მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173641.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვერ ავიტან, რომ გეზიზღები.
Can’t stand thinking you hate me.
173642.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ზედმეტად მელანქოლიური.
Too plangent.
173643.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ლაკრიმოზ შეამცირე, მაგრამ სიკვდილის მონოლოგი დატოვე.
No, make it less lachrymose, but keep the trite death speech.
173644.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უმალ მოვკვდები, ვიდრე შემიძულებ.
I’d sooner die than know you hate me.
173645.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბოლო წამს პირველ ვერსიას დავუბრუნდი: სიჩუმეს ვეღარ ვიტან.
At the last minute I came back to the original. Can’t stand the silence.
173646.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უნდა დაგელაპარაკო.
I need to speak to you.
173647.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ხაზებიანი ფურცელი დავკეცე და კარის ქვეშ იულიუს კეისრის მღელვარებით შევაცურე, რუბიკონი რომ გადაკვეთა.
I folded the piece of lined paper and slipped it under his door with the resigned apprehension of Caesar crossing the Rubicon.
173648.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უკან დასახევი ყველა გზა მოვიჭერი.
There was no turning back now.
173649.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
Iacta alea est, როგორც იმპერატორმა განაცხადა: „წილი ნაყარია“.
Iacta alea est, Caesar had said, the die is cast.
173650.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეცინებოდა, რომ ზმნას „ნაყარია“, ლათინურში iacere, იგივე ფუძე აქვს, რაც ზმნას: „გათავება“.
It amused me to think that the verb “to throw,” iacere in Latin, has the same root as the verb “to ejaculate.”
173651.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სწორედ მაშინ მივხვდი, სინამდვილეში ხელისგულზე მარციას სურნელის განდობა კი არა, ჩემივე სპერმის კვალის გაზიარება მინდოდა.
No sooner had I thought this than I realized that what I wanted was to bring him not just her scent on my fingers but, dried on my hand, the imprint of my semen.
173652.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თხუთმეტ წუთში ორი საპირისპირო შეგრძნება დამეუფლა: სინანული, რომ წერილი მივწერე, და სინანული, რომ ეს ყველაფერი იუმორის გარეშე ჩავიდინე.
Fifteen minutes later I was prey to two countervailing emotions: regret that I had sent the message, and regret that there wasn’t a drop of irony in it.
173653.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საუზმის დროს, როდესაც ვარჯიშიდან დაბრუნდა, თავაუღებლად მხოლოდ ის მკითხა, წუხელ კარგი დრო თუ ატარეო. მიმახვედრა, გავიგე, გვიან დაწექიო.
At breakfast, when he finally showed up after his jog, all he asked without raising his head was whether I had enjoyed myself last night, the implication being I had gone to bed very late.
173654.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ისე რა, – ვუპასუხე მე, ვცდილობდი გაუგებარი პასუხი მიმეცა და გრძელი ამბის მოყოლისგან თავი შემეკავებინა.
"So-so,” I replied, trying to keep my answer as vague as possible, which was also my way of suggesting I was minimizing a report that would have been too long otherwise.
173655.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– დაღლილი იქნები, – იხუმრა მამამ, – თუ შენც პოკერის თამაში დაიწყე?
“Must be tired, then,” was my father’s ironic contribution to the conversation. “Or was it poker that you were playing too?”
173656.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არა, პოკერს არ ვთამაშობ.
“I don’t play poker.”
173657.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მამაჩემმა და ოლივერმა ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს.
My father and Oliver exchanged significant glances.
173658.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მერე საქმეებს მიუბრუნდნენ.
Then they began discussing the day’s workload.
173659.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დავკარგე!
And I lost him.
173660.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
კიდევ ერთი მტანჯველი დღე...
Another day of torture.