მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173721.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საუზმის შემდეგ ოლივერი გამოუმშვიდობებლად გაქრა და სადილამდე არ გამოჩენილა.
Oliver found a way to leave without telling me immediately after breakfast and did not come back until lunch.
173722.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როგორც ყოველთვის, მაგიდასთან გვერდით მომიჯდა.
He sat in his usual place next to me.
173723.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რამდენჯერმე გასაუბრება ვცადე, მაგრამ მალე მივხვდი, ის დღე იყო, როცა ერთმანეთს უხმოდ ვაჩვენებდით, ჩუმად ჯდომა აღარ შეგვეძლო.
I tried to make light conversation a few times but realized that this was going to be another one of our let’s-not-speak-to-each-other days when we both tried to make it very clear that we were no longer just pretending to be quiet.
173724.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სადილის შემდეგ ცოტა ხნით დავიძინე.
After lunch, I went to take a nap.
173725.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გავიგე, როგორ ამოვიდა და საძინებელში ჩაიკეტა.
I heard him follow me upstairs and shut his door.
173726.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მოგვიანებით მარციას დავურეკე.
Later I called Marzia.
173727.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩოგბურთის მოედანზე შევხვდით.
We met on the tennis court.
173728.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გაგვიმართლა: მარტოები აღმოვჩნდით და მცხუნვარე მზეზე დიდხანს ვითამაშეთ. ორივემ ვისიამოვნეთ.
Luckily, no one was there, so it was quiet and we played for hours under the scorching sun, which both of us loved.
173729.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ხანდახან ჩრდილში, ფიცრის სკამზე ჩამოვსხდებოდით და ჭრიჭინებს ვუსმენდით.
Sometimes, we would sit on the old bench in the shade and listen to the crickets.
173730.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაფალდამ სასმელი გამოგვიტანა და განაცხადა, ზედმეტად მოხუცი ვარ, ასე რომ გემსახუროთ, ამიერიდან თქვენით ირბინეთ სახლშიო.
Mafalda brought us refreshments and then warned us that she was too old for this, that the next time we’d have to fetch whatever we wanted ourselves.
173731.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არაფერი გვითხოვია-მეთქი, შევჩივლე.
“But we never asked you for anything,” I protested.
173732.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაშინ, რატომ დალიეო, მომაძახა და გამარჯვებული სახით გაგვეცალა.
“You shouldn’t have drunk, then.” And she shuffled away, having scored her point.
173733.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიმინი, რომელსაც ხალხის ყურება უყვარდა, იმ დღეს არ გამოჩენილა.
Vimini, who liked to watch people play, did not come that day.
173734.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერთან ერთად სანაპიროზე იქნებოდა.
She must have been with Oliver at their favorite spot.
173735.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვგიჟდებოდი აგვისტოს ამინდზე.
I loved August weather.
173736.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ზაფხულის ბოლო კვირებში ქალაქში განსაკუთრებული სიჩუმე გამეფდებოდა ხოლმე.
The town was quieter than usual in the late summer weeks.
173737.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამ დროისთვის დასასვენებლად ჩამოსული ხალხი უკან ბრუნდებოდა, ტურისტები კი შვიდი საათისთვის სახლებში მიდიოდნენ.
By then, everyone had left for le vacanze, and the occasional tourists were usually gone before seven in the evening.
173738.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყველაზე მეტად საღამოს დადგომა მიყვარდა: როზმარინის სურნელი, სიცხე, ჩიტები, ჭრიჭინები, პალმის ფოთლების შრიალი, მზიან დღეზე თხელი ნაჭერივით შემოვლებული მყუდროება; ამ ყველაფერს პლაჟზე ჩასვლა და შხაპისთვის სახლში ამოსეირნება ემატებოდა.
I loved the afternoons best: the scent of rosemary, the heat, the birds, the cicadas, the sway of palm fronds, the silence that fell like a light linen shawl on an appallingly sunny day, all of these highlighted by the walk down to the shore and the walk back upstairs to shower.
173739.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მომწონდა თაკარა მზეზე ჩვენი სახლის ელვარე აივნების თვალიერება, ვიცოდი, იქიდან უკიდეგანო წყლები მოჩანდა.
I liked looking up to our house from the tennis court and seeing the empty balconies bask in the sun, knowing that from any one of them you could spot the limitless sea.
173740.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ეს ჩემი აივანი იყო, ჩემი სამყარო!
This was my balcony, my world.