მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173821.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მე მივალ!
I’ll go to him.
173822.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აივანზე გავედი და მისი საძინებლისკენ გავიჭვრიტე.
I stepped out onto the balcony for a second and peered in the direction of his bedroom.
173823.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სიბნელე.
No light.
173824.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მერე რა, დავაკაკუნებ.
I’d still knock anyway.
173825.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ან, დაველოდები.
Or I could wait.
173826.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ან, საერთოდ არ შევალ!
Or not go at all.
173827.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უცებ საშინლად მომინდა უკან დამეხია.
Not going suddenly burst on me like the one thing I wanted most in life.
173828.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ეს გრძნობა მაწვებოდა და ყურში ისე ჩამჩურჩულებდა, თითქოს ძილბურანში ვიყავი და ვერ ვიღვიძებდი. მაიძულებდა, ყველა ღონე იხმარე და ოლივერის ფანჯარასთან არ მიხვიდეო.
It kept tugging at me, straining toward me ever so gently now, like someone who’d already whispered once or twice in my sleep but, seeing I wasn’t waking, had finally tapped me on the shoulder and was now encouraging me to look for every inducement to put off knocking on his window tonight.
173829.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამ აზრმა ისე დამიარა, როგორც ყვავილების მაღაზიის ფანჯარაზე მდინარე წყალმა; როგორც გრილმა კრემმა, მზეში გატარებული დღის შემდეგ, შხაპში ტანზე რომ შეიზელ.
The thought washed overme like water on a flower shop window, like a soothing, cool lotion after you’ve showered and spent the whole day in the sun, loving the sun but loving the balsam more.
173830.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
კამათში საუკეთესო არგუმენტები წამიყენა, მათ შორის ყველაზე სულელური: „უკვე გვიანია“, და აუღებელი: „სხვებს თვალებში როგორ ჩახედავ? სარკეში როგორ ჩაიხედავ?!“ ამაზე აქამდე რატომ არ მიფიქრია?
Like numbness, the thought works on your extremities first and then penetrates to the rest of your body, giving all manner of arguments, starting with the silly ones—it’s way too late for anything tonight—rising to the major ones—how will you face the others, how will you face yourself? Why hadn’t I thought of this before?
173831.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ბოლოსთვის მოვიტოვე?
Because I wanted to savor and save it for last?
173832.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდოდა, საპირისპირო ფიქრი თავისით, ჩემი ჩარევის გარეშე დაბადებულიყო, რომ თავი დამნაშავედ არ მეგრძნო?
Because I wanted the counterarguments to spring on their own, without my having any part in summoning them at all, so that I wouldn’t be blamed for them?
173833.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
„არ შეხვიდე; არ შეხვიდე, ელიო!“ ბაბუაჩემის ხმა იყო.
Don’t try, don’t try this, Elio. It was my grandfather’s voice.
173834.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემი სეხნია გახლდათ და ამ ოთახში მწოლიარემ, უფრო რთული საზღვარი გადაკვეთა, ვიდრე ჩემსა და ოლივერის საძინებელს შორის იყო.
I was his namesake, and he was speaking to me from the very bed where he’d crossed a far more menacing divide than the one between my room and Oliver’s.
173835.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უკან დაბრუნდიო.
Turn back.
173836.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რა იცი, მის ოთახში რა დაგხვდება?
Who knows what you’ll find once you’re in that room.
173837.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აღმოჩენის სიხარულს გამოღვიძების სევდა ჩაანაცვლებს. სხეულის ყველა ნერვული დაბოლოება აგეწვება.
Not the tonic of discovery but the pall of despair when disenchantment has all but shamed every ill-stretched nerve in your body.
173838.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
წლები გითვალთვალებენ, ყველა ვარსკვლავმა იცის შენი გასაჭირი, წინაპრებიც აქ არიან და მხოლოდ ამას გირჩევენ: არ შეხვიდე. მაგრამ მე მომწონდა შიშის შეგრძნება (თუ მართლა შიში იყო), ჩემმა მშობლებმა კი ამაზე არაფერი იცოდნენ.
The years are watching you now, every star you see tonight already knows your torment, your ancestors are gathered here and have nothing to give or say, don’t go there. But I loved the fear—if fear it really was—and this they didn’t know, my ancestors.
173839.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შიშის სიღრმეში ჩაძირვა მსიამოვნებდა, როგორც ყველაზე რბილი მატყლი, ცხვრის ტყავში ჩაცურებული ხელით რომ მოძებნი.
It was the underside of fear I loved, like the smoothest wool found on the underbelly of thecoarsest sheep.
173840.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემი სითავხედე აღმაგზნებდა, რადგან სწორედ აღგზნებაში იყო დაბადებული.
I loved the boldness that was pushing me forward; it aroused me, because it was born of arousal itself.