მოიძებნა 669201 ჩანაწერი
173941.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მხრები ავიჩეჩე. ლაპარაკს რა აზრი აქვს-მეთქი, ვაგრძნობინე.
I shrugged my shoulders, meaning, No need to.
173942.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ორივე ხელი სახეზე დამადო და უფრო დაჟინებით დამაცქერდა, ვიდრე მაშინ, ჭალაში.
He lifted my face with both hands and stared at me as we had done that day on the berm, this time even more intensely because both of us knew we’d already crossed the bar.
173943.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
შეიძლება, გაკოცოო? რა კითხვაა! აბა, ჭალაში როგორ მოიქეცი?
“Can I kiss you?” What a question, coming after our kiss on the berm!
173944.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნუთუ წარსულს ხაზი გადავუსვით და ყველაფერი ახლიდან დავიწყეთ?
Or had we wiped the slate clean and were starting all over again?
173945.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ხმა არ ამომიღია.
I did not give him an answer.
173946.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თავის დაქნევის გარეშე მივუახლოვდი და ტუჩებზე ისე დავეკონე, როგორც წუხელ მარციას.
Without nodding, I had already brought my mouth to his, just as I’d kissed Marzia the night before.
173947.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თითქოს ყველა გზა დაიწმინდა და წამით ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ასაკიც გაქრა. ორი მამაკაცი ერთმანეთს კოცნის; მერე ეს აზრიც გაქრა და ორ არსებად ვიქეცით.
Something unexpected seemed to clear away between us, and, for a second, it seemed there was absolutely no difference in age between us, just two men kissing, and even this seemed to dissolve, as I began to feel we were not even two men, just two beings.
173948.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თანასწორობა აღმაგზნებდა.
I loved the egalitarianism of the moment.
173949.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მომწონდა, რომ ერთდროულად უმცროსიც ვიყავი და უფროსიც, ადამიანი ადამიანთან, კაცი კაცთან, ებრაელი ებრაელთან.
I loved feeling younger and older, human to human, man to man, Jew to Jew.
173950.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მომწონდა ღამის განათებაც.
I loved the night-light.
173951.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თავს მყუდროდ და უსაფრთხოდ ვგრძნობდი.
It made me feel snug and safe.
173952.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოქსფორდის სასტუმროშიც ასე ვიყავი.
As I’d felt that night in the hotel bedroom in Oxford.
173953.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩემი ძველი საძინებლის სურნელი მათრობდა, მისი ნივთებით რომ გაივსო, მაგრამ უფრო გაცოცხლდა: აქ ნახატი დაემატა, ის სკამი წიგნის თაროდ იქცა, წიგნები, კარტი, მუსიკა.
I even loved the stale, wan feel of my old bedroom, which was littered with his things but which somehow became more livable under his stewardship than mine: a picture here, a chair turned into an end table, books, cards, music.
173954.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თეთრეულში ჩავძვერი.
I decided to get under the covers.
173955.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
როგორი სუნი იდგა!
I loved the smell.
173956.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მინდოდა, შემყვარებოდა.
I wanted to love the smell.
173957.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ მაღელვებდა, რომ ლოგინზე დაყრილ საგნებს ვეხებოდი და საბნის ქვეშ დამალული უნებურად იატაკზე ვყრიდი. ეს უკვე ოლივერის ლოგინის ნაწილი იყო; მისი ცხოვრების, სამყაროს ნაწილი.
I even liked the fact that there were things on the bed that hadn’t been removed and which I kept kneeing into and didn’t mind encountering when I slipped a foot under them, because they were part of his bed, his life, his world.
173958.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ისიც თეთრეულში მოექცა და ვიდრე აზრზე მოვიდოდი, გაშიშვლება დამიწყო.
He got under the covers too and, before I knew it, started to undress me.
173959.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
რამდენი მიფიქრია, ტანსაცმელს როგორ გავიძრობ-მეთქი. ფილმებში ნანახ გოგონებს მივბაძავდი: მაისურს გავიხდიდი, შარვალს ჩავიწევდი, მკლავებს ჩამოვყრიდი და სრულიად შიშველი მის წინ ავიტუზებოდი: აი, ესა ვარ, დედიშობილა, მოდი, დამეუფლე, შენი ვარ.
I had worried about how I’d go about undressing, how, if he wasn’t going to help, I’d do what so many girls did in the movies, take off my shirt, drop my pants, and just stand there, stark-naked, arms hanging down, meaning: This is who I am, this is how I’m made, here, take me, I’m yours.
173960.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერმა თავსატეხი ამაცილა.
But his move had solved the problem.