მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173741.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შემეძლო, ჩემი თავისთვის გადმომეხედა. ეს ჩვენი ჩოგბურთის მოედანია, ჩვენი ბაღი, ჩვენი ხეხილი, ჩვენი ფარდული, ჩვენი სახლი, ქვემოთ ნავსადგური... ყველა და ყველაფერი, რაც მთელი გულით მიყვარს.
From where I sat now, I could look around me and say, Here is our tennis court, there our garden,our orchard, our shed, our house, and below is our wharf— everyone and everything I care for is here.
173742.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემი ოჯახი, ინსტრუმენტები, წიგნები, მაფალდა, მარცია, ოლივერი.
My family, my instruments, my books, Mafalda, Marzia, Oliver.
173743.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საღამოს ვიჯექი და მარციას თეძოებზე ვეფერებოდი. ოლივერის სიტყვები გამახსენდა: დედამიწის ზურგზე ყველაზე იღბლიანი ადამიანი ხარო.
That afternoon, as I sat with Marzia with my hand resting on her thighs and knees, it did occur to me that I was, in Oliver’s words, one of the luckiest persons on earth.
173744.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვერ გეტყვით, ბედნიერება როდემდე გასტანს, ვერც იმას იტყვი, შენი ცხოვრება სად შეიცვლება, დღისით თუ ღამით.
There was no saying how long all this would last, just as there was no sense in second-guessing how the day might turn out, or the night.
173745.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყოველი წუთი ჰაერში მარადიულად გამოეკიდა.
Every minute felt as though stretched on tenterhooks.
173746.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყველაფერი წამში გაწყდება.
Everything could snap in a flash.
173747.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ფიცრის სკამზე ჩამომჯდარი ვხვდებოდი, ისეთ ნეტარებას განვიცდიდი, ზოგიერთ ცრურწმენებით დაბრმავებულს აღიარების რომ ეშინია, ან უმადურია და ვერ იჯერებს, რომ მალე ყველაფერი დასრულდება.
But sitting here I knew I was experiencing the mitigated bliss of those who are too superstitious to claim they may get all they’ve ever dreamed of but are far too grateful not to know it could easily be taken away.
173748.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩოგბურთის თამაშის შემდეგ, პლაჟზე ჩასვლამდე, აივნის გავლით მარცია ჩემს ოთახში ავიყვანე.
After tennis, and just before heading to the beach, I took her upstairs by way of the balcony into my bedroom.
173749.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საღამოს აქ არავინ ჩერდებოდა.
No one passed there in the afternoon.
173750.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ფარდები დავუშვი, მაგრამ ფანჯრები ღია დავტოვე. საღამოს რბილი სხივები საწოლზე, კედლებსა და მარციაზე ეცემოდა.
I closed the shutters but left the windows open, so that the subdued afternoon light drew slatted patterns on the bed, on the wall, on Marzia.
173751.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სექსის დროს ხმა არ ამოგვიღია, არც თვალები დაგვიხუჭავს.
We made love in utter silence, neither of us closing our eyes.
173752.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იმედს ვიტოვებდი, გოგონა კედელს მიენარცხება, ან თავს ვერ შეიკავებს და ამოიკვნესებს-მეთქი, რომ მეორე ოთახში ოლივერი გამოფხიზლებულიყო.
Part of me hoped we’d bang against the wall, or that she’d be unable to smother a cry, and that all this might alert Oliver to what was happening on the other side of his wall.
173753.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
წარმოვიდგინე, ჩაძინებული როგორ გაახელდა თვალს, როგორ დასწყდებოდა გული.
I imagined him napping and hearing my bedsprings and being upset.
173754.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნავსადგურისკენ მიმავალმა, სიამოვნებით აღმოვაჩინე, როგორ არ მაინტერესებდა, ჩემზე და მარციაზე თუ გაიგებდა, ამ შუაღამისას თუ არ გამოჩნდებოდა.
On our way to the cove below I was once again pleasedto feel I didn’t care if he found out about us, just as I didn’t care if he never showed up tonight.
173755.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ფეხებზე მეკიდა მისი მხრები და მკლავების თეთრი კანი.
I didn’t even care for him or his shoulders or the white of his arms.
173756.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ფეხისგულები, ხელის რბილი მტევნები, ქვედატანი... ფეხებზე მეკიდა!
The bottom of his feet, the flat of his palms, the underside of his body—didn’t care.
173757.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მერჩივნა, ღამე მარციასთან გამეტარებინა, ვიდრე თორმეტ საათზე მისი უგულო უარი მომესმინა.
I would much rather spend the night with her than wait up for him and hear him declaim bland pieties at the stroke of midnight.
173758.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რამ მაფიქრებინა, დილით მის ოთახში შეტყობინება შემეცურებინა?
What had I been thinking this morning when I’d slipped him my note?
173759.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუმცა, კარგად ვიცოდი, მასთან შეხვედრა თუ არ მომეწონებოდა, მაინც დავნებდებოდი, ყველაფერს შევუსრულებდი, რადგან მერჩივნა, დავრწმუნებულიყავი, ვიდრე მთელი ზაფხული ჩემს სხეულთან გაუთავებელ ბრძოლაში გამეტარებინა; იქნებ მთელი ცხოვრებაც.
And yet another part of me knew that if he showed up tonight and I disliked the start of whatever was in store for me, I’d still go through with it, go with it all the way, because better to find out once and for all than to spend the rest of the summer, or my life perhaps, arguing with my body.
173760.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გადაწყვეტილებას ცივსისხლიანივით მივიღებდი.
I’d make a decision in cold blood.