მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173841.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
„არ გაჩერდე, თორემ მომკლავ“. ან: „თუ გაჩერდები, მოვკვდები“.
“You’ll kill me if you stop”—or was it: “I’ll die if you stop.”
173842.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უკან ვერ დავიხევ, როცა გონებაში ეს სიტყვები ჩამესმის.
Each time I heard these words, I couldn’t resist.
173843.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ფანჯარაზე ფრთხილად ვაკაკუნებ.
I knock on the glass panel, softly.
173844.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გული გამალებით მიცემს.
My heart is beating like crazy.
173845.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არაფრის მეშინია. რატომ ვიზაფრები?
I am afraid of nothing, so why be so frightened?
173846.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რატომ?
Why?
173847.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იმიტომ რომ ყველაფრის მეშინია, შიში და სურვილი ერთმანეთს ებრძვის, მებრძვის და ვერ ვხვდები, რა მირჩევნია: კარი გამიღოს თუ უარით გამისტუმროს.
Because everything scares me, because both fear and desire are busy equivocating with each other, with me, I can’t even tell the difference between wanting him to open the door and hoping he’s stood me up.
173848.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ფანჯრისთვის ხელი არ მაქვს მოცილებული, ოთახიდან ხმა რომ მესმის. ვიღაც ჩუსტებს ეძებს.
Instead, no sooner have I knocked on the glass panel than I hear something stir inside, like someone looking for his slippers.
173849.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სუსტ შუქს ვარჩევ.
Then I make out a weak light going on.
173850.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მახსოვს, ეს ღამის ნათურა ოქსფორდში მამასთან ერთად ვიყიდე, როცა სასტუმროს ბნელ ოთახში გავჩერდით. ცოტა ხანში მამა დაბრუნდა და თქვა, ქუჩის კუთხეში პატარა მაღაზიაა, სადაც ფარნები იყიდებაო.
I remembered buying this night-light at Oxford with my father one evening early last spring when our hotel room was too dark and he had gone downstairs and come back up saying he’d been told there was a twenty-four-hour store that sold night-lights just around the corner.
173851.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დამელოდე, მალე მოვალო.
Wait here, and I’ll be back in no time.
173852.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვუთხარი, წამოგყვები-მეთქი.
Instead, I said I’d go with him.
173853.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საწვიმარი იმ პიჟამაზე გადავიცვი, ახლა რომ მაცვია.
I threw on my raincoat on top of the very same pajamas I was wearing tonight.
173854.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მიხარია, რომ მოხვედი, – მითხრა ოლივერმა, – გავიგონე, ოთახში დაბორიალებდი და ვიფიქრე, დასაძინებლად ემზადება-მეთქი.
“I’m so glad you came,” he said. “I could hear you moving in your room and for a while I thought you were getting ready to go to bed and had changed your mind.”
173855.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– რა თქმა უნდა, მოვედი.
“Me, change my mind? Of course I was coming.”
173856.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
უცნაური სანახავი იყო, მოუხერხებლად მოძრაობდა.
It was strange seeing him fussing awkwardly this way.
173857.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მეგონა, ირონიის ქარცეცხლში გამატარებდა. ამიტომ ვღელავდი.
I had expected a hailstorm of mini-ironies, which was why I was nervous.
173858.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სანაცვლოდ, ბოდიშებს მიხდიდა, თითქოს ჩაიზე მისაყოლებლად უგემური ნამცხვარი იყიდა.
Instead, I was greeted with excuses, like someone apologizing for not having had time to buy better biscuits for afternoon tea.
173859.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემს ძველ საძინებელში შევაბიჯე და უცნაური სურნელი მეცა. ვერაფრით დავადგინე, რა იყო, ვიდრე კარის ნაპრალთან დაფენილი სველი პირსახოცი არ შევნიშნე.
I stepped into my old bedroom and was instantly taken aback by the smell which I couldn’t quite place, because it could have been a combination of so many things, until I noticed the rolled-up towel tucked under the bedroom door.
173860.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საწოლზე მჯდარიყო, ნახევრად ცარიელი საფერფლე მარჯვენა ბალიშთან იდო.
He had been sitting in bed, a half-full ashtray sitting on his right pillow.