მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173861.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– შემოდი, – მითხრა და დარაბები ჩარაზა.
“Come in,” he said, and then shut the French window behind us.
173862.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გახევებული ვიდექი. მთელი საუკუნე გავიდა.
I must have been standing there, lifeless and frozen.
173863.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ორივე ჩურჩულზე გადავედით, რაც კარგის ნიშანია.
Both of us were whispering. A good sign.
173864.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– არ ვიცოდი, თუ ეწეოდი.
“I didn’t know you smoked.”
173865.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– ხანდახან, – ლოგინს მიუახლოვდა და შუაში ჩამოჯდა.
“Sometimes.” He went to the bed and sat squarely in the middle of it.
173866.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ ვიცოდი რა მექნა, ან რაზე მელაპარაკა: – ვღელავ, – ჩავიბურტყუნე.
Not knowing what else to do or say, I muttered, “I’m nervous.”
173867.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მეც.
“Me too.”
173868.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მე უფრო...
“Me more than you.”
173869.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უხერხულობის გაფანტვა ღიმილით სცადა და მოსაწევი მომაწოდა.
He tried to smile away the awkwardness between us and passed me the reefer.
173870.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ხელებს მაინც დავაკავებდი.
It gave me something to do.
173871.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გამახსენდა, რომ აივანზე თავი ძლივს შევიკავე და არ ჩავეხუტე. გულცივობის შემდეგ ასეთ საქციელს არ მომიწონებდა.
I remembered how I’d almost hugged him on the balcony but had caught myself in time, thinking that an embrace after such chilly moments between us all day was unsuitable.
173872.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მერე რა, თუ დაგპირდნენ შუაღამეს შეგხვდებითო. თუ მთელი კვირა ხმა არ გაგიცია, პირველივე შესაძლებლობაზე კისერზე ვერ ჩამოეკიდები.
Just because someone says he’ll see you at midnight doesn’t mean you’re automatically bound to hug him when you’ve barely shaken hands all week.
173873.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გამახსენდა, დაკაკუნებამდე ჩემს თავს რომ ვუმეორებდი: ჩავეხუტო.
I remembered thinking before knocking: To hug.
173874.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ ჩავეხუტო.
Not to hug.
173875.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩავეხუტო.
To hug.
173876.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მის ოთახში ვიდექი.
Now I was inside the room.
173877.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ფეხებგადახლართული საწოლზე იჯდა.
He was sitting on the bed, with his legs crossed.
173878.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შედარებით პატარა და ახალგაზრდა მომეჩვენა.
He looked smaller, younger.
173879.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მივუახლოვდი, მაგრამ არ ვიცოდი ხელები სად წამეღო.
I was standing awkwardly at the foot of the bed, not knowing what to do with my hands.
173880.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ალბათ შენიშნა, ჯიბიდან რომ ამოვიღე და უხერხული დოინჯი შემოვიყარე.
He must have seen me struggling to keep them on my hips and then put them in my pockets and then back to my hips again.