მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173881.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
სულელს ვგავარ-მეთქი, გავიფიქრე.
I look ridiculous, I thought.
173882.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იმედია, ის მაინც ვერ შენიშნა, კინაღამ რომ ჩავეხუტე.
This and the would-be hug I’d suppressed and which I kept hoping he hadn’t noticed.
173883.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მასწავლებელთან მარტო დარჩენილი მოსწავლე ვიყავი.
I felt like a child left alone for the first time with his homeroom teacher.
173884.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– მოდი, დაჯექი.
“Come, sit.”
173885.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნეტავ რას გულისხმობდა: სკამს თუ ლოგინს?
Did he mean on a chair or on the bed itself?
173886.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ ვიცოდი რა მეღონა. ლოგინზე ავძვერი და პირისპირ მუხლმორთხმული დავუჯექი. ნეტავ შუაღამის პაემანზე მისული ყველა კაცი ასე იქცევა?
Hesitantly, I crawled onto the bed and sat facing him, cross-legged like him, as though this were the accepted protocol among men who meet at midnight.
173887.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
დავრწმუნდი, მუხლებით არ ვეხებოდი.
I was making sure our knees didn’t touch.
173888.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიცოდი, არ ესიამოვნებოდა. არც ჩახუტებას მოიწონებდა, როგორც ჭალაში წამოგორებისას უბეზე დადებულ ხელს.
Because he’d mind if our knees touched, just as he’d mind the hug, just as he minded when, for want of a better way to show I wanted to stay awhile longer on the berm, I’d placed my hand on his crotch.
173889.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიდრე უკან დავიხევდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყვავილების მაღაზიის მინაზე ჩამოღვრილი წყალი გადამევლო და თან წაიღო სიმორცხვე თუ ორჭოფობა.
But before I had a chance to exaggerate the distance between us, I felt as though washed by the sliding water on the flower shop’s storefront window, which took all myshyness and inhibitions away.
173890.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აღარ მაინტერესებდა, ვღელავდი თუ არა, შეგრძნებებს წინ ვერ აღვუდგებოდი.
Nervous or not nervous, I no longer cared to cross-examine every one of my impulses.
173891.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუ სულელი ვარ, დაე, ვიყო სულელი!
If I’m stupid, let me be stupid.
173892.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუ მუხლით შევეხები, დაე, შევეხო!
If I touch his knee, so I’ll touch his knee.
173893.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუ ჩახუტება მომინდა, ჩავეხუტები!
If I want to hug, I’ll hug.
173894.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თავს ვერ ვიკავებდი, გვერდით მივუჯექი და ზურგით საწოლის თავს მივეყრდენი.
I needed to lean against something, so I sidled up to the top of the bed and leaned my back against the headboard next to him.
173895.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ლოგინს დავხედე.
I looked at the bed.
173896.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ყველაფერს კარგად ვარჩევდი.
I could see it clearly now.
173897.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აქ მწოლიარემ უამრავი ღამე ამაზე ოცნებაში გავათენე.
This was where I’d spent so many nights dreaming of just such a moment.
173898.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
აი, ეს დღეც დამიდგა.
Now here I was.
173899.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რამდენიმე კვირაში ისევ აქ გადმოვალ.
In a few weeks, I’d be back here on this very same bed.
173900.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოქსფორდში ნაყიდ ღამის ნათურას ავანთებ და გავიხსენებ, აივნიდან მისი ფეხის ხმა რომ გავიგე, ჩუსტებს ეძებდა.
I’d turn on my Oxford night-light and remember standing outside on the balcony, having caught the rustle of his feet scrambling to find his slippers.