მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173661.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ზემოთ ავედი, წიგნების აღება მინდოდა. მაგიდაზე ჩემი დაკეცილი ბარათი დავინახე.
When I went back upstairs to fetch my books, I saw the same folded piece of lined notebook paper on my desk.
173662.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ალბათ ჩემს საძინებელში აივნიდან შემოიპარა და აქ დამიდო.
He must have stepped into my room using the balcony door and placed it where I’d spot it.
173663.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იმწუთას რომ წამეკითხა, მთელი დღე ჩამიშხამდებოდა.
If I read it now it would ruin my day.
173664.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუ არ შევხედავდი, დღეს დავკარგავდი და ამის გარდა ვერაფერზე ვიფიქრებდი.
But if I put off reading it, the whole day would become meaningless, and I wouldn’t be able to think of anything else.
173665.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როგორც ჩანს, უპასუხოდ მომიგდო, თითქოს იგულისხმა: იატაკზე ეგდო.
In all likelihood, he was tossing it back to me without adding anything on it, as though to mean: I found this on the floor.
173666.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მგონი შენია.
It’s probably yours.
173667.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დროებით.
Later!
173668.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ან უარესი: პასუხს ვერ გაგცემ.
Or it might mean something far more blunted: No reply.
173669.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დაჭკვიანდი.
Grow up.
173670.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შუაღამეს შევხვდებით.
I’ll see you at midnight.
173671.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ზუსტად ასე ეწერა!
That’s what he had added under my words.
173672.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საუზმემდე დამიბრუნა.
He had delivered it before breakfast.
173673.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამის დაგვიანებით აღმოჩენამ შფოთვითა და სურვილებით შემიპყრო.
This realization came with a few minutes’ delay but it filled me with instant yearning and dismay.
173674.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რაღაცას მთავაზობდა... ხომ არ გადავიფიქრე?
Did I want this, now that something was being offered?
173675.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნეტავ შეხვედრაში რას გულისხმობდა?
And was it in fact being offered?
173676.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდოდა თუ არ მინდოდა, შუაღამემდე როგორ გავძლებდი?
And if I wanted or didn’t want it, how would I live out the day till midnight?
173677.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დილის ათი საათი იყო... წინ კიდევ თოთხმეტი საათია!
It was barely ten in the morning: fourteen hours to go…
173678.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბოლოს ასეთი გაშმაგებით ნიშნების რვეულს ველოდი.
The last time I had waited so long for something was for my report card.
173679.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ან, ორი წლის წინ, ერთ შაბათ დღეს, როცა გოგონას კინოში პაემანი დავუნიშნე და მეშინოდა, არ დაავიწყდეს-მეთქი.
Or on the Saturday two years ago when a girl had promised we’d meet at the movies and I wasn’t sure she hadn’t forgotten.
173680.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნახევარი დღით მოცდის რეჟიმში უნდა გადავერთო.
Half a day watching my entire life being put on hold.