... სულ ცოტა.
“Do I? I suppose.” And then, contrary to my every impulse, I found myself stumbling into a question I might otherwise never have dared ask. “Do you hide from me?” “No, not from you. Or maybe, yes, a bit.”
173592.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მაგალითად, რას არ მეუბნები?
“Like what?”
173593.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ზუსტად იცი, რასაც.
“You know exactly like what.”
173594.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ასე ნუ ამბობ.
“Why do you say that?”
173595.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რატომ? მგონია, რომ გულს მატკენ. არ მინდა, გული მატკინო, ელიო, – ცოტა ხანს დაფიქრდა, – ვიცი, სპეციალურად არ აკეთებ, მაგრამ აზრს ხშირად იცვლი, ერთი ამბიდან მეორეზე მარტივად გადადიხარ. კაცი ფეხს ვერ აგიწყობს. ხანდახან მაშინებ.
“Why? Because I think you can hurt me and I don’t want to be hurt.” Then she thought for a moment. “Not that youmean to hurt anyone, but because you’re always changing your mind, always slipping, so no one knows where to find you. You scare me.”
173596.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ისე ნელა მივდიოდით, ვერ მივხვდით, ველოსიპედები როდის გავაჩერეთ.
We were both walking so slowly that when we stopped our bicycles, neither took note.
173597.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მისკენ გადავიხარე და ტუჩებზე ნაზად ვეამბორე.
I leaned over and kissed her lightly on the lips.
173598.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მარციამ ველოსიპედი დაკეტილი მაღაზიის კარზე მიაყუდა, ზურგით კედელს მიაწვა და მთხოვა, კიდევ ერთხელ მაკოცეო.
She took her bike, placed it against the door of a closed shop, and, leaning against a wall, said, “Kiss me again?”
173599.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ველოსიპედს დამჭერი გამოვუშალე და შუა ქუჩაში დავაყენე. გოგონას მივუახლოვდი, ორივე ხელი სახეზე დავადე და ვაკოცე, თითები მაისურის ქვეშ შევუცურე, ის თმაზე მომეფერა.
Using my kickstand, I stood the bike in the middle of the alley and, once we were close, I held her face with both hands, then leaned into her as we began to kiss, my hands under her shirt, hers in my hair.
173600.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მომწონდა, გულახდილად და ლაღად რომ მექცეოდა.
I loved her simplicity, her candor.