მოიძებნა 669201 ჩანაწერი
174001.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არა, ჩემი შეურაცხყოფა ჯერ არდაბადებულებს გადასწვდებოდა; მომავალ ნაცნობებს, რომელთაც თვალს ვერ გავუსწორებდი და ჩვენ შორის მარადიულად ჩამოწვებოდა ზიზღი და სირცხვილი.
It was not these I had offended, but those who were yet unborn or unmet and whom I’d never be able to love without remembering this mass of shame and revulsion rising between my life and theirs.
174002.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ჩვენს სიყვარულს ეს საიდუმლო წაბილწავდა და სუფთა გულს ვერასდროს გავუზიარებდი.
It would haunt and sully my love for them, and between us, there would be this secret that could tarnish everything good in me.
174003.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
იქნებ რაღაც უფრო ღრმა დავამცირე?
Or had I offended something even deeper?
174004.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მაინც რა?
What was it?
174005.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნუთუ ეს ზიზღი სულ ჩემში იყო, მაგრამ ვმალავდი, ამ ღამემ კი სარქველი ამხადა?
Had the loathing I felt always been there, though camouflaged, and all I’d needed was a night like this to let it out?
174006.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გულისრევა იყო თუ სინანული? ამიხსნას ვინმემ! ფანჯრებში ამომავალი მზის სხივები შემოიჭრა, მე კი ამ საშინელ განცდაში ჩავიძირე.
Something bordering on nausea, something like remorse— was that it, then?—began to grip me and seemed to define itself ever more clearly the more I became aware of incipient daylight through our windows.
174007.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუმცა, სინათლის მსგავსად, სინანული (თუ მართლა სინანული ერქვა), ცოტა ხნით გაიცრიცა.
Like the light, though, remorse, if remorse indeed it was, seemed to fade for a little while.
174008.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ლოგინზე გაშხლართულს მეგონა, უკანასკნელად შევიგრძნობდი, მაგრამ ყოველ ჯერზე უფრო ძლიერად მიბრუნდებოდა.
But when I lay in bed and felt uncomfortable, it came back on the double as if to score a point each time I thought I’d felt the last of it.
174009.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ვიცოდი, მეტკინებოდა.
I had known it would hurt.
174010.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თუმცა, არ ველოდი, რომ ტკივილი სინანულად იქცეოდა და სხეულში ისე ჩამისახლდებოდა.
What I hadn’t expected was that the hurt would find itself coiled and twisted into sudden pangs of guilt.
174011.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არავის გავუფრთხილებივარ.
No one had told me about this either.
174012.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
გარეთ აშკარად გათენდა.
Outside it was clearly dawn now.
174013.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
თვალს რატომ არ მაცილებდა?
Why was he staring at me?
174014.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მიხვდა, რასაც ვგრძნობდი?
Had he guessed what I was feeling?
174015.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– უბედური ხარ, – თქვა მან.
“You’re not happy,” he said.
174016.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მხრები ავიჩეჩე.
I shrugged my shoulders.
174017.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერი კი არა, ჩვენი საქციელი მეზიზღებოდა.
It was not him I hated—but the thing we’d done.
174018.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
არ მინდოდა, ჩემს გულში დაეწყო ქექვა.
I didn’t want him looking into my heart just yet.
174019.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
საკუთარი თავის სიძულვილისგან დასხლტომა მსურდა, მაგრამ არ გამომდიოდა.
Instead, I wanted to remove myself from this bog of self-loathing and didn’t know how to do it.
174020.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
– თავს საშინლად გრძნობ, არა? მხრები კიდევ ერთხელ ავიჩეჩე.
“You’re feeling sick about it, aren’t you?” Again I shrugged the comment away.