მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173801.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დამცირებაზე ფიქრი სასაცილოდ არ მყოფნიდა.
But I was past humiliation.
173802.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რამდენიმე კვირის განმავლობაში ველოდი (და ვაღიაროთ), ვემუდარებოდი, იმედით ანთებული ვებრძოდი ყველა წინააღმდეგობას... გულგატეხილი დავრჩებოდი.
After weeks of wanting and waiting and—let’s face it—begging and being made to hope and fight every access of hope, I’d be devastated.
173803.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მშვიდად როგორ უნდა დამძინებოდა?
How do you go back to sleep after that?
173804.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოთახში შევალ, ლოგინზე მივესვენები და წიგნს გადავშლი?!
Slink back into your room and pretend to open a book and read yourself to sleep?
173805.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამაზე რას იტყვით: ამაღამ ვაჟიშვილობას დავკარგავ!
Or: how do you go back to sleep no longer a virgin?
173806.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უკან დასახევი გზა აღარ მექნება.
There was no coming back from that!
173807.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემი სანუკვარი ოცნებები გაცხადდება და მარადიული არაერთგვაროვნების სამყაროდან ამოყვინთავს.
What had been in my head for so long would now be out in the real world, no longer afloat in my foreverland of ambiguities.
173808.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეგონა, სვირინგის გასაკეთებლად სალონში შევიარე და უკანასკნელად შევათვალიერე ცარიელი მარცხენა მკლავი.
I felt likesomeone entering a tattoo parlor and taking a last, long look at his bare left shoulder.
173809.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რამდენად პუნქტუალური უნდა ვიყო?
Should I be punctual?
173810.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მის ოთახში ზუსტად შუაღამისას შეაბიჯე და შესძახე: ჯადოქრობის დროა!
Be punctual and say: Whooo-hooo, the witching hour.
173811.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ცოტა ხანში გავიგონე, ეზოში სტუმრები როგორ წამოიშალნენ.
Soon I could hear the voices of the two guests rising from the courtyard.
173812.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ალბათ, პროფესორის ასისტენტს უცდიდნენ, სასტუმრომდე მანქანით რომ მიაცილებდა.
They were standing outside, probably waiting for the adjunct professor to drive them back to their pension.
173813.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
კაცი აგვიანებდა, გარეთ მდგარი ჩიკაგოელი წყვილი წყნარად მასლაათობდა. ერთ-ერთი ხმადაბლა ხითხითებდა.
The adjunct was taking his time and the couple were simply chatting outside, one of them giggling.
173814.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შუაღამეს ოლივერის ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.
At midnight there wasn’t a sound coming from his room.
173815.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
კიდევ ერთხელ გადამაგდო?
Could he have stood me up again?
173816.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამას ვეღარ ავიტან.
That would be too much.
173817.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვერ გავიგე, შინ როდის დაბრუნდა.
I hadn’t heard him come back.
173818.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემს ოთახში შემოსვლა მოუწევს.
He’d just have to come to my room, then.
173819.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუ მე გავიდე?
Or should I still go to his?
173820.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არა, აქ ჯდომა და მოცდა ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება.
Waiting would be torture.